ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.
შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა
სანამ აბურჯანიები, კვირკველიები და ასე შემდეგ იქნებიან ნაკრებში აზრი არ აქვს არაფერს. კვარას რო კიდე ბრმად სჯერა ნაკრებისთვის თავს თუ დადებს მაგრად გამოადგება ნაკრებს და ჰგონია სხვებიც მასავით ბოლომდე დაიხარჯებიან ძაან ცდება. ერთხელაც ისე მოხდება რომ საერთოდ აღარ ჩამოვა აქ, არც ფანებისგან აქვს მხარდაჭერა, ყველაფერს მას აბრალებენ და არც გუნდელებისგან.
ვისაც მაგრად გიხარიათ ეს წაგება, უბრალოდ ერის და ქვეყნის შეგნება არ გაქვსთ. მაგრად გული მწყდება, უბრალოდ სიმართლეა, ამ ქვეყანაში კვარასნაირები არ უნდა დაიბადონ. საღორეში ჩაგდებული ბრილიანტივითაა, რომელსაც ნელ-ნელა თავისნაირს გახდიან თუ აქ ჩამოსვლა გააგრძელა
ის თაღლითია ან საერთოდ აზრზე არაა არაფრის. ცენტრს რომ მოკლავ აბურჯანიათი და გაგნიძით(თუ რატომ არ მოვყვები) და დაცვაში კვირკველიას და კაშიას დააყენებ, ეს ნიშნავს რომ გარტყმაში არ ხარ, ბიჭების ბრალი არაა 4:0, ეს სანიოლის განადგურებაა!!! სანიოლი ჯიუტი უტვინოა...