ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ერთი თხოვნა მაქვს, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მეც თქვენსავით ძალიან ნირწამხდარი ვარ. თუმცა მოდით, ჩვენს ფეხბურთელებს ნუღარ დავამუნათებთ, ჩვენზე ბევრად უარეს დღეში არიან. ესპანეთი ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა ეს ანგარიში მაინც არ ასახავს რეალურ სხვაობას. უბრალოდ, რაღაცეები ვერ აეწყო დღეს. ხომ გახსოვთ წინა თამაშები, უახლოეს წარსულში! ხომ ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ ჩვენები, ვიდრე დღეს! არ ხდება გუნდების ასე უცებ ჩამოშლა! ეხლა საჭიროა დამშვიდება, ყველაფრის მაქსიმალურად გაანალიზება და მდგომარეობის შეძლებისდაგვარად გამოსწორება. რაც მთავარია, ბიჭებს თანადგომა ჭირდებათ დღეს ისე, როგორც არასდროს აქამდე!
Gio
08 სექტემბერი 2023 23:34
34
და აწი უკვე დამᲨვიდებული და მონდომებული ბიᲭები რო გვენახა მაინც, მეტი რიᲗ უნდა დაამᲨვიდო საბა? ლოკოᲨი 200 აᲗასს უᲦებდა, დᲦეს არაბები 80 აᲫლევენ და კიდე მე ვამᲨვიდო.?
რატი
09 სექტემბერი 2023 09:57
0
დამშვიდებაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მოდუნდნენ-თქო. პირიქით, მშვიდი, გაწონასწორებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე შეშინებული, განერვიულებული და დათრგუნული.
Gio
09 სექტემბერი 2023 00:33
3
ყველა გამოხმაურება
1:7
ღადაობთ?
08 სექტემბერი 2023 23:34
2
ლუქსემქბურგი უგებს ისლანდიას 1-0! ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:33
2
მაგენი რომ სწავლობდნენ ჩვენ ქე გვავიწყდებოდა უკვე და აგერ შედეგიც
ბს
09 სექტემბერი 2023 00:08
0
გუბეში ჩაგვახედეს!!!!
ჯორჯო ბიძია
08 სექტემბერი 2023 23:33
1
აღარც ნაპოლი მინდა ეხლა და აღარც აიაქსი.. ქსი ქსი..ეცით ვიკინგებს ეხა
ღადაობთ?
08 სექტემბერი 2023 23:31
2
მეწყერი ჩამოწვა დინამოზეც... წაგვლეკეს!!!
მადრიდისტი
08 სექტემბერი 2023 23:27
2
აბა ომი გინდოდათ?
გარეჯი საქართცელოა?
08 სექტემბერი 2023 23:27
21
აა გარეჯი ახსენე შე უბედურო მაგას გაქაჩავთ ბილომდე თქვენ გგონიათ? ომზე ვინ დაიწყებს წრუწუნს და ფეხქვეშ ვინ გაერთხმევა მაგას განახებთ ჩაგაბრუნებთ ბადრიჯანივით სოროში ნუ გეშინია
Beria.
09 სექტემბერი 2023 01:45
14
პაზორია ყველაფერი ეს !!!
ძველები უნა წავიდნენ , როგორც ჯაბა მოიქცა !!!
ჯონი
08 სექტემბერი 2023 23:27
2
ვინებიც უნდა წავიდნენ ისინი დღესაც მანდ არიან. ჯაბა კი აკლიაგუნდს
09 სექტემბერი 2023 12:26
0
Რთულია ასეთი მარცხის შემდეგ პოზიტივზე ილაპარაკო. Იმედი მაქვს ნორვეგიასთან ცოტათი ჩამოირეცხავენ სირცხვილს. Დანარჩენზე დაველოდოთ მერე...
Irakli
08 სექტემბერი 2023 23:26
17
ცოტათი როგორ? 6:1 წააგებენ?
გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2023 00:46
0
რამდენ მილიონებსაც იღებს ფედერაცია ხო შეიძლება სულ არ შეჭამოთ და 15-20 ხორვატი ფეხბურთის მენეჯერი ჩამოვიყვანოთ. ხალხის რაოდენობით, ფეხბურთის ტრადიციებით და სიყვარულით .. ყველაფრით ვგევართ და ბოლო 5 მსოფლიოდან 2 ჯერ ფინალში და თითქმის ყველა ნახევარფინალში გავიდნენ. კალა და კობია შესაცვლელი რომ ბოდიშსაც კი არ იხდიან ხალხთან და ხვალ ისევ აქეთ შემოგვიტევენ და ფეხბურთშიც ბანაკები გააკეთეს და ბოღმა და პოლიტიკა შემოიტანეს
Martali
08 სექტემბერი 2023 23:24
2
ხორვატებს და ყოფილ იუგოსოავებს სპორტში ვერ ვგავართ, იმ ხირვატ მენეჯერებს ხორვატი ფეხბურთელებიც დაჭირდება.
მირიანი
09 სექტემბერი 2023 11:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული