ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
სანიოლი უნდა გადადგეს თავის შტაბიამად, სრულად არაკვალიფიციური მწვრთნელია!
???
08 სექტემბერი 2023 22:02
3
გუბეში ჩაგვახედეს!!!!
ჯორჯო ბიძია
08 სექტემბერი 2023 23:33
1
სანიოლს: "შენ დამარხე დღეს ქართული ფეხბურთი!"
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:01
7
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?კვირკველიამ და სანიოლმა ფეხბურთი რომ დამარხეს დღეს.სიმართლე რატომ იბლოკება?
ქართველი
08 სექტემბერი 2023 22:56
0
უბრალოდ დღეს დასრულდა ქართული ფეხბურთი,
რომელის არ დაწყებულა წესიერად.
ოსკარის კინოაკადემია
08 სექტემბერი 2023 22:49
7
თამაშის წინ ეს დავაკომენტარე ნაკრების ერთ-ერთ სტატიაზე და უფრო მეტი დისლაიქი ჰქონდა ვიდრე ლაიქი )).


“ნეტავი ქართველ გულშემატკივარს რეალობის შეგრძნება მისცემოდეს. რატომღაც ესპანეთის დამარცხებას რომ ითხოვენ და მთელი სერიოზულობით ბჭობენ, როგორ უნდა ვეთამაშოთ ესპანეთს ))

2 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს სულ, აქედან 1 მეკარეა. გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ამ ეტაპზე საშუალო ფეხბურთელი: მიქაუტაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი. გვყავს რამდენიმე ნიჭიერი მაგრამ ჯერ გამოუცდელი ფეხბურთელი: გაგნიძე, საზონოვი. აქვე ბებერი კაშიაც ვახსენოთ. ისიც კარგია, ჯერ სხვებს ჯობია. პლუს ენერგიული მაგრან უკლასო საბა ლობჟანიძე.

ეს არის სულ ჩვენი აქტივი. ამით გინდათ ესპანეთს მოუგოთ? ან ნორვეგიას? ))

ჩაკვეტაძე სამძუხაროდ ვეღარაფერს ცვლის მოედანზე. დავითაშვილსაც აღარ აქვს პროგრესი და პასს არ თამაშობს. სხვა არ ვიცი ვინ გამომრჩა ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო.

ნეტავი ერთა ლიგიდან გავიდეთ, მე
იმის მეიმედება. იქნებ იქ მოხდეს სასწაული”

საინტერესოა ისევ ილუზიებში ვართ?
ილუზიები
08 სექტემბერი 2023 22:38
4
ჩაკვეტაძის და მამარდაშვილის გარდა არავინ გამოირჩა დღეს, კვარაცხელია არაფრით უკეთესად არ ჩანდა სხვებზე, საშუალო დონის ფეხბურთელია ამ ეტაპზე და მორჩა
თორნიკე
08 სექტემბერი 2023 22:52
7
რა მოხდა მერე? მახსოვს ბრაზილიამ როგორ წააგო 1:7 გერმანიასთან, თანაც მარაკანაზე. სოფლის კაი გუნდს ჰგავს საქართველოს ნაკრები.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2023 22:32
1
რა მარაკანა, ქობულეთის "შუქურას" სტადიონზე იყო ეგ ამბავი. ამ მთავრობის დედა ვატირე, კიდევ წავაგეთ. კალაძეს რა ვუთხარი, ერთი მზიანი ამინდი ვერ დაახვედრა ბიჭებს? არადა, ლივერპულს თავსხმა წვიმაში მოვუგეთ 3:0, ეს ადრე, ხალხი ბნელი რომ იყო.
მე მახსოვს
08 სექტემბერი 2023 22:59
1
მარაკანაზე არა
არ გახსოვს
08 სექტემბერი 2023 22:38
1
სანიოლმა უნდა განცხადება გააკეთოს დღესვე გადადგომაზე!!!
Givi
08 სექტემბერი 2023 22:08
3
ბრაზილიის 1-7 გერმანიასთან საყოველთაო აჯანყებით რომ არ დასრულდა, ამიტომაცაა რომ ახლა შინ მაროკოსთანაც კი აგებენ (2-4). თბილ-დინამომ მეთევზეებთან 1-6 რომ წააგო და ამას ქვებისა და მოლოტოვების სეტყვით არ ვუპასუხეთ, სწორედ ამიტომ ვართ ახლა ტყლაპოში. ხისთავიანებს და კომსომოლებს რომ ვითმენთ, ამიტომაც არაფერი გვეშველება. წაეთრიეთ!!!
ელიასი
08 სექტემბერი 2023 22:05
4
ამ გუნდიდან არაფერი გამოვა. ამ ციკლში არცერთი თამაში არ ვარგოდა. თან გუნდი თამაშიდან თამაშამდე რეგრესს განიცდის. უკვე დროა მწვრთნელმაც დატოვოს გუნდი.
გია
09 სექტემბერი 2023 19:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული