ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
,,აბა ულა" მაინც იმღერეთ ბიჭო.
მამუკა
08 სექტემბერი 2023 22:26
1
გენაცვალე
ადამიანი
08 სექტემბერი 2023 22:29
2
ადრეც ვამბობდი კიდურებზე ვკიდივართ თქვა მარა ვინ დამიჯერა რო?ისე სტატისტიკა მაინტერესებს ვინ რამდენი ირბინა.კვარაცხელია უფრო დადიოდა ვიდრე დარბოდა, ისევე როგორც სხვები. ამგენს მაკედონელიც ვერ უშველის. დღეის მერე ყველა ოპტიმისტი ექიმს ეჩვენოს, მაგრამ მედიცინაც უძლური ოქნება
ირაკლი ქუთაისელი
08 სექტემბერი 2023 23:49
2
მექრთამეების ფედერაცია
გიორგი
08 სექტემბერი 2023 22:07
3
რა დაბალ ტემპში თამაშობენ...არც კომბინაცია იციან ორ პასს ვერ აბავენ... უამრავი პასი უკან...უამრავი დაკარგვა...სტანდარტულები არასოდეს აქვთ დამუშავებული...ეს ყველაფერი მწვრთნელმა როგორ ვერ უნდა მოაგვაროს 3 წელიწადში?????
Givi
09 სექტემბერი 2023 00:15
0
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დევიდ უები შეუერთდა....
სანაკრებო პერიოდში 43 წლის სპეციალისტი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს...
ღადაობა არ არის?!!!
ლუკა
08 სექტემბერი 2023 22:24
0
სამარცხვინო ფედერაციის ჩამოყვანილი და აქაური სამარცხვინო მწვრთნელები, როლებიც ჩემის აზრით ნაწილობრივ სავსებით შეგნებულად რაღაც მატერიალური დაინტერესების მიზეზით, და აგრეთვე არაკვალიფიციურობის გამოც აყენებენ უაზრო შემადგენლობას, მაგ: კაშია და კვირკველია და არავითარ შემთხვევაში გველესიანი, ძლივს გამოიყვანა შეცვლაზე ჩაკვეტაძე არადა ამ არამწვრთნელ სანიოლს ბურთის ამომტანი არ ჰყავს, ამიტომ ვამბობდი არაბიძეზე, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია უაზრო მორბენლებისაგან განსხვავებით. სასწრაფოდ გასაშვებია ვითომ მწვრთენილი სანიოლი და მთელი სამწვრთნელო შტაბი, ღირსების მქონე ადამიანი დაუყონებლივ გადადგებოდა, მაგრამ სად არის ღირსება? ადმინ თუ არ დაბეჭდავ შენც გეკუთვნის ქართული ფეხბურთის სირცხვილს
ჟორა
08 სექტემბერი 2023 22:12
1
კვარაცხელია, ჩაქვეტაძე მიწაუტაძე დაცვას მიხედეთ დაცვას, გოლს სხვებიც გაიტანენ!!!! ყოჩაღ კვირკველია ასე გააგრძელე!!!! ბევრი არ ირბინოთ ბიჭებო, გაოფლიანდებით და წვიმაში არ გაცივდეთ. ისე რა კარგია ეს ექს-ოლიმპიური სისტემა ---- წააგებ და შანსი აღარ გაქვს, გავარდები
ვილი ფეოლა
08 სექტემბერი 2023 22:44
2
ხო კიდე მამარდაშვილი, ძლიერ დარტყმებს მოერიდე ხოლმე :)
ვილი ფეოლა
08 სექტემბერი 2023 22:48
11
მამარდაშვილმა რა დააშავა ასეთი:ან რა გუნდი ყავს და ან რა ნაკრები.ეგ შემეცოდა ნამდვილად.
დანარჩენი რა უნდა ვთქვა,აბსოლუტური 0 ოყო ყველა უკლებლივ.
Lobotka
08 სექტემბერი 2023 22:42
3
დარწმუნებული ვარ ქართულ საფეხბურთო წრეებში ამ თამაშს ისე გატარებენ ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. იტყვიან- "ყველას მოსვლია ეგეთები". არადა ძალიან ლოგიკურად მივდიოდით აქამდე, გაიხსენეთ ნორვეგიმ, შოტლანდიამ და კვიპროსმაც რამდენი მომენტი შექმნა ჩვენს წინააღმდეგ, უბრალოდ მათ კლასი არ ქონდათ გაეტანათ ესპანელებისგან განსხვავებით. ერთი რამე მიკვირს სულ ჩვენს ნაკრებზე, რატომ ათამაშებენ უკვე დიდი ხნის ჩამოწერილ ფეხბურთელებს სანამ წიხლით გასაგდები არ ხდებიან, ხიზანა,ამისულაშვილი და ძმანი მისნი მანამდე რომ არ წავიდნენ სანამ ყველამ არ დაიწყო მათი გინება.ანდა ახლა, რატომ უნდა ათამაშო კვირკველია რომელსაც 2018 წლის მერე ფეხბურთი აღარ უთამაშია საშუალო დონეზე, კაშიაც დაბერდა და უკვე ერთი მოძრაობით ყოველთვის აგებს. ხი
კრიტიკოსი
08 სექტემბერი 2023 22:31
1
ქეცბაიას აკრიტიკებენ ეს უვარგისები. ფედერაცია საკუთარ ყულაბად გადააქციეს ამ უუუუუუუუუუუუუუპატრონო ქვეყანაში
სიმართლე
08 სექტემბერი 2023 22:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული