სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
მრავალფეროვნება კრეატიულობა გუნდს არ ეტყობა რო სანიოლის ხელში წინ წავა. საქართველოს ნაკრებს ჭირდება ქართველი მწრვთნელი თან მეტად დიდი მოტივაციით და მეტი თავდაჯერებით მეტი კომუნიკაციით.არიან მწვრთნელები საქართველოში მაგალითად შოთა არველაძე.ცხადაძე თუ არადა არგენტინელი ან ბრაზილიელი მწვრთნელი რომლებიც უფრო ახლოს ქართულ მენტალიტეტთან.
ქომაგი
12 სექტემბერი 2023 18:19
1
მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტი ხელის შემშლელი იმისა რომ ეროვნული ნამდვილ ბრძოლის უნარიან გუნდათ ჩამოყალიბდეს კვარაცხელიაა, თავისი უსასრულო ამბიციით და სიდიადის ტკბობით,თანაგუნდელების მიმართ. სამწუხაროდ მასში ამ თვისების ჩამოყალიბებას ჩვენც გულშემატკივრებმაც და მედიამაც ხელი შეუწყო,როდესაც დაუმსახურებლად, ქართული ნაკრებში შედეგობრივი დამსახურების გარეშე ლამის ქართული ფეხბურთის დასაწყისად და დასასრულათ მოვნათლეთ,ასევე ათასი რჯულის ფეიკები დავიჯერეთ კვარს უძლეველობაზე. ეჭვ გარეშეა რომ მისი დონის ფეხბურთელი დღეისათვის ქართველებს არ გვყავს და არც ჩანს უახლოეს მომავალში,რა შეუძლიათ ჩვენს-გაგნიძეს,Dავითაშვილს,ბოჩოლეიშვილს,მექვაბიშვილს,საზონოვს და სხვა ახალბედებს კი გამოჩნდა....სჯობდეს იქნება კვარამ საერთოდ უარი თქვას ნაკრებში თამაშზე, როგორც მხითარიანმა და არსებული კონტიგენტით იქნებ ჩამოყალიბდეს საშუალოსთან მიახლოვებული ბრძოლის უნარიანი გუნდი......კვარასთან ერთად ეს შეუძლებელი მგონია....
SOSO
11 სექტემბერი 2023 11:45
9
ბოდიში, მაინტერესებს ყველა გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანს ვერ იტან, თუ მხოლოდ კვარაქზე გაქვს გართულება? კვარამ შეუშალა ხელი სანიოლს სწორი შემადგენლობა დაეყენებინა? სწორი ტაქტიკა შეერჩია? კვარამ უთხრა ჩვენს უმაქნის, უიდეო და ქართულ ჯიგრულ პონტებში ჩაძირულ ფედერაციას აპაპაპა, არ გაბედოთ კვალიფიციური მწვრთნელი არ დავინახო ნაკრებში, ვინმე ისეთი ვიპოვოთ მიდღემჩი არაფერი შედეგი არსად არ უჩვენებია და ბოლო ოცი წელი ფეხბურთთან შეხება საერთოდ არ ქონიაო? ბრძოლისუნარიანი ნაკრებიო! ბრძოლისუნარიან ნაკრებს აყალიბებს მწვრთნელი და მწვრთნელი გვყავს საერთოდ?
არტ
11 სექტემბერი 2023 12:20
0
როცა მოწინააღმდეგე ძალზე მოტივირებულია და ყველა კომპონენტში გჯობნის საჭიროა დაცვიდან თამაში თანაც სხარტი მცველებით.
ილია
10 სექტემბერი 2023 18:34
0
სანიოლი მწვრთნელობას ახლა სწავლობს და სავარაუდოდ მას არავინ არაფერს ეკითხება. ხიზანიშვილი კი წარმოადგენს ფედერაციად წოდებულ ფულის საკეთებელ მანქანას.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 18:32
1
ყველაფერი ჩემო კაი ხალხო იწყება ფეხბურთის სიყვარულოდან,ქვეყანას,ფედერაციას უნდა ჰქონდეთ სურვილი,რომ ჰყავდეთ წარმატებული საფეხბურთო ნაკრები.უნდა იყოს ჯანსაღი გეგმა(იდეა)განვითარების,რომელსაც ნელ-ნელა ეტაპობრივად ხორცი უნდა შეასხას ქვეყანამ,ფედერაციამ,ფეხბურთელებმა,მაგრამ ყველაფერი უნდა კონტროლდებოდეს მთავრობის მიერ და უნდა იყოს რეაგირება სათანადო ამა თუ იმ არასწორ მოქმედებაზე ფედერაციის და ფეხბურთელების მიერ.მე როგორც რიგითი გილშემატკივარი ძალიან არ მომწონს ბევრი რამ რაც მგონია,რომ არასწორია და აუცილებლად გამოსასწორებელია…პირველი ისაა,რომ იდეა როგორც ასეთი და მიზანი ყოველთვის გვაქვს პრაგმატულად ძალიან დაბალი.ფიქრი იმაზე,რომ მოხვდე ფინალურ ეტაპზე ვერ გაგზრდის როგორც სპორცმენს,როგორც გუნდს.თავიდანვე განწირი ხარ მაჩანჩალობისთვის.არის ასეთი გამონათქვამი სპორტში,თუკი ოცნებობ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის და ყველაფერს აკეთებ ამისთვის,არ იზარებ შრომას,შეიძლება ვერ გახდე ოლიმპიური ჩემპიონი მარა პრიზიორი აუცილებლად გახდები.ასე,რომ იდეა და მიზანი უნდა იყოს დიდი და ყოვლის მომცველი.ახლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას პირველი რაც თვალში მხვდება ეს არის ფეხბურთელების მხრიდან საქმისადმი არასწორი მიდგომა,რომელიც ჩანს ხოლმე როგორც მოედანზე ასევე მატჩისწინა შეკრებების დროს გადაღებული ვიდეოებიდან,კერძოდ ლაზღანდარობა და დროს ტარება.შეადარეთ თვითონ შეგნება და მიდგომა საქმისადმი მორაგბეები ან კალათბურთელები და ამათი,მიუხედავად იმისა,რომ იმათ უკვე ძალიან დიდი ხანია მოაქვთ სიხარული და მეტი დამსახურება აქვთ ხალხში მაინც უფრო დავდაჭერილები და თავმდანლები არიან,უფრო მეტად აქვთ გააზრებული ეროვნული ნაკრების წევრობის პასუხისმგებლობა.ცალკეა ფედერაცია რომელსაც არანაირი იდეა არანაირი შემოქმედობითი აზროვნება არ გააჩნია,რომ შეცვალოს რამე დაგეგმოს რამე,ნულია მათი ფასი.ასე,რომ ყველაფერი უნდა დალაგდეს ზემოდან წესრიგია მთავარი ნებისმიერ საქმეში და იდეა წარმატებისთვის,რომელიც არ გვაქს ჩვენ.
oto777
10 სექტემბერი 2023 17:59
0
ცუდია როცა რომელიმე გუნდის გეშინია და ფიქრობ დაცვაში უნდა ჩაჯდა. გუნდი როგორ სქემასაც მოერგო ისეთივე სქემით უნდა ითამაშო ვისთანაც გინდა გქონდეს თამაში როცა მწვრთნელი თამაშის დაწყებამდე ისვრის იასნია ფეხბურთელების ჩასვრილები გადიანსათამაშოდ და იმ თამაშს ვერც მოიგებს ეს ერთი მეორე ამ ფეხბურთელებს ვინ იძახებს ნაკრებში მე არ ვიცი თუ ვილი იძახებს მაშინ სასწრაფოდ გასაშვებია და თუ სხვა უძახებს ფეხბურთელებს მწვრთნელს მაშინ ის სხვაა მოსაყვანი ყურებით და პანჩურებით გასაგდები.
Ucxo
10 სექტემბერი 2023 16:20
0
იტალიაც რჩება ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რო ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. გუშინ სანდრო ტონალიმ ისეთები გამაზა ერთი ერთზე და საერთოდ რა ითამაშეს მაკედონიასთან შოკი მქონდა.
ჩვენ კიდე მხოლოს ორი ფეხბურთელი გვყავს მაღალ დონეზე და იმათით გვინდა ესპანეთს მოვუგოთ და თუ წავაგებთ მერე ბიჭები ვლანძღოთ? და განსაკუთრებით ის ორი, ვინც მაღალ დონეზე გვყავს? ფეხბურთის აზრზე არ ხართ და არც გულშემატკივრობის!
უკაცრავად მარა ასეა
Spain
10 სექტემბერი 2023 14:44
8
ის რომ საქართველოს ნაკრები ასე მწარედ დამარცხდა, ესპანელების საუცხოო თამაში ვნახეთ ვინც თამაში ნახა აშკარად დამეთანხმება ესპანეთი შეუდარებელი იყო მაგრა მომზადებული და თავისი სტილის თამაში 150 % ით შეუდარებლად ჩაატარა, ამ თამაში არა მხოლოდ საქართველო არამედ არგენტინასაც ასე გახევდა
Baduri
10 სექტემბერი 2023 14:34
6
კლანი მართავს ყველაფერს! შესაბამისად შედეგს ნუ ველით!
კახა
10 სექტემბერი 2023 13:58
0
ძვ. წლ. 66 წელს არმენების მეფე ტიგრან მეორეს (დიდად წოდებულს) რომაელები შემოესივნენ სარდალ ლუკულუსის მეთაურობით. ტიგრანაკერტთან დაზვერვაზე გასულ რომაელთა სამიათასიან ცხენოსნებს ტიგრანის 100 ათასიან არმიასთან შებმა მოუხდათ და სასტიკად დაამარცხეს. თვითონ კი 5 მხედარი დაკარგეს და რამდენიმე დაეჭრათ. ბრძოლის შემდეგ რომაელი მებრძოლები ღმერთს პატიებას სთხოვდნენ ასეთი ხოცვა-ჟლეტისათვის და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "რა ვიცოდით თუ ასეთი სუსტები იყვნენ თუ არა როგორ შევებრძოლებითო', წერს პლუტარქე. ალბათ ჩვენს ნაკრებთან თამაშის შემდეგაც ასეთივეს ეუბნებოდენ ესპანელი ფეხბურთელები მწვრთნელს და ერთმანეთს.
ჟორა გაბრიჭიძე
10 სექტემბერი 2023 13:37
0
ერთი ერთში ემთხვევა, ყოჩაღ!
ზაზა-გ
11 სექტემბერი 2023 10:19
0

სიახლეები პოპულარული