საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
არ გვინდობენ ეს ძაღლთაპირები.
ფეოლა
08 სექტემბერი 2023 21:39
1
თუ სომხეთმა ლუქსემბურგმა … აღარ ვიძახი ისლანდია ბოსნია… თუ ყველამ ისწავლა თამაში ასეთი ტრადიციების, ტალანტების, ისტორიის და ბოლოს დაბოლოს ფეხბურთის სიყვარულის ქვეყანაში რატო უნდა ხდებოდეს ეს?? სადამდე უნდა იყოს ეს ფედერაცია ეს მწვთნელი ეს მენწჯმენტი? ნულს ქვემოთ ვეღარ ჩავალთ და პრივატიზებული აქვთ? რამე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს? თუ ნაყიდია და კერძო საკუთრებაა ფეხბურთი? რა სადმე გასვლაზეა საუბარი ბოლო ადგილს ავცდეთ ესაა ჩვენი მაქსიმუმი და ისევ ახალ ციკლს დაველოდოთ და დღევანდელი იდიოტი მენეჯმენტი მომავალში რამეს იზამენ?
Martali
08 სექტემბერი 2023 21:37
0
მხოლოდ ერთს დავწერ - ხიზანას თავური.
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 21:37
0
100% დემეს მაზები კიდევ
Გიო
08 სექტემბერი 2023 22:08
2
კვირკველია, კაშია, აბურჯანია ჩამოწერეთ რაღა დროს ეგენია... ახალგაზრდულს ეთამაშა ისინიც არ შერცხვებოდნენ ასე ან ჩემი უბნის გუნდი გავიდოდით ბოლოსდაბოლოს რაა...
თბილისელი
08 სექტემბერი 2023 21:36
0
ეხლაც წვიმას დააბრალებენ :), 6:1 !!!, იქნებ ქართველებმა გამონაკლისის სახით ზონტიკებით ხელში ითამაშონ ხოლმე წვიმაში!!!
წავაგეთ ფეოლა.... პასუხი ---გაგიჭირდებოდათ....
08 სექტემბერი 2023 21:35
0
ჩვენ ხო წვიმაში ვერ ვთამაშობთ:)შოტლანდიამაც მაგის გამო მოგვიგო თორეეეე
SS
08 სექტემბერი 2023 21:35
0
Დემეტრაძე ყოჩაღ ×2 და მეტი გოლი პრაფესიონალლ...
Გი
08 სექტემბერი 2023 21:34
2
პირველ რიგში სანიოლია გასაგდები ასეთი ცუდი ფეხბურთელები რომ დააყენა მოედანზე. დაცვა სრული კატასტროფა, ნახევარდაცვა საერთად არის მოედანზე? თავდამსხმელებამდე ბურთი არც კი მიდის. უნიჭო ფეხბურთელების უნიჭო მწვრთნელი. თავდასხმის გარდა სრულიად გამოსაცვლელია ნაკრები.
08 სექტემბერი 2023 21:03
2
მარტო სანიოლია გასაშევები? გასაშვებიაა კობიაშვილი მისი ძმაკაცი კალათბურთის პრეზიდენტი სანიკიძე . არავინ გაუშვებსსს სანიოლს, სპეციალურად აკეთებენ რომ საქართველო არ გავიდეს ევროპაზს. როდესაც კოვიდის დროს შეგნებულად არ დაუასვესსს სტადიონზე მაყურებლის 20 პროცენტი როცა უეფამ დაგვეთო
ბექა
08 სექტემბერი 2023 21:40
4
Kashia da kvirkvelia madloba.droa nakrebs daanebot tavi.
Levani
08 სექტემბერი 2023 21:03
3
ასეთი უსუსური ნაკრები ჯერ არ მინახავს.კაშია,კვირკველია აბურჯანია გაგნკძე და სხვები.საცოდაობაა ამათი ტანჯვის ყურება.
ჯუჯი
08 სექტემბერი 2023 21:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული