რაღა უნდა შეაფასო - გურამ კაშია ესპანეთთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, მერე რაღა უნდა შეაფასო. ძალიან მწყდება გული, განსაკუთრებით გულშემატკივრების გამო, რომლებსაც ასე გავუცრუეთ იმედები. ალბათ, არავინ არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, არც ერთი ფეხბურთელი. ძალიან მაინტერესებს შემდეგ შეხვედრაში როგორ ვითამაშებთ. თითოეულმა ჩვენგანმა ხასიათი უნდა გამოავლინოს. რასაკვირველია, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ამ შედეგზე ყველა ფეხბურთელია პასუხისმგებელი. პრობლემა ყველამ საკუთარ თავში უნდა მონახოს," - თქვა კაშიამ. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 12 სექტემბერს ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ
გუნდთან გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
ფეხბურთელების ლანძღვას თავი დაანებეთ. თავი არავის დაუზოგავს მაგრამ როდესაც სამწვრთნელო შტაბი ამდენ შეცდომას უშვებს ერთ კონკრეტულ თამაშში , ისეთ შედეგს ვღებულობთ რაც მივიღეთ. შემადგენლობა არასწორად დაყენებული, ტაქტიკა არასწორად შერჩეული, აბსოლუტურად გაუგებარი იმიტირება პრესინგის დაცვით ფაზაში,რომელიც არც პრესინგის იყო და არაფერს გავდა საერთოდ. ასე აღარავინ თამაშობს. თანამედროვე ფეხბურთთან იმას, რასაც სანიოლი ამათ ათამაშებს, საერთო არაფერი აქვს.
არტ
12:43 10-09-2023
8
კაშია წადი შენ თემში...
კახა
12:20 10-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული