ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
გავა ათეული წლები და ეს თაობა და ეს ფედერაცია ამ ,,მიღწევით'' შევა ისტორიაში...
გიორგი 50
13 სექტემბერი 2023 13:59
0
წვიმაში ხომ არავინ გაცივებულა? ოსლოში კარგი ამინდია,ოღონდ ცოტა ქარი ქრის და მოერიდეთ, თბილი მაიკები წაიღეთ.
დავით 67
10 სექტემბერი 2023 04:42
5
თუ ოჯახს კარგი მართველი არ ეყოლება, ყოველთვის პრობლემების ქვეშ იქნება.
ასე რო სანიოლს რაც შეეძლო ის გააკეთა. მას მეტი არაფერი შეუძლია.
უნდა მოვიყვანოთ ძლიერი სპეციალუტი და გადაუხადოთ ის რასაც მოითხოვს, და შედეგსაც ვნახავთ. ჩვენ კარგი თაობის ფეხბურთელები გვყავს, და ძლიერი მწვრთნელია საჭირო.
ფედერაცია გაიმეტებს კი ფულსს???
ფეხბურთის ყურება შემაზარა საქართველოს ნაკრებმა........
ელდარი
10 სექტემბერი 2023 04:27
5
ათი წლის წინ ავტობუსი რომ გვეყენა და ბოლოს მაინც გაგვიტანა ესპანეთმა ეგ უფრო სირცხვილი იყო !!პრობლემა ისა რომ ჩვენ არ ვიცით ფეხბურთის თამაში და გოლის გატანა ,შეტევიდან ბურთს რომ მოატრიალებ და ცენტრში პასს გააკეთებ ვინ ასწავლა ჩაკვეტაძეს და კიდევ ვაბანგზე რომ ურტყავენ კარებში ეს ხომ სლოტები არაა არ უნდა იცოდე პროფესიონალმა კვრაცხელიასაც ეგება ნაგი!!!!
თემო
09 სექტემბერი 2023 21:32
6
Შენ რომელი თემო ხარ???
ნაღდი თემო
09 სექტემბერი 2023 22:50
2
ამ გუნდიდან არაფერი გამოვა. ამ ციკლში არცერთი თამაში არ ვარგოდა. თან გუნდი თამაშიდან თამაშამდე რეგრესს განიცდის. უკვე დროა მწვრთნელმაც დატოვოს გუნდი.
გია
09 სექტემბერი 2023 19:22
1
kvekveskiri kvelas jobia chemi azrit mainc naxevarshi vinc gvkavs ufro ravi uketesia...kashia racarunda ikos zamenaze ro ikos jobia unda davutmot axalgazrdebs dacva ...kvaracxelia unda gaxdes kapitani da axalgazrdebze unda aewyos gundiiiiiiii
სიმართლე
09 სექტემბერი 2023 19:05
5
ისე ნაციონალებს მაინც არაფერი გეშველებათ იყიდეთ კოსმოსური ხომალდი იალა ბურდა ამ ქვეყნიდან:))))
ლექსო
09 სექტემბერი 2023 18:48
23
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რახან ახალ ფეხბურთელებს ვერ გამოიძახებს სანიოლი, ნორვეგიასთან ამ სასტავს დავაყენებდი. კარში: ლორია, დაცვა: საზანოვი, კვირკველია, დვალი, ჩამშლელზე დაცვის წინ კაშია და კიტეიშვილი, ნახევარდაცვა:კვარაცხელია მარცხნივ, ჩაკვეტაძე შუაში, დავითაშვილი მარჯვნივ, თავდასხმა: ბუდუ და მიქაუტაძე...ლობჟანიძე მე-2 ტაიმში მიქაუტაძის ნაცვლად
ამ სამარცხვინო მარცხის გამო მინიმუმ გუშინდელი სასტავიდან 5 კაცი უნდა დაისაჯოს და უნდა ამოვარდეს სასტავიდან...მათ შორის მეკარეც, 7 ბურთს რომ გაუშვებ სულ რომ ბუფონი იყო, მაინც უნდა შეიცვალოს, აჭრილი იქნება ფსიქოლოგიურად... დაწერეთ კომენტარებში თქვენ რა სასტავს დააყენებდით შექმნილი დიტუაციიდან გამომდინარე...
გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2023 18:38
15
რატო ვერ გამოიძახებს? წესდება არ უკრძალავს
თემო
09 სექტემბერი 2023 19:20
1
ყველა საშინელება იყო, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს მამარდას გარდა, მაგრამ ..... კვირკველიამ და აბურჯანიამ ნორვეგიასთან ძირითადში თუ არ დაიწყეს მე თამაშს არ ვუყურებ
დინამოელი
09 სექტემბერი 2023 18:10
1
ადრე მაქსიმალური წაგება ჩოგბურთის ანგარიში იყო, ახლა წყალბურთზე ავედით.
მ.მ
09 სექტემბერი 2023 17:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული