საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.
კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია
"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.
კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.
პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".