ხვიჩა კვარაცხელია: ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას - ეს ნაკრებზეც აისახება

AutoSharing Option
8 სექტემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"მნიშვნელოვანი თამაში გველის. ესპანეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.

ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს. ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს
ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ახლა დაიწყეს,მაგრამ თუ შემადგენლობაში მუდმივად მოხვდებიან,მიქაუტაძე,ლოჩოშვილი,საზონოვი,გოჩოლეიშვილი და აზაროვი,მომდევნო სანაკრებო ფანჯრისათვის უკვე სასურველ ფიზიკურ ფორმაში იქნებიან,მაღალ ტემპში მთელი მატჩის სათამაშოდ.ხვიჩაც რა თქმა უნდა, მათთან ერთადაა და ეს, უკვე ნახევარი გუნდია!ნახევარზე მეტიც კი!მთავარია შესძლონ,შემადგენლობაში თავის დამკვიდრება.იმ დროისათვის ქოჩორაშვილიც საკმაო ფიზიკურ ფორმას აკრეფს და საყრდენ ზონას,ისიც გაგვიძლიერებს.
სოსო
20:54 07-09-2023
1

სიახლეები პოპულარული