მატჩის დღე! მთავარი ვარსკვლავი ქართველი ხომ არაა? - ესპანელთა დამარცხების შესაძლებლობები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტური არაერთი ლამაზი გოლით გაიხსნა. მეორე სათამაშო დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩია - დღეს, 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთს უმასპინძლებს.

შეხვედრის შესახებ ჩვენს გვერდზეც არაერთ ინფორმაციას გაეცანით, ვიცით სტატისტიკაც და დღევანდელობაც. არ იცვლება მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით გახარება შეგვიძლია!.. ამ დროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იქნებ ამ შესაძლო სამმა ქულამაც ბევრი ვერაფერი შეგვძინოს.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი ახლა საკადრო პრობლემებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ეს საკითხი არ
გვიდგას. მთავარია, სწორი ტაქტიკა და ისეთი ფეხბურთელები შეირჩეს, რომლებიც ამ გამოწვევისთვის როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნებიან. თავის მხრივ, საფიქრალი აქვს "ფურია როხას" თავკაცსაც, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი. 2 წლის წინ "კვარა" ამ მასშტაბებზე არ ყოფილა, მან კარგად გამოიყენა ის ფაქტორი, რომ მხოლოდ ამჟამად "ტოტენჰემში" მოთამაშე პოროს იმედად ტოვებდნენ და მეტოქის სუსტი წერტილით ისარგებლა. მაშინ ესპანელებს ასპილიკუეტაც აკლდათ და კარვახალიც, ახლა ისინი იქნებიან და "ნაპოლის" ვარსკვლავის შეჩერებას მხოლოდ ერთი მეურვე არ ეცდება.

Sportall.Ge

გვახსოვს მაშინდელი თბილისური გოლი დღევანდელ მოწინააღმდეგესთან, კაკაბაძე-კიტეიშვილი-კვარაცხელიას კომბინაცია ძალიან გააზრებული იყო. ახლაც ეს გვჭირდება, სხვანაირად გიორგი მიქაუტაძისთვის გატანის შანსების მიცემა გაგვიჭირდება. ესპანელები ბურთს შესანიშნავად ფლობენ, აქ არიან როდრი და გავი, თუმცა უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავჭრათ და სწრაფ იერიშებზე თავად გადავიდეთ.

ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლი - ეს ალვარო მორატას მაჩვენებელია. დანი ოლმო - უკანასკნელ 6 შეხვედრაში 7 გოლი, მათ შორის, ჰეთ-თრიკი "ბაიერნთან". ჩვენს ცენტრალურ მცველებს მათ შესაჩერებლად დიდი ჯაფა დაადგებათ, თუმცა ზედმეტი სიფრთხილით არაფერი გამოვა.

Sportall.Ge

მოედანზე არაერთი დიდი ფეხბურთელი იქნება, ჩვენ კი პირველად შეგვიძლია საკითხი ასე დავაყენოთ: მათ შორის საუკეთესო ქართველი ხომ არაა? ხვიჩა კვარაცხელია. ასეა თუ ისე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ინდივიდებზე დაყრდნობა არ ხდება. გუნდურობა მთავარი ძალა იქნება!..

შეხვედრას გერმანელი ზიბერტი განსჯის. ის ფეხბურთელებს იშვიათად აფრთხილებს, თერთმეტმეტრიანების დანიშვნა კი არ უძნელდება.

altსანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

altსახიფათო კვარაცხელია "რეალის" მცველის პირისპირ, უგოლო საქართველო და ჩაკვეტაძე სასტარტოში - უცხოური მედიის პრევიუ

altსავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩემი მხარდაჭერა და ღრმა პატივისცემა sportall.ge-ს . მადლობა ყველაფრისთვის რასაც თქვენ აკეთებთ სპორტის პოპულარიზაციისთვის!
გივი
08 სექტემბერი 2023 11:45
3
საღამოს პირველი თამაშია და საკმაოდ დიდი აუდიტორია ეყოლება ამ მატჩს, ასე რომ თუ თავს გამოიჩენენ ბიჭები და ღმერთნა ქნას მოიგებენ კიდევ ბევრი ტრანსფერი მოინიშნება ევროპულ კლუბებში. მაღალი კონცენტრაცია გვჭირდება და სრულიად შესაძლებელია მოგება. წარმატებები
David
08 სექტემბერი 2023 15:01
5
არ უთხრეს ჩვენებს,
ისე სწორი გათვლა იყო
დათო
09 სექტემბერი 2023 06:15
0
შევეშვათ ბიჭებზე ამხელა ტვირთის აკიდებას და წნეხს. ესპანეთი არის მსოფლოის დონის გრანდი და თამაშის მერე გამოჩნდება ვინაა ვასკვლავი და ასე შემდეგ.იმ 16 წლის ბავშვს უფრთხილდნენ ისე როგორც დანარჩენებს. უნდა ითამაშონ სულით და გულით ესაა მტავარ. წარმატებები
ქომაგი
08 სექტემბერი 2023 12:52
1
დღეს იწყება ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ეტაპი.
ქ. გ.
08 სექტემბერი 2023 15:32
10
აბა რა, ვინაა ესპანეთის ნაკრები ჩვენთან შედარებით.
ნახე როგორ ღირსეულად წავაგებთ. ფაქტიურად გამარჯვებას ჯობია ღირსეული წაგება.
მესი
08 სექტემბერი 2023 16:29
4
კი,ნამეტანი ღირსეულად წავაგეთ!ნორვეგიაში კიდევ უფრო ღირსეულად წავაგებთ!
მესი-ს
09 სექტემბერი 2023 10:13
0
ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს და უნდა გავიმარჯვოთ ეს ნამდვილად რეალური და შესაძლებელია აბა თქვენ იცით ბიჭებო ჩვენ თქვენს გვერდით ვართ წარმატებები!!!
Gio9
08 სექტემბერი 2023 12:58
6
აუ რა დღეშია ხალხი აზზე ხართ?
ვაჟა
08 სექტემბერი 2023 13:45
2
მეც რა თქმა უნდა კვარას იმედი მაქვ,იქნებ რაღაც გამოღლიტოს ამ თამაშიდან საკუთარი კარიერის, ასე ვთქვათ გადატვირთვისთვის,თორემ იმ გოლითაც რომელიც მაშინ ესპანეთს გაუტანა [გაატანინეს]შედეგობრივად ნაკრებს არაფერში დახმარებია-მაინც წავაგედ. ისე იმ დროსაც და ეხლაც კვარას მშრალი სერია ჰქონდა და კრიტიკა არ აკლდა, მაშინ გაიტანა და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა,იქნებ დღესაც გაისროლოს....ღმერთმა ქნას...ამასთან როცა ესპანეთის ნაკრებს ეთამაშები მთავარ ვასკვლავებაზე პრეტენზია ცოტა ბაქი-ბუქს ხომ არ გავს, თვითონვე წერთ ესპანელთა შემტევებზე-ოლმო ბოლო 6 თამაში-7 გოლი, მორატა 4 თამაში-4 გოლი, ნაპოლის "ვასკვლავს" კი რაა-ბოლო 25 შეხვედრა -00 გოლი....რომ მოვიცადოთ საღამოს 10-მდე არაააააა....
SOSO
08 სექტემბერი 2023 12:18
3
ეს რა კომენტარებს ვკითხულობა,რას ნიშნავს სპორტალ.ჯე-მ აკრედიტაცია ვერ გაიარა? მთლად გადაირივნენ ვინც ამ საქმეს კურირებს? საგიჟეთია სუფთა. ჩემი მხარდაჭერა სპორტალ. ჯე-ს.
ესპანეთზე რა ვთქვა? გრანდი რომ არის ყველამ ვიცით და რაც ჩევნ გვინდა ეგეც ყველამ ვიცით. ვნახოთ რა გამოვა. ძნელი თამაში იქნება ძალიან. უნდა ვიყოჩაღოთ. მოიგონეთ იაპონია-ესპანეთი 2-1 მსოფლიოზე, მათ თუ შეძლეს ჩვენც დავიჯეროთ რომ შეგვიძლია. იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. წარმატება ბიჭბს.
G.LA
08 სექტემბერი 2023 14:23
1
მაქსიმალური სიფრთხილე, დაკვირვება და ყურადღება მოედნის ყველა მონაკვეთზე... ყოველ წამს!!!
tngh
08 სექტემბერი 2023 14:39
3
ბოლო-ბოლო ჩამოუვიდათ ბუცები თუ ფეხშიშველი აპირებენ თამაშს?
საპოჟნიკი
08 სექტემბერი 2023 14:17
1
ჩემი მხარდაჭერა საიტს!
წარმატება საქართველოს ნაკრებს! ოღონდ მოვიგოთ და ყველას ყველაფერს ვაპატიებთ!
alexandre
08 სექტემბერი 2023 12:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული