მატჩის დღე! მთავარი ვარსკვლავი ქართველი ხომ არაა? - ესპანელთა დამარცხების შესაძლებლობები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტური არაერთი ლამაზი გოლით გაიხსნა. მეორე სათამაშო დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩია - დღეს, 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთს უმასპინძლებს.

შეხვედრის შესახებ ჩვენს გვერდზეც არაერთ ინფორმაციას გაეცანით, ვიცით სტატისტიკაც და დღევანდელობაც. არ იცვლება მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით გახარება შეგვიძლია!.. ამ დროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იქნებ ამ შესაძლო სამმა ქულამაც ბევრი ვერაფერი შეგვძინოს.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი ახლა საკადრო პრობლემებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ეს საკითხი არ
გვიდგას. მთავარია, სწორი ტაქტიკა და ისეთი ფეხბურთელები შეირჩეს, რომლებიც ამ გამოწვევისთვის როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნებიან. თავის მხრივ, საფიქრალი აქვს "ფურია როხას" თავკაცსაც, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი. 2 წლის წინ "კვარა" ამ მასშტაბებზე არ ყოფილა, მან კარგად გამოიყენა ის ფაქტორი, რომ მხოლოდ ამჟამად "ტოტენჰემში" მოთამაშე პოროს იმედად ტოვებდნენ და მეტოქის სუსტი წერტილით ისარგებლა. მაშინ ესპანელებს ასპილიკუეტაც აკლდათ და კარვახალიც, ახლა ისინი იქნებიან და "ნაპოლის" ვარსკვლავის შეჩერებას მხოლოდ ერთი მეურვე არ ეცდება.

Sportall.Ge

გვახსოვს მაშინდელი თბილისური გოლი დღევანდელ მოწინააღმდეგესთან, კაკაბაძე-კიტეიშვილი-კვარაცხელიას კომბინაცია ძალიან გააზრებული იყო. ახლაც ეს გვჭირდება, სხვანაირად გიორგი მიქაუტაძისთვის გატანის შანსების მიცემა გაგვიჭირდება. ესპანელები ბურთს შესანიშნავად ფლობენ, აქ არიან როდრი და გავი, თუმცა უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავჭრათ და სწრაფ იერიშებზე თავად გადავიდეთ.

ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლი - ეს ალვარო მორატას მაჩვენებელია. დანი ოლმო - უკანასკნელ 6 შეხვედრაში 7 გოლი, მათ შორის, ჰეთ-თრიკი "ბაიერნთან". ჩვენს ცენტრალურ მცველებს მათ შესაჩერებლად დიდი ჯაფა დაადგებათ, თუმცა ზედმეტი სიფრთხილით არაფერი გამოვა.

Sportall.Ge

მოედანზე არაერთი დიდი ფეხბურთელი იქნება, ჩვენ კი პირველად შეგვიძლია საკითხი ასე დავაყენოთ: მათ შორის საუკეთესო ქართველი ხომ არაა? ხვიჩა კვარაცხელია. ასეა თუ ისე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ინდივიდებზე დაყრდნობა არ ხდება. გუნდურობა მთავარი ძალა იქნება!..

შეხვედრას გერმანელი ზიბერტი განსჯის. ის ფეხბურთელებს იშვიათად აფრთხილებს, თერთმეტმეტრიანების დანიშვნა კი არ უძნელდება.

altსანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

altსახიფათო კვარაცხელია "რეალის" მცველის პირისპირ, უგოლო საქართველო და ჩაკვეტაძე სასტარტოში - უცხოური მედიის პრევიუ

altსავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

მკითხველის კომენტარები / 25 /
თუ ფლანგებიდან სწრაფად გადავალთ შეტევაზე რაღაც გამაოვა გამჭოლი გადაცემებით მიქაუტაძისკენ! ცენტრში ამათ ვერ დავჯაბნით! ხორვატია მოდრიჩითაც ვერაფერს გახდა ცენტრში და ჩვენ კიდევ მოდრიჩი არა გვყავს! სამაგიეროდ გვყავს სწრაფი ფლანგელები: კვარაცხელია, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი და კრეატიული მიქაუტაძე თავდასხმაში! კიტეიშვილის და აბურჯანიას ზუსტი პასები, თუ გამოუვათ შეტევაზე მყოფი ესპანეთი (მათ მოგება უნდათ) შეიძლება არა ერთხელ დავიჭიროთ!
მწვრთნელი
08 სექტემბერი 2023 13:13
3
ძალიან ვნერვიულობ დღევანდელ თამაშზე. რომ არ ჩამოუვიდა ხელთათმანი და ბუცები ფეხბურთელებს, როგორც თქვეს ჩვენი აეროპორტის გამოო. და მახსნდება 1 თვის უკანდელი შემთხვევა ყაზახური გუნდი რომ ჩამოფრინდა რომ არ ვრთავდით ნებართვას დაფრენას, და რომ ჩამოფრინდნენ გადაგვიარეს ფეხბურთში. და ასე არ მოხდეს ესპანეთანაც :(((
ბექა
08 სექტემბერი 2023 13:06
14
ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს და უნდა გავიმარჯვოთ ეს ნამდვილად რეალური და შესაძლებელია აბა თქვენ იცით ბიჭებო ჩვენ თქვენს გვერდით ვართ წარმატებები!!!
Gio9
08 სექტემბერი 2023 12:58
6
აუ რა დღეშია ხალხი აზზე ხართ?
ვაჟა
08 სექტემბერი 2023 13:45
2
შევეშვათ ბიჭებზე ამხელა ტვირთის აკიდებას და წნეხს. ესპანეთი არის მსოფლოის დონის გრანდი და თამაშის მერე გამოჩნდება ვინაა ვასკვლავი და ასე შემდეგ.იმ 16 წლის ბავშვს უფრთხილდნენ ისე როგორც დანარჩენებს. უნდა ითამაშონ სულით და გულით ესაა მტავარ. წარმატებები
ქომაგი
08 სექტემბერი 2023 12:52
1
warmatebebi bichebo
dima
08 სექტემბერი 2023 12:40
0
1-1
სააკაძე
08 სექტემბერი 2023 12:35
2
ჩემი მხარდაჭერა საიტს!
წარმატება საქართველოს ნაკრებს! ოღონდ მოვიგოთ და ყველას ყველაფერს ვაპატიებთ!
alexandre
08 სექტემბერი 2023 12:25
2
ჩემი მხარდაჭერა და სრული სოლიდარობა sportall.ge-ს!!!
სამარცხვინო ამბავი მოხდა რომ აკრედიტაცია ვერ მიიღეთ :((
ჯუანშერი
08 სექტემბერი 2023 12:20
2
მეც რა თქმა უნდა კვარას იმედი მაქვ,იქნებ რაღაც გამოღლიტოს ამ თამაშიდან საკუთარი კარიერის, ასე ვთქვათ გადატვირთვისთვის,თორემ იმ გოლითაც რომელიც მაშინ ესპანეთს გაუტანა [გაატანინეს]შედეგობრივად ნაკრებს არაფერში დახმარებია-მაინც წავაგედ. ისე იმ დროსაც და ეხლაც კვარას მშრალი სერია ჰქონდა და კრიტიკა არ აკლდა, მაშინ გაიტანა და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა,იქნებ დღესაც გაისროლოს....ღმერთმა ქნას...ამასთან როცა ესპანეთის ნაკრებს ეთამაშები მთავარ ვასკვლავებაზე პრეტენზია ცოტა ბაქი-ბუქს ხომ არ გავს, თვითონვე წერთ ესპანელთა შემტევებზე-ოლმო ბოლო 6 თამაში-7 გოლი, მორატა 4 თამაში-4 გოლი, ნაპოლის "ვასკვლავს" კი რაა-ბოლო 25 შეხვედრა -00 გოლი....რომ მოვიცადოთ საღამოს 10-მდე არაააააა....
SOSO
08 სექტემბერი 2023 12:18
3
ვნახოთ მთლად უიმედოდ მგონი არ ვართ :)

კვარას დონის მოთამაშე არ ყავთ მაგათ.
მამრადაზე უკეთესი მეკარეც არ ყავთ.
კაცმა რომ თქვას არც მიქაუტაძეზე ბევრით უკეთესი თავდამსხმელიც ყავთ.
მეიმედება გოჩოლეიშვილის კრეატიულობის.
ვნახოთ იქნებ ჩაკვემაც გაიფაფხუროს ღაღაც :)
las
08 სექტემბერი 2023 12:16
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული