AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

AutoSharing Option
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.

კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია
"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.

კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.

პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
სიურპრიზ 1:7 ))))))
დათო
08 სექტემბერი 2023 23:20
0
რა სიურპრიხს უმხადებს, 3 თავდამსხმელით უნდა ეთამაშოს?
აბო
07 სექტემბერი 2023 19:18
2
სანიოლის სურპრიზი არ გაიშვას.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 22:12
0
მადლობა ხვიჩა ქვეყნის ასეთი პოპულარიზაციისთვის!!!!შურიანი და ბოღმიანი ადამიანები ამას მაინც ვერ დაინახავენ და ვერ დააფასებენ!!!
საქართველო უპირველესად
07 სექტემბერი 2023 18:07
4
მᲗავარი გამოგრᲩა, მადლობა მარᲗლმადიდებლობისᲗვის), ეს ნაცადი ფრაზაა))
Irakli
08 სექტემბერი 2023 11:22
2
100% ისე, ეს ბოღმიანები მეცოდება კიდეც.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 21:48
1
ფეხბურთის "პროფესორების" გასაგონად, მაგარი ბიჭები ვართო? თურმე ნუ იტყვი და ესპანეთის ნაკრები საქართველოზე ძლიერი ყოფილა, ახალი ამბავი, რა ვქნათ ახლა ჩამოვყაროთ ყურები და არ ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს? კლავიატურის ლომებო, თუ ასე დარწმუნებული ხართ შეავსეთ ტოტალიზატორის ბილეთი და მშვიდად დაელოდეთ შედეგს, ჯერ რა კაცობაა წინდაწინ ძახილი წავაგებთ, გადაგვივლიან,... გულშემატკივრები ასე არ იქცევიან. თქვენ ხართ ჩასაფრებული ბოღმა ხალხი, მერე რომ იტრაბახოთ აი ხომ ვამბობდითო... რომ მოვიგოთ და ხვიჩამაც გაიტანოს? საინტერესოა გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ. კომუნისტების ეპოქაში ნატვრა მქონდა საქართველოს ნაკრები მენახა, დინამომ რომ თასი აიღო პატარა ბიჭი მთელი ღამე ვტიროდი სიხარულისგან და ვერ დავიძინე. 33 წელია ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს ვისაც არ უნდა ეთამაშოს, რა დონის ტურნირი არ იქნება, თუნდაც ამხანაგური, იმის მიუხედავად ვინაა ხელისუფლებაში და რა ორიენტაცია აქვს ქვეყანას. თითქმის ყველა თამაში ზეპირად მახსოვს, ვიგებდით თუ ვაგებდით ბოლომდე ვგულშემატკივრობდი. პოლიტიკური აზრიც გამაჩნია მაგრამ არასოდეს ამირევია სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში. ვინც საქართველოს სახელით გამოდის საკუთარ ოჯახის წევრად ვთვლი, რადგან საქართველოა ჩემთვის უმთავრესი. გთხოვთ ან გაამხნევეთ ბიჭები ან ნურაფერს დაწერთ, რადგან დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი კითხულობს კომენტარებს და გულს ნუ ვატკენთ. უკაცრავად.
ელგუჯა
07 სექტემბერი 2023 16:11
2
ჯერჯერობით ვერავინ გაგიბედა,დისლაიქის დასმა და დღეს,ესეც კარგია!იმედია, ბიჭები შესძლებენ ჩვენი ჩუმი იმედის გამართლებას!დიახ,მეტოქე ჩვენზე ძლიერია და ფავორიტები არიან,მაგრამ ჩვენც არაფერი გვაქვს დასაკარგი და ესპანეთი,ერთხელ უკვე გვყავს,დამარცხებული.ვითამაშებთ,როგორც შეგვიძლია და ჩვენს საცდელს ვეცდებით.ესპანელებს,ყოველ მიზეზ გარეშე გამარჯვება სჭირდებათ და ეს მათში დაძაბულობას გამოიწვევს.რაც მეტ ხანს ვერ გაგვიტანენ,მით უფრო ანერვიულდებიან და დღევანდელი შემადგენლობა,ის ძველი,ყველაფრის გამმარჯვებელი შემადგენლობა აღარ არის,რომ ნერვიულობამ მათ თამაშს,უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს.ხვიჩას და ჟორჟიკას კი,ბევრი არ დასჭირდებათ,მათი შეცდომების გამოსაყენებლად.ასე რომ პატარა, იღბალი გვჭირდება და დიდი გაძლება.მთავარია,ძალიან უკან არ ჩავჯდეთ და კონტრთამაში შევქმნათ!მაშინ, დაცვაც გაუძლებს ზეწოლას და წინაც შევქმნით,შანსებს.
სოსო
07 სექტემბერი 2023 20:32
0
ცრემლი მომადგა, შენ გაიხარე.
პ.ს. ოღონდ, სამწუხაროდ ყოველი თამაშის წინ მიდის ვითომ ოპტიმისტური ტრაბახი. ხოლო დინამომ რო თასი მოიგო, იქ მთელი საქართველო ჩუმი იმედით ელოდა. შენ თუ პატარა იყავი, მე ვიყავი 25 წლის. სამი თვით ადრე ნიძლავი დავდე თასს აიღებენო და მოვიგეთ, თან მთვრალი ვიყავი და ცხონებულ კოტე მახარაძეს (გვერდზე მაგიდაზე ქეიფობდნენ) ვუთხარი, ფინალს თუ არ გადმოცემ პირდაპირ ეთერში, ვერ შევრიგდებით თქო. მაგრამ, ვიცი ჯერ კიდევ 1972 წლიდან დაწყებული, თუ თამმაშის წინ ვტრაბახობთ, აუცილებლად ვაგებთ. თუ თავშეკავებული იმედით ველოდებით, შედეგიც იქნება.
პატივისცემით
07 სექტემბერი 2023 18:31
0
რამდენჯერ უნდა დაწეროთ ერთი და იგივე სტატია მეტი ფანტაზია არ გაქვთ?
bib
07 სექტემბერი 2023 14:59
0
მაგრად გვტროლავენ. რაც გადავრჩით ნრვეგიასთან ესპანეთი გადაგვირბენს
beqa
07 სექტემბერი 2023 14:51
17
კარგი მწვრთნელის პირობებში, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ამ კონტიგენტით ესპანეთთან ქულების აღებაზე ფიქრი და არა მოყვარული ვილი სანიოლის პირობებში.

წარმატებები საქართველოს ნაკრებს
ფეხბურთი
07 სექტემბერი 2023 14:46
6
ესპანეთს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს...ყველა ხაზში დაბალანსებული გუნდია..და სარეზერვო სკამი აქვს ერთ გუნდს გააკეთებს ევროპული დონის...ჩვენ ვიფიქროთ ჩვენს პრობლემებზე...ყველაზე ტლანქი..უმოძრაო დაცვის შუა ხაზი რომ გვავქს ...გველესაინიასთვის ერთი ტაიმი მაინც მიეცა შანსი..რომელიც ძაან მოტივირებულია...ძაან კარგი შედეგები დადო ამ ბიჭმა..შუა ხაზშია ფეხბურთელები რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ ჩაშლით...ეს ნიშანვს იმას რომ...შუა ხაზი ისევ ჩავარდება...და ისევ მატარებელს ჩავაყენებთ კარებში...აბურჯანიას შორეული პასების იმედი ნამდვილად არ მაქვს...რომ შეტევაში გაიყვანოს კვარა და მიქაუტაძე..კიტე ნამდვილად რ=არაა ის მოთამაშე რომელიც ესპანეთის შუა ხაზის წნეხს გაუძლებს...გოჩოს და აზაროვს იმდენი სამუშაო ექნებათ რომ გაუჭირდებათ შეტევაში თამაში...ფაქტიუარდ დაცვის მატარებლიდან მოგცვიწევს თამაში...რამდენად გამოუვათ ეგ კვარას და ჟორჟიკას,,ხვალინდელი დგე და მომზადების ხარისხი აჩვენებს...წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს..ფრეც მშვენეირი შანსი იქნება..მთვარია სათამაშO დისციპლინა დაცვაში თამაში ბოლომდე შეინარჩუნონ..არ აიჭრან და თამაში არ აიგდონ...ასეთ თამაშებში ჩნდება გუნდური ხასიათი და მიზანსწრაფვა..რომელიც ძალიან გვაკლია ყველა გუნდურუ სახეობებში..რაგბის გარდა..
ბუჯანგა
07 სექტემბერი 2023 14:35
3
ამას ესპანური გამოცემა წერს, ქართული ხო არა. ოქროს ბურთზე ფრანგულმა გამოცემამ დაასახელა ჩვენი ბიჭი, ჩვენმა ხო არა, არადა ნახეთ, სიტყვების რა მღვრიე ნიაღვარი დაიძრა ეგრევე. რავა ყველაფერზე კუჭი ეშლებათ თუკი ქართველზე ვინმემ რამე კარგი თქვა!)))
გიორგი
07 სექტემბერი 2023 14:27
3
ფრთხილად ესპანელებო... მერე არ თქვათ, ჩვენ კბილის ტკივილი გვეგონა და არ ველოდით, თუ თავის, გულის და ერთი ადგილის ტკივილიც მოჰყვებოდაო...
დდდ
07 სექტემბერი 2023 13:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული