ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.
დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.
ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".
ვინც გამოიძახეს, ხომ პირდაპირ გადამზადებული არიან
დაგვცინით თუ რა არის?
2 მწვრთნელი - ადამიანი, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, უარყოფითის გარდა- ერთხელ ჩააბარეს საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები და მალევე გაუშვეს რადგან ვერ გაამართლა. მერე ოცი წელი შეხება არ ქონია სამწვრთნელო საქმესთან.
3. სპორტული ჟურნალისტიკა - პრინციპით "არავის ვაწყენინოთ" პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. არც ფედერაციის და არც მისი შერჩეული მწვრთნელების არაკომპეტენტურობას იმჩნევს ცოცხალი თავით.
ხოდა რა გიკვირთ?