ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
სანამ ეს უინტელექტო, მხოლოდ ფულის შოვნაზე დაფეთებული ფედერაციაა სათავეში, არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არაფრის შანსი არ გვაქვს. პრობლემა ისაა, როგორ მოვიცილოთ ეს საშინელი ხალხი? ფეხბურთში პოლიტიკა და სპორტი არა და არ გაემიჯნა ერთმანეთს და კატასტროფული შედეგებიც სახეზეა წლებია.
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 07:57
2
ფედერაცია კარნახობს მწვრთნელს შემადგენლობას..
აქ მთავრდება ყველაფერი.
Lasha
09 სექტემბერი 2023 07:25
1
მეტის ღირსი არაა ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ქვეყანას, რომელსაც ათწლეულში ერთხელ, ერთ ტალანტს გადმოუგდებს ღმერთი და იმასაც დაჯიჯგნიან და ცოცხლად შეჭამენ, მეტი არც არაფერი ეკუთვნის.
რამდენი ხანია რაც გამოჩნდა ხვიჩა, სულ რაღაც სამი წელია და იშოვა ერმა ახალი საჯიჯგნი მასალა. არაფერი არ დაუტოვა, პოლიტიკურადაც განიხილა, პირადიც გადმოულაგა, ათასი რაღაც დააბრალა, ტრავმის მოგონება კოვიდის მოგონება, 21 წლამდელებში თამაშიც კი მოსთხოვეს სამარცხვინოდ, ვისაც არ ეზარება ყველა მაგას განიხილვს. გამოქვაბულში რომ მოხვდება ცივილიზებული ადამიანი და ველურები რომ ათვალიერებენ შესაჭმელად, ისეა ზუსტად.
უსამართლობაა მარგალიტი ღორებთან რომ მოხვდება, თვითონ ვერ გახდის ღორებს უკეთესს და ღორები კი გასვრიან ტალახში ყოველთვის.
ამ ბიჭს მისჯილი აქვს ტალახში ყოფნა, რადგან უნიკალური ტალანტით დაიბადა და ყოველ სანაკრებო პაუზაზე ამ წუმპეში უნდა ჩამოვიდეს.
ვინ გვყავს ფეხბურთელები გადახედეთ აბა? როგორ შეიძლება ერთ ახალგაზრდა ადამიანს შეატენო მთელი პასუხისმგებლობა და დანარჩენებმა სამარცხვინოდ ითამაშონ. ყველამ ხო იცის ვისზეც გადატყდება ჯოხი, თუ ფსიქოლოგიურად და თუ მორალურად.
ჯერ კიდე როდის ვიძახდი, ამ ბიჭს იმდენი გულის ტკენა ელოდება თავისი ქვეყნისგან ჯერ სად ხართთქო.
დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს მას და ნაკრებს ბოლომდე.
უამრავი პატარა ერების წარმომადგენლებს ვიცნობდი და ასე აფასებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს სულ კბილებით იცავდნენ. ჩვენ ეგეც კი არ გვაქ
გაბრაზებული გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2023 07:03
8
დაბალი ტექნიკურ ტაქტიკური.მომზადება გინდა არ იცის რა უნდა გააკეთოს მწვრთნელი ტყემალაზე ზის.შემადგენლობას ვერ არჩევს გუნდში ისეთი ფეხბურთელები ყავს ზოგი საერთოდ არ შეესაბამება სანაკრებო დონეს კაშია კვირკველია გადაბერებულები.არიან უკვე ნაკრებისთვის მადლობა მოუხადოთ და დროა წავიდნენ აბურჯანია საერთოდ ძირითადის ფეხბურთელი არ არის რას თამაშობს თვითონაც არ იცის ან მექვაბიშვილს და მამუჩაშვილს რა უნდათ ნაკრებაში აშკარად ვიღაცის რეკომენდაციით არიან მოიძებნება ფეხბურთელები რომლებიც მეტ ნაკლებად უკეთ ითამაშებენ
გიორგი
09 სექტემბერი 2023 06:31
1
არაა ეს გაგნიძე არაფერი, ფროსტა ტრასფერისთვის, სტატისტიკას უკეთებენ.
აბურჯანია ფორმის პიკზეც არ ივარგებს.
კაშიას და კვირკველიას სანამ გინებას არ დაუწყებენ ქუჩაში, ალბათ ვერ მიხვდებიან, რო ისინდისონ და სხვას მისცენ შანსი.
მარტო მამარდაშვილი შემეცოდა, არ იყო ღირსი ამ შედეგის.
0-4 1 ტაიმში და ორად ორი ფოლი, ამათ ან თავმოყვარეობა არ აქვთ, ან ვილის დავალებას ასრულებნენ ხუთიანზე, უჯარიმოდ, რაც ამათ არ შეუძლიათ ფიზიკურად.
საზონოვი საყრდენათ, სხვა გზა არ არის, არ მოერიდება გაქცეული კაცის წაქცევას.
1-7 !!! დაგვინდეს კიდე რამდენჯერ?
არა მგონია რაიმე შეიცვალოს მიდგომაში, ფედერაცია და სანიოლის მხრიდან, დინებას მიყვებიან, და ეს უფრო ცუდია, ვიდრე ეს შედეგი.
Dato
09 სექტემბერი 2023 05:19
0
შემადგენლობა რომ ვნახე ვიგრძენი რომ კატასტროფა გველოდა,კვირკველია,აბურჯანია,ვაი დედა?!
cheroeli
09 სექტემბერი 2023 05:01
1
მოკლედ,რაც ვართ,ეს ვართ!მეტი ფიზიკურად არ შეგვიძლია!ის,რაც ჰყოფნის დაბეჩავებულ ბულგარეთსა და მაკედონიას,ვერანაირად ვერ ეყოფა საშუალო ევროპულ შოტლანდია/ნორვეგიას და მითუმეტეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ ესპანეთს!სამწუხაროდ,ეს გახლავთ ჩვენი რეალური დონე!აი როდესაც ხუთი-ექვსი მამარდა/კვარას დონის(თუმცა,სამწუხაროდ ამ უკანასკნელს საგრძნობლად მოკლებული აქვს) ფეხბურთელი გვეყოლება ყველა რგოლში,მაშინ გვექნება რეალური საფუძველი იმისა,რომ დავისახოთ მაღალი მიზნები,თუმცა,იმისათვის,რომ აქამდე მივიდეთ,აუცილებელია ბავშვთა მწვრთნელების საფუძვლიანი გადამზადება,იმიტომ,რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის სწორი ფეხბურთის თამაში და ეს მხოლოდ მათი ბრალი როდია! ასე გაზარდეს ისინი ბავშვთა მწვრთნელებმა!მოკლედ,ველოდებით ერთა ლიგის პლეი ოფს,თუმცა თუ არ მოვუმატეთ,დიდი ალბათობით გაგვიჭირდება!და ბოლოს,განსაკუთრებული მადლობა გიორგი მამარდაშვილს!იგი,ერთადერთი ნათელი წერტილი იყო დღეს!ამას გწერთ არიზონას შტატის უდაბნოდან,ტრაილერის მძღოლად ვმუშაობ აქ,მთელი ღამე არ მეძინა,ერთი სული მქონდა,როდის დაიწყებოდა მატჩი,ეეჰ..იმედს რა ვუთხარი..აი ასე დამძიმებული და გულმოკლული განვაგრძობ გზას კალიფორნიისაკენ..იმედია,ისე არ წამიყვანს ღმერთი ამ ქვეყნიდან,რომ საქართველოს ნაკრები არ მანახოს დიდ ტურნირებზე!და მაინც,იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა,უფალი გვფარავდეს!
!!!
09 სექტემბერი 2023 04:59
1
რა მაჩანჩალა ქვეყანაც ვართ, ნაკრებიც ისეთი გვყავს.


ბოიკოტი! ნუღარ მივალთ ამათ თამაშზე!

სხვა არაფრის თავი არ გვაქვს, თორემ თავმოყვარე ქვეყანაში მწვრთნელიც, რამდენიმე ფეხბურთელი მაინც და ფედერაციის შეფიც უკვე გაგდებული იქნებოდნენ.

ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
09 სექტემბერი 2023 04:52
1
რა გინდათ ბოლო ბოლო მწვრთნელს როდის მოიყვანთ!? ბოლო 4 შესარჩევი ნაკრებს მწვრთნელი არ ყოლია
კახა
09 სექტემბერი 2023 04:13
1
მამარდაშვილია ყველაზე ცოდვა.ვალენსიაში კატასტროფა დაცვა ყავს და როგორც გამოჩნდა ნაკრებში კიდევ უფრო უარესი!
მეზღვაური
09 სექტემბერი 2023 04:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული