საქართველოს ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 7:1 გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ისაუბრა:
"თამაშის წინ რთულია, შედეგში დარწმუნებული იყო, თანაც ასეთი დამაჯერებელის. პირველიდან ბოლო წუთამდე უკიდურესად კონცენტრირებული ვიყავით, ამას ზურგს დისციპლინა, შრომა და ამბიცია უდგას.
შედეგი ძალიან გვახარებს. რასაკვირველია, შედეგის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელებზე იმავე აზრის ვარ. ჩვენ ნაკრებთან დაპირისპირება რთული იყო, საერთოდ არ მოვდუნებულვართ".