ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
კვარაცხელია თუ 100მილიონი ღირს აბა იმ ფერადკანიან ესპანელს საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაწვდება
ნოე
09 სექტემბერი 2023 10:47
1
ვინ ჩამოუტანა ბუცები ესპანელებს, მე იმის დდშ!
მწრთვნელი
09 სექტემბერი 2023 10:34
1
არანაირი ისტორიული სირცხვილი არ შეიძლება ასეთი საუბარი პირიქით მხარი უნდა დავუჭიროთ

წარმატებები ჩვენ ბიჭებს ესეთებიც ხდება ეგ არაფერი მთავარია მომავლის იმედი ხა მეტი მუშაობა
ეს ესპანეთი სულსხვა მოტივაციით გამოვიდა აუცილებლად მოსაგები ქონდა და ამ დონის ნაკრებთან თამაში ძალიან რთულია მითუმეტეს ჩვენი ნაკრებისთვი ამ ეტაპზე,
არაუშავს მთავარია ამ თამაშით სარგებელი მივიღოთ გავაანალიზოთ და ვისწავლოთ შეცდომებისგან
რათქმაუნდა არასასიამოვნო ანგარიშია მაგრამ განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია მაღალო დონის გუნდებთან თამაში და შედეგი ზოგჯერ შეიძლება არასასიამოვნო იყოს ამას უნდა შევეგუოთ და ბიჭებს პირიქით კიდეუფო მეტი მუხტი მივცეთ და მეტად ვუბალეშიკოთ
HK
09 სექტემბერი 2023 10:31
4
კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი, დავითაშვილი- ამათ უკვე სახეზე აწერიათ გაზულუქების, თვითკმაყოფილების და თვითკმარობის კვალი, უკვე იშოვეს იმდენი ფული, რომ ქართული ხასიათიდან გამომდინარე ვარჯიში უკვე ვერანაირად ვეღარ არის მათთვის #1 საქმე: მანქანები, ცხოვრების მოწყობა; ცოტა მარიაჟობა, ჩაცმა-დახურვა და ყელყელაობა ხდება მათი პრიორიტეტი. თუ მეჩვენება?
მაგალითად ჩაკვეტაძეს ვერ ვატყობ იგივეს.
დათი
09 სექტემბერი 2023 10:31
3
უკომენტაროდ
O.K.
09 სექტემბერი 2023 10:29
1
წვიმის ბრალია! თორემ შოტლანდიას და ესპანეთს დავამარცხებდით :))))
ძველი დინამოს გულშემატკივარი…
09 სექტემბერი 2023 10:11
0
რომელ კვალიფიკაციაზე ან ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მწვრთელების მთელი შტაბი ხედავს, გუნდი ბურთს ვერ აგორავებს, ვერ ამოაქვს, ვერ გადააქვს და არაბიძეს არ იძახებს.

ვინც არის გამოძახებული აბა რომელმა შეძლო ბურს ამოტანა?
აბა?
09 სექტემბერი 2023 10:06
1
Აბა რა გეგონათ. მართლა რამეს წარმოადგენდა ჩვენი ნაკრები და ის ზღვარ გადასული ბაქი-ბუქით დიდი ხნით იქწებოდით ილუზიებში. Ლამაზი კარტინკებით შორს ვერ წახვალ.ტვინი რომ წაიღეთ კვარა-კვარადონის ძახილით.სერია-ს საუკვეთესო, ოქროს ბურთი, ხელფასი, ვასკვლავი და ათასი სისულელე სად იყო გუშინ. Კვერკველიას და კაშიას რომ მიადექით და ლანძღავთ, ნახეთ რა დღე აყარეს თქვენს გაპიარებულ ახალგაზრდებს- აზაროვს ბოჩოლეიშვილს, ან კიდევ მწვრთლმა უთხრა კვარას და სხვა შემტევებს შუა ხაზელებს ასე ინერტულები და უსუსურები იყავით მინდორზეო. Სულ ეგ არის დღემანდელი ქართული ფეხბურთის დონე ნაკრების დონეზეც გამონდა ისე როგორც ევროტურნირებზე...მარტო ფეხბურთი კი არა ჩვემთან ყველაფერი ლიპაა, მოჩვენებითია, თვალებში ნაცარი და მისი ჯანი. Იქნებ რეგბისტებმა გაქაჩონ? Მაგრამ..
Შულაია
09 სექტემბერი 2023 10:04
1
ქეცბაიას მოვიყვანდი
buxrika
09 სექტემბერი 2023 10:01
2
ესპანეთს თამაშს რომ გაუხსნის და ორი ცენტრალური მცველით ეთამაშები პლიუს საყრდენის პოზიციაზე ათამაშებ ისეთ ფეხბურთელებს რომლებიც აშკარად ამ დონეს ჯერჯერობით ვერ ქაჩავენ გაიტანენ 7 ს აბა რას იზამენ.
კარლიტო
09 სექტემბერი 2023 09:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული