კვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა:

"ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უთამაშებლობაზე ადრე ვილაპარაკე, მიზეზი ყველამ იცის. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და არავის გასჩენია აზრი, რომ რაიმე დააკლდათ. საქართველო ასახელეს, თუმცა შეიძლებოდა მეტისთვისაც მიეღწიათ.

მნიშვნელობა არ აქვს, სრულად სათამაშოდ ვარ თუ არა მზად, როდესაც მოედანზე ვარ, ნაკრებისთვის და კლუბისთვის მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებ. ბოლო დღეებში ბევრი ვიმუშავე და მგონია, 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ. დანარჩენი მატჩისას გამოჩნდება.

"ოქროს ბურთის" ნომინანტებში მოხვედრა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ვინაიდან იმას ნიშნავს, რომ
შრომა მიფასდება. ახლა მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაზე ვფიქრობ.

ევროპის ჩემპიონატზე მე და სხვა ფეხბურთელები რომ ჩამოვსულიყავით, შეიძლებოდა ზოგიერთს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემოდა. მათ იდეალურად ითამაშეს. ისინი ერთად ორი წელია თამაშობენ და უკეთესი იქნებოდა, მეტი სათამაშო დრო მისცემოდათ. ვერ გეტყვით, შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ფეხბურთელს ნაკრებში წასვლაში შეუშალოს ხელი. მათ უნდა ჰკითხოთ. საქართველოსთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ასე იქნება მომავალშიც.

რაც შეეხება "ნაპოლის" განცხადებას - ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, უფლება არ მაქვს, ასე არ იყოს. ბედნიერი ვარ იმით, სადაც და როგორც ვარ. კარვახალის წინააღმდეგ თამაში სასიხარულოა. ადრე ტელევიზორში ვუყურებდი, მასთან თამაში საპასუხისმგებლოა".

მკითხველის კომენტარები / 33 /
იქნებ ვინმემ ამიხსნას, ოლიმპიადის საგზურის მოპოვება უფრო დიდია თუ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის თავის გამოჩენა და ევროპის ჭ დივიზზიონში გადასვლა?
ჟორა გაბრიჭიძე
08 სექტემბერი 2023 17:25
0
რაის ოქროს ბურთის ნომინანტი-ეს უბრალოთ სიმბოლური ჩამონათვალია ფეხბურთელების,რომელსაც ყოველწლიურად ადგენეს ამ ავტორიტეტული ნომინაციის შოუს ელემენტებით გასამძაფრებლად ფრას ფუტბოლი, თუ არა და რომელს გახსოვთ ვინ იყო ასეთ სიაში შარშან, იმის წინ და ა.შ . ისევე როგორც სერია-ა-ს საუკვეთესო ფეხბურთელობა სუფთა სიმბოლურია,რაზეც მაინც დიდი კამათი იყო იტალიაში. ამასთან ის ტიტული, ესპანეთთან მინდორზე არაფერში გამოადგება. ოქროს ბურთი და ვასკვლავი კი არა ბიჭს უკვე 25 თამაშია გოლი არ გაუტანია, თუ შემტევი შეიძლება გოლის არ გატანისთვის იყოს ვასკვლავი, მაშინ უალტერნატივოა.
აი სიმართლეეეე
08 სექტემბერი 2023 15:58
1
ამ საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვიჩას ეროპაზე თამაში ფედერაციამ დაბლოკა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება?
zviadi
08 სექტემბერი 2023 13:04
6
ახალგაზრდულში არ ჩამოსვლა ასე, ვითომდა სხვა ფეხბურთელებზე ზრუნვით ვერ გაპრავდება-ნაკრები იმისთვის გვინდა და იმიტომ ასხამს ეს გაჭირვებული ქვეყანა ამდენ ფულს ფეხბურთის განვითარედაში რომ პირველ რიგში შედეგი დაიდოს და ქვეყნის ეროვნულმა თუ ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მსოფლიო ფორუმებზე იასპარეზოს და არა ცალკეულმა ფეხბუთელებმა საკუთარი კარიერა მოიწყოს უცხოეთში, ქართველ გულშემატკივარს რაა??, ან რომელმა გაჩარხა სუპერკონტრაქტი წიტაიშვილმა,დავითაშვილმა თუ გაგუამ?? ისე მომავალ წელს ოლიმპიადაზე მონაწილეობით უფრო მაგარი შანსი არ ექნებოდათ ამ და სხვა ფეხბურთელებს,თავის წარმოჩენისს?.კვარა კი ხარ, მაგრამ არა მგონია ქართველი გულშემატკივარი ისეა აზროვნებას მოკლებული ეს არგუმენტი დაიჯეროს და არც მგონია ხვიჩას აზრი იყოს, მისი გუნდში თუნდაც სიმბოლური ყოფნა შეიძლება გადამწყვეტიც ყოფილიყო ისრაელთან მატჩში.....ისე ნაპოლი-მაც როგორ დაუფასა ერთგულება და დასვენება როგორ წაადგა მის კარიერას ქე გამოჩნდა ამ სეზონის სტარტზე, ისევ ეროვნული უნდა გახლდეს კვარას მაშველი რგოლი და შეუგდოს ესპანეთს ერთი მაინც. ახალგაზრდულის ისტორია კი.... რაც იყო იყო, არ არის სასიამოვნო გასახსენებელი...დარწმუნებული ვარ არც მისთვის....
SOSO
08 სექტემბერი 2023 10:54
11
ეგ პირველ ნაკრებზეა.ახალგაზრდული ნაკრები კი იმისათვის გვინდა,რომ დააწინაუროს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.გაუხსნას მათ გზა დიდი ფეხბურთისაკენ და ამით,პირველ ნაკრებს მისცეს უფრო უკეთესი შევსების მიღების საშუალება.ხვიჩა იყო თუ ფედერაცია,ეს სწორი საქციელი იყო.ნებისმიერი ქვეყანა აირჩევს,ასაკობრივმა ნაკრებმა,თუნდაც ორი ვარსკვლავი აღზარდოს,ვიდრე ჩემპიონი გახდეს და მისი წევრები, უკვალოდ დაიკარგნენ.საბჭოთა კავშირის ნაკრებს,მსოფლიოს ჩემპიონს უძახდნენ,ამხანაგურ თამაშებში და ეს იმიტომ,რომ მათ,ამხანაგურ მატჩებშიც გამარჯვებას ავალებდნენ და სრული ძალით იბრძოდნენ.მეტოქეები,ჩვეულებრივ,ტაქტიკურ,თუ შემადგენლობის ექსპერიმენტებს ატარებდნენ და რა თქმა უნდა,სსრკ ნაკრები,უფრო ხშირად აღწევდა წარმატებებს.სამაგიეროდ,ოფიციალურ შეჯიბრებებზე,ისინი,გაცილებით კარგად გამოდიოდნენ,ჩვენი ფეხბურთელები კი,რაც შეეძლოთ,იმასაც ვეღარ ამჟღავნებდნენ,მწვრთნელების მხრიდან წაგების შიშის და ზედმეტი დაზღვევის გამო.ასაკობრივი ნაკრებებიც წარმატებით გამოდიოდნენ ჩემპიონატებზე,მაგრამ იქიდან,იშვიათად თუ იზრდებოდა ვარსკვლავი,უბრალოდ მათი მომზადების ფორსირებას ახდენდნენ და ასაკის მატებასთან ერთად,ეს ბიჭები,თანდათან იკარგებოდნენ.
სოსო
08 სექტემბერი 2023 15:44
2
ხვიჩამ დაადასტურა ის ეჭვები რომ ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადის ლიცენზია ქართული ფეხბურთის მტრებს დინამოს გასაყიდი ფეხბურთელების გამოჩენას გადავაყოლეთ.
ბაჯო
08 სექტემბერი 2023 10:19
10
მართლა??და ახალგაზრდული ჩემპიონატის რომელი ფეხბურთელი გაიყიდა კარგ კლუბში??სიმართლე იცით რა არის ჩვენს გარდა ამ ჩემპიონატისთვის არავის მიუქცევია დიდი ყურადღება,არც საფეხბურთო სკაუტებს.საერთოდ არ ვიცი ვინ მოიგო წინა ჩემპიონატი!!!
ბაჯო-ს
08 სექტემბერი 2023 12:28
2
მიდი ხვიჩა გადაუარე მაგათ
სვანსკი
08 სექტემბერი 2023 10:11
1
"მიდი ხვიჩა გაუყარე მაგათ 2 გოლი". კი, კი, ხუთი გოლი უკეთესია, ხუთი. ორი რაა!?
kvaxo
08 სექტემბერი 2023 09:56
2
პატრიოტებს ვინც ხვიჩას აკრიტიკებენ 21 წლამდე ჩენპიონატზე რატომ არ ითამაშაო,იქნებ გადაეხედათ ოქროს ბურთის კანდიდატ 30 კაცისთვის,მათგან რომელმა ითამაშა ახალგაზრდულ ევროზე?აღმოაჩინეთ ვინმე????
Master
08 სექტემბერი 2023 02:10
12
ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება წარმატების შანსები გაანიავოს, ნებისმიერ სფეროს ეხება.
ნიკა
08 სექტემბერი 2023 09:38
6
რასაც აქამდე ვწერდი ზუსტად ის თქვა.
გადაღლილი რომც არ ყოფილიყო, 18 წლის ასაკიდან ახალგაზრდულში აღარ თამაშობს და ვისთვის უნდა წაერთმია ადგილი? ამდენი ხნის შეთამაშებული ბიჭებიდან რომელიმე მის გავლენას და სახელს ძირითადიდან უნდა ამოეგდო? სერია ს ემვიპი მოდის და სკამზე გადახვალო რომლისთვის ეთქვათ აბა? ამ ბიჭებისთვის ჰაერივით საჭირო იყო ახალგაზრდული ჩემპიონატი, კვარას კი ამ დონეზე არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი.
სირცხვილია ამას რომ ახსნევინებენ და თავს ამართლებინებენ.
ნაპოლიზე კიდე რაც თქვა, სრული სიმართლეა. არანაირი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლაპარაკი არ ყოფილა და არც ხელფასის მომატება მოუთხოვია. თავს იდეალურად გრძნობს გუნდში და პრობლმაც არაფერია. თუ იმას ვთვლით პრობლემად, რომ 90 წუთი არ ათამაშეს ტრავმიდან ახალი დაბრუნებული, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რავიცი...
იმედია ამ პრესკონფერენციით მაინც მოეღება ბოლო ამდენ ჭორებს და შეთქმულების თეორიებს.


Skeleton
08 სექტემბერი 2023 01:54
5
კაი რა ხვიჩაჯან 3 ჯერ ნაკლებ ზარპლატას იღებ კაკოე ტამ სჩასტიე. და იტალიაშკი პროსტა აფერისტი.ასე რომ მოითხოვე ეტი დენგი ტი ზასლუჟილ პარენ.
Robert22
08 სექტემბერი 2023 01:40
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული