სანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"იმის გათვალისწინებით, როგორი ჯგუფიდან გავიდა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იყო. უფრო ძლიერი მეტოქეების ძლევის შემდეგ ისრაელთან წაგება გულდასაწყვეტი გახლდათ. ტურნირზე ახალგაზრდებს თავის წარმოსაჩენად შანსი მიეცათ და ეს ბევრმა გამოიყენა. საზონოვი იტალიურ გუნდში გადავიდა, კალანდაძეს ნაკრებში ვუხმეთ.

ესპანეთთან მეოთხე ტურის მატჩი გვიწევს და ვერ ვიტყვი, რომ ფინალის ტოლფასია. საქართველოში მოლოდინი დიდია, თუმცა ერთ დღეში ძლიერ ნაკრებად ვერ ჩამოვყალიბდებით. ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ, დავალებები უნდა შეასრულონ და თამაშით სიამოვნება
მიიღონ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამ გამახარა, რადგან ეს ფეხბურთელთა გარკვეულ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ევროპული კლუბების ქართველებისადმი ინტერესზე მეტყველებს.

პენალტების შესრულებისას შეცდომას ყველა უშვებს. კვარაცხელიას ვენდობი, მიქაუტაძეს და კიტეიშვილსაც. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მოედანზე და ვინ იქნება მზად.

გიორგი არაბიძე უკანასკნელ ხანს უკეთ თამაშობს, თავის გუნდს ეხმარება, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოსაძახებლად ეს ჯერ საკმარისი არ არის. ამისათვის სტაბილურად ხანგრძლივად თამაშია აუცილებელი. თუ ასევე გააგრძელებს, გამოვიძახებ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ანუ მომგები მაინც არ ვართ და ჯობია მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთო.დდდდდდდდდდდ
ეეე
07 სექტემბერი 2023 19:44
14
ბევრი რამე არ მომწონს ქართული ჟურნალისტიკის,ისევე როგორცსაკუთარი თავის, მაგრამ როდესაც ხედავენ რომ უსამართლობას აქვს ადგილი , თავს ვალდებულად თვლიან ხმა აღიმაღლონ( და აშკარად არა ზრდილობის გულისთვის) , არაბიძის სიტუაციას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, კარგია რომ სანიოლსაც უშუალოდ პრესკონფერენციაზე დაუსვით გიოზე შეკითხვა
გ.შ.
07 სექტემბერი 2023 19:39
6
ბარემ ლოჩოშვილთან დაკავშირებითაც ეკითხათ! რა უაზრობა ხდება მასთან დაკავშირებით?!
რატი
07 სექტემბერი 2023 20:58
8
კარგია რომ დაუსვეს შეკითხვა კი, მაგრამ თვითონ სანიოლმაც რომ განმარტოს "ეს საკმარისი არ არის" კარგი იქნებოდა. გიორგიმ მართლა ძალიან მაგარი თამაშები ჩაატარა ევროტურნირებზე. მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ "საკმარისი" გახდეს გამოსაძახებლად მაინც. ამისთან მარჯვენა ვინგერი, ძალიან ტექნიკური, მართლა არ გვყავს ეხლა. სულ რომ არაფერი, ჯარიმების შესრულების გამო უნდა იყოს ნაკრებში. ახლა არც არავის იმედი არ მაქვს, მე პირადად... ჯერ იყოს და ვაისმა , ზარანდია, იმენნა რო ბრდღვნიდა პოლონეთში მარჯვენა ფლანგზე, "ვერ თუ არ შეამჩნია" და ერთხელაც არ გამოუძახებია მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მაშინაც ეკითხებოდნენ და ეხლა გიორგი. და კიდევ ლუკა გადრანი, რა კარგი ბიჭი ყოფილა. ყველამ შეამჩნია და რა, უმალავენ ჩვენს მწვრთნელებს? შეიძლება თვითონ არ ჰქონდეს მისი თამაში ნანახი... ქუთაისში რა მაგრა ითამაშა. რა ვიცი... დაუვუსვათ კი შეკითხვები, მერე?
ზაზა
07 სექტემბერი 2023 20:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული