სანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"იმის გათვალისწინებით, როგორი ჯგუფიდან გავიდა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იყო. უფრო ძლიერი მეტოქეების ძლევის შემდეგ ისრაელთან წაგება გულდასაწყვეტი გახლდათ. ტურნირზე ახალგაზრდებს თავის წარმოსაჩენად შანსი მიეცათ და ეს ბევრმა გამოიყენა. საზონოვი იტალიურ გუნდში გადავიდა, კალანდაძეს ნაკრებში ვუხმეთ.

ესპანეთთან მეოთხე ტურის მატჩი გვიწევს და ვერ ვიტყვი, რომ ფინალის ტოლფასია. საქართველოში მოლოდინი დიდია, თუმცა ერთ დღეში ძლიერ ნაკრებად ვერ ჩამოვყალიბდებით. ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ, დავალებები უნდა შეასრულონ და თამაშით სიამოვნება
მიიღონ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამ გამახარა, რადგან ეს ფეხბურთელთა გარკვეულ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ევროპული კლუბების ქართველებისადმი ინტერესზე მეტყველებს.

პენალტების შესრულებისას შეცდომას ყველა უშვებს. კვარაცხელიას ვენდობი, მიქაუტაძეს და კიტეიშვილსაც. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მოედანზე და ვინ იქნება მზად.

გიორგი არაბიძე უკანასკნელ ხანს უკეთ თამაშობს, თავის გუნდს ეხმარება, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოსაძახებლად ეს ჯერ საკმარისი არ არის. ამისათვის სტაბილურად ხანგრძლივად თამაშია აუცილებელი. თუ ასევე გააგრძელებს, გამოვიძახებ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბიჭებო,არ გვინდა ისეთი სასუბარი,თითქოს მონდომება გვინდა,თავდადება გვინდა ფეხბურთელებისგან და თუ თავს გაწირავენ მოვიგებთ.რეალობის გრძნობა ღალატობს ზოგიერთებს.ერთი თამაში ყველამ შეიძლება მოიგოს და მოგვიგია კიდეც,მაგრამ სინამდვილეში რეაალობაა ის რომ სრულიად სხვადასხვა დონის ნაკრებები ვართ და ჯერჯერობით რაც არ უნდა მოვინდომოთ ,გვჯობნიან და გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის მოგვიგებენ,ჯგუფიდან გასვლაც უტოპიაა და ნუ დაიწყებთ ფეხბურთელების კრიტიკას,თუ წავაგებთ,ისინი აკეთებენ რაც შეუძლიათ.ბევრი დრო გვინდა წამყვანი ნაკრებებების დონეზე რომ ავიდეთ,ჯერჯერობით დავტკბეთ ეპიზოდებით.
მირო
07 სექტემბერი 2023 20:49
3
ეჰ წამყვანი ნაკრებების დონეს ვინ ჩივის, საშუალო დონემდე აქაჩავდნენ ნეტავი
დავით 67
08 სექტემბერი 2023 01:37
1
ანუ მომგები მაინც არ ვართ და ჯობია მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთო.დდდდდდდდდდდ
ეეე
07 სექტემბერი 2023 19:44
14
არაბიძე, როცა ფრინავდა, მაშინ უნდა ეთამაშებინათ და დღეს ის კაი გუნდში იქნებოდა, დაძირეს იმ სიმართლის გამო, რაც თქვა. ჩაკვესაც სჯობდა და კვარასაც, მარტო მაგის სტანდარტი ეყოფა მთელ ნაკრებს. ეხლა ფორმაში შევიდა, მაგრამ სანაკრებო დონეზე, 90 წუთისთვის მზად ნამდვილად არაა. ფიზიკაში და სირბილში, ასვლა ჩამოსვლაში, შეტევიდან დაცვაში დაბრუნებაში ბევრიაქვს სამუშაო. ვარჯისების მერე, დამატებით უნდა დარბოდეს და ვარჯიშობდეს თავდაუზოგავად. თუ რაიმე ტრამვა არ აწუხებს,გულიანი ვარჯიშით, საჭირო ფორმას მალე მიაღწევს და შემდეგ შეკრებაზე აუცილებლად დაუძახებენ. თავის დროზე, როცა იმსახურებდა, როცა ჩაკვესაც სჯობდა და კვარასაც, ხოლო მისი სტანდარტი მთელი ნაკრების ფასი იყო, მაშინ დაჩაგრეს და არ დაუძახეს, რაღაც შეცდომის გამო,. ეხლა კი მგონი მისცემენ შანსს. მიდი არაბა, ღმერთი შენსკენ
ლევან მაღლაკელიძე
07 სექტემბერი 2023 23:55
3
თქვენი არ ვიცი და მე ნორვეგია უფრო რთული მეტოქე მგონია ვინემ ესპანეთი.
რრრ
07 სექტემბერი 2023 22:11
3
ბევრი რამე არ მომწონს ქართული ჟურნალისტიკის,ისევე როგორცსაკუთარი თავის, მაგრამ როდესაც ხედავენ რომ უსამართლობას აქვს ადგილი , თავს ვალდებულად თვლიან ხმა აღიმაღლონ( და აშკარად არა ზრდილობის გულისთვის) , არაბიძის სიტუაციას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, კარგია რომ სანიოლსაც უშუალოდ პრესკონფერენციაზე დაუსვით გიოზე შეკითხვა
გ.შ.
07 სექტემბერი 2023 19:39
6
კარგია რომ დაუსვეს შეკითხვა კი, მაგრამ თვითონ სანიოლმაც რომ განმარტოს "ეს საკმარისი არ არის" კარგი იქნებოდა. გიორგიმ მართლა ძალიან მაგარი თამაშები ჩაატარა ევროტურნირებზე. მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ "საკმარისი" გახდეს გამოსაძახებლად მაინც. ამისთან მარჯვენა ვინგერი, ძალიან ტექნიკური, მართლა არ გვყავს ეხლა. სულ რომ არაფერი, ჯარიმების შესრულების გამო უნდა იყოს ნაკრებში. ახლა არც არავის იმედი არ მაქვს, მე პირადად... ჯერ იყოს და ვაისმა , ზარანდია, იმენნა რო ბრდღვნიდა პოლონეთში მარჯვენა ფლანგზე, "ვერ თუ არ შეამჩნია" და ერთხელაც არ გამოუძახებია მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მაშინაც ეკითხებოდნენ და ეხლა გიორგი. და კიდევ ლუკა გადრანი, რა კარგი ბიჭი ყოფილა. ყველამ შეამჩნია და რა, უმალავენ ჩვენს მწვრთნელებს? შეიძლება თვითონ არ ჰქონდეს მისი თამაში ნანახი... ქუთაისში რა მაგრა ითამაშა. რა ვიცი... დაუვუსვათ კი შეკითხვები, მერე?
ზაზა
07 სექტემბერი 2023 20:29
2
ბარემ ლოჩოშვილთან დაკავშირებითაც ეკითხათ! რა უაზრობა ხდება მასთან დაკავშირებით?!
რატი
07 სექტემბერი 2023 20:58
8
ნეტავი თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოვიგებთ?? ჩვენი ნაკრები სუსტია , აშკარად სათამაშო იდეებს მოკლებული, ხალხო, აგერ არ იყო შოტლანდიასთან და კვიპროსთან თამაშები - მ ო გ ე წ ო ნ ა თ ოდნავ მაინც?? უშანსოდ ვართ , მარა ზოგი ჭირი მარგებელია , ბოლო ბოლო გააგდებენ იმ სანიოლს და დევისვენებთ ყველა
ვალერი
07 სექტემბერი 2023 20:47
24
ანუ ვაგებთო და ბარემ ვისიამოვNოთო )
aza
07 სექტემბერი 2023 20:24
11
ეს კაცი ცოტა ვერაა.ე.ი.ზოგზოგიერთების თამაშის დონე საკმარისია ამ მომენტისთვის და არაბიძის არა. ერთი ქართული ანეგდოტი მოუყევით ამას, ქალი რომ ეუბნება აქტის დროს-- არ დამინდო უშანგიო. გხმარობ და მეტი აგურს ხომ არ ჩაგარტყავო.
კახა ქ.
07 სექტემბერი 2023 22:55
11
არაბიძე უნდა გაგრძელოს ესე თამაში და,დარწმუნებული ვარ დაუძახებენ ეროვნულში!რაც შეხება ლოჩოშვილს ჩემი შეხედულებით არის კარგი მასალა.მაგრამ ჯერ ბევრი აქ დასახვეწი როგორც მცველს.მშვენიერ ადგილზე არის იტალიაში და დახვეწავს თავის თავს.ჯანზე არის მაგრამ სიდინჯე აკლია.გავიხსენოტ კიპრის ტამაში.რა უაზრო ადგილას აიკიდა პენალტი.ასე რომ ეს საწყენად არ ვიძახი ეს არის ჩემი სუბიეკტური აზრი!!!არცერტ მწვრთნელს არ უნდა თავის გულდის წაგება!შესაბამისად ნუ გამოვალთ ყველა ფეხბურტ მცოდნები.
სიმართლე!!
08 სექტემბერი 2023 09:29
2
სანიოლი კაი ტრენერია ცავატანემ მაგრამ იურა ჯორკაეფი რო დაენიშნათ უფრო მესიამივნებოდა რა.ბოგოსიანიც არ იყო ცუდი ვარიანტი.
Robert22
08 სექტემბერი 2023 01:21
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული