დე ლა ფუენტეს აზრით, ეს თაობა საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ფეხბურთელმა როდრიმ უპასუხეს.

დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს, ვილი სანიოლმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა; მთავარი არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი (კვარაცხელია), არამედ გუნდია; მძიმე შეხვედრის მოლოდინში არიან და გამარჯვების იმედი აქვთ.

მისი თქმით, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს მუდამ ადევნებდა თვალს; ეს თაობა შეიძლება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდ ბრძოლას ელიან; ბედნიერია, რომ თავის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან და პრობლემა არ აქვს.

როდრიმ აღნიშნა, რომ მეტოქეს
იცნობენ, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა, "ფურია როხაში" კი გარკვეულწილად გარდამავალი ეტაპია, ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭირო დონე გააჩნიათ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყიფიანი გაიხსენონ,უდიდესი ფეხბურთელი, ესპანელმა მოთამაშემ ფეხი რომ მოტეხა,იმ დროიდან ჩავარდა ქართული ფეხბურთი. ძალიან სასიხარულოა ისევ რომ გაიბრწყინეს ჩვენმა ბიჭებმა.
ზურაბი
08 სექტემბერი 2023 18:35
0
წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო 4-2-4 თამაშობს! წინ 2 ფრთაა. მარჯვენა და მარცხენა გარემარბები.და მსოფლიოში საუკეთესონი: მიშა მესხი და სლავა მეტრეველი!!!
alexandre
08 სექტემბერი 2023 12:10
0
და ეტატ ელეკტრიკ ნე ზნაეტ რა ხალხი თამაშობდა ვ დინამო.კალოიანი,კიპიანი,მესხი,მეტეველი,გუცაევ,ჩივაძე ი ეტოტ სპისოკ მოჟნო ვეჩნო პროდალჟატ.
Robert22
08 სექტემბერი 2023 01:47
8
შენ სევანი არ გინახამს.
joseb
08 სექტემბერი 2023 01:10
1
სევან ვოსმოე ჩუდო ნა ზემლე ი ვ ეტომ სპისკე პერვიი.
Robert22
08 სექტემბერი 2023 01:48
2
ყველაზე ძლიერი, საქართველოს ნაკრები, მიშას და სლავას დროს იყო, შემდეგ, ყიფიანის, გუცაევის და დარასელიას დროს. დღეს, ჩამოყალიბებისა და პროგრესის პერიოდშია.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
07 სექტემბერი 2023 23:52
3
საბჭოთა პერიოდში, თუ იყო ქართული ფეხბურთი ხსენებული საქართველოს ნაკრებად. სხვა ქვეყნის ნაკრებებს, რა სტატუსით ეთამაშებოდნენ.
საინტერესოა, მემატიანე-ს!
13 სექტემბერი 2023 11:07
0
სად იყო მაგ დროს საქართველის ნაკრები?
სლავა
08 სექტემბერი 2023 02:20
3
ჩვენ პირველ ნაკრებში აქედან კვარაცხელიას და მამარდაშვილის გარდა ვერავინ ვერ მოხვდებოდა. ისე, არჩევანი რო ყოფილიყო, იმ უმეკარეო და უმწვრთნელო ნაკრებს მამარდა ერჩია ხვიჩას
რეზო
07 სექტემბერი 2023 21:24
5
ეხ შენ ბიძია ქართული ფეხბურთის თაობები არ გინახავს, ეგენი იმათთან რა სახსენებელია.D
რრრ
07 სექტემბერი 2023 21:04
8
ძალიან იცის ამან საქართველოს ისტორია, ახალკკაცის დინამოში რომ თაობა იყო ყიფიანის თამადობით, აი ის იყო საუკეთესო და დღემდე განუმეორებული
მიხო
07 სექტემბერი 2023 20:52
4
საბჭოთა საქართველოს დროს სამწუხაროდ რუსეთის ნაწილად და რუსებად გვიცნობდნენ და ზოგან დღემდე ეს დამოკიდებულება აქვთ ჩვენდამი. ასე რომ გიორგი 12-ის კომენტარში საწყენი არაფერია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოს ნაკრები და ეროვნული ჩემპიონატი, ე.ი. "ქართული ფეხბურთი" შეიქმნა დამოუკიდებლობის შემდეგ. მანამდელი წარმატება საბჭოთა აქტივშია ჩაწერილი და არა დამოუკიდებელი საქართველოსი. ამიტომ აღარასოდეს არ უნდა დავკარგოთ დამოუკიდებლობა, რომ მერე აღარ გვეწყინოს, რუსებს რატომ გვეძახიანო.
დავითი
08 სექტემბერი 2023 00:39
3
გიორგის - ნააააკრები ვინმემ ახსენა? თაობა იყო ნახსენები;
ბექას - ნამეტანი სვეტი კი ჩანხარ, მაგრამ ისტორიის გახსენება გოიმობა არ არის, ჯიგარ;
მიხო, მართალი ხარ!
ILIA
07 სექტემბერი 2023 23:31
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული