ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.
შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.
თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)
საშსინლად, უგულოდ ვითამაშედ მაგრამ რეალობა ევაა როგორჩ დასრულდა თამაში. უბრალოთ თავს ვიტყუებთ და გვჯერა რომ ძლიერი გუნდი გვყავს. არ გვყავს სამწუხაროდ
წარმატებები ბიჭებს......❤❤❤❤❤❤❤❤
და მართლა ფიქრობთ-შეგრჩებათ(?!).
აჯობებს აზზრზე მოდით,მეზობლებთან შური,ბოღმით განწყობილ- ჩასაფრებულები ცხოვრებას შეეშვით,თორემ როცა
მოვიშორებთ ღრუსულ-მონღოლურ იმპერიას... ვნახავთ-მარტო რას წარმოადფებთ!
ეჭვი გეპარებათ-სომხეთის საზღვართან-10 000-ნი სახედრო ბაზა აშენდება და ა რ ა ვ ი თ ა რ ი სტრ-ლი თუ რაიმე ურთიერთობები,სანამ ლორეს შესახებ მისაღები შეთანხმება,მით დემარკაცია არ მოხდება(!)+ თუ დაგვჭირდა-ახალი ნოე რამიშვილით საქართველოსაც გავასუფთავებთ (?!),რა ესაქმება საქართველოში იმ ერს, თუ ერების შვილებს-ქართველების დანარცხებით რომ ხარობთ!
ცნობისათვის-800 წელი ვერ დაგვეწევით ვერაფერში,რუსეთმა შეგიქმნათ სახელ-ფო და დღემდე მათით არსებობთ-პრეტენზუებს ანთხევთ.
ან ბოლო-ბოლო თურქებისადმი დღევანდელი ასეთი ზიზღი,სიძულვილი,მტრობა რუსებმა რომ გიბრძანეს- მათ ასე ჭირდევათ და...არადა-რა ვინდათ თურქებთან-მოქეცით მეტად ღირსეულად და თუ არ დაიდო შედეგი,მერე დაგიდგებით გვერდით,როდემდე უნდა ელაპარაკოთ ყველას რუსებს ამოფარებული(?!)
ან, ბოლო- ბოლო-თურქები რომ მოვიდა კავკასიაში მტრობით... სომხეთის სამეფო-სახელმ-ფო უკვე არ ასებობდა,ბიზანტიის იმპერიამ გააუქმა,მათ მიზანტიის იმპერია დაიპყრეს და...
როცა მეზობლებთან საკუთარი სახით დაიწყებთ ურთიერთობებს,თან ღირსეულად -მაშინ მიიღებთ თანადგომას-შექმნით წარმატებულ სახელ-ფოს, რასაც სხვათა შორის უნდა ვთქვათ- ფაშინიანის სომხობა ცდილობს.
თანადგომა მეზობლებთან,თანადგომა...არა შურით,ბოღმით,უცხო იმპერიების იმედით- რუსულ აზიური იმპერიის სამხედრო ბაზის ფუნქციით მტრობა...რა-არ ვერ გაუგეთ(?!)