goal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

AutoSharing Option
goal.com/it-მა საქართველოს ნაკრების ესპანეთთან განადგურებას წერილი მიუძღვნა და ძირითადი აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

კვარაცხელია ტემპდაკარგული საქართველოს სიმბოლო: ოცნებიდან კოშმარამდე  - 1:7

"სერია A-ს ბოლო ნაწილის ჩაგდების შემდეგ "კვარას" იმედგაცრუება ნაკრებშიც ელოდა: მან თავი ვერ წარმოაჩინა, საქართველომ კი კატასტროფული მარცხი განიცადა.

საქართველო საკუთარ მოედანზე ესპანეთთან განადგურდა და კვარაცხელია და კომპანია მეტოქის ცეცხლოვანი ლავის ქვეშ აღმოჩნდა. დიახ, "კვარა".

2022/23-ის სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ უდავოდ აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველ ტალანტს სირთულეები შეექმნა. სერია A-ში მეტოქეებმა მისი სვლები შეისწავლეს და შესაჩერებლად მოქმედებები
დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხებით დაიწყეს.

ჩემპიონატის ბოლო 30 დღეში "კვარამ" მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს მაშინ, როდესაც მარტამდე გოლებისა და გადამწყვეტი გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელს უწია. შემდეგ ან გამარჯვების განაღდების, ან მოწინააღმდეგეთა ზემოთ ნახსენები მოქმედებებიდან გამომდინარე, ის უკვე აღარ არ იყო ისეთი, როგორც მანამდე. ინვოლუცია სანაკრებო შეხვედრებშიც გამოვლინდა: აბსოლუტური ბომბარდირი გადაიქცა მნიშვნელოვან თავდამსხმელად, რომელიც მაჩვენებლებით გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი არ იყო.

კვარაცხელია - ქართული გუნდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, წარმომადგენელი ქვეყნისა,  რომელიც როგორც იქნა, პირველ პლანზე გამოდის. "მილანის" შემადგენლობაში კახა კალაძე (თბილისის ამჟამინდელი მერი) მრავალი წლის მანძილზე ერთადერთი ქართველი გახლდათ, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო.

თუმცა ახლა, "კვარას" გარდა, ჰყავთ მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და უპირველეს ყოვლისა, ცხადია, პირველი სიდიადის ვარსკვლავი მამარდაშვილი - ევროპის ახალგაზრდა მეკარეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორების კლასი ეჭვს არ იწვევს, თუ "კვარა" თავის სიმაღლეზე არ იქნა, ნაკრებს შეიძლება არაფერი გამოუვიდეს. თუ ის გოლს ვერ გაიტანს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება.

ბოლო 4 მატჩში საქართველომ 4 გოლი გაიტანა, 11 გაუშვა და თავის ჯგუფში ტემპს სახიფათოდ მოუკლო - ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლის შანსის მქონე გუნდს იმედის დასაბრუნებლად რაც შეიძლება მალე მართებს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, რათა მომავალში დიდ იმედგაცრუებას დააღწიოს თავი".

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრები პარასკევს ესპანეთთან უძლური აღმოჩნდა, ერთადერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა, როდესაც სიმონმა მის მიერ დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია და ისევ კვარაცხელიას ფაქტორს უბრუნდება და აღნიშნავს, რომ ადრე ეროვნულ გუნდში ბრწყინავდა, ერთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა, ახლა მოუკლო და ძველი კონდიციების დაბრუნება სჭირდება:

"ესპანეთთან დამარცხებული საქართველო ოსლოში, "ულევიზე", ჰოლანის ნორვეგიასთან სათამაშოდ გაემგზავრება. ეს მატჩი მეორე ადგილისათვის შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თავისი ვარსკვლავის სათანადო დახმარების გარეშე გაუჭირდება მომავალ ევროპირველობაზე მოხვედრა. რა სჭირდება "კვარას"? ნაპერწკალი. ისეთი, რაც თავისი შესაძლებლობების რწმენას განუახლებს - რომელმაც "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვედრა დაიმსახურა და თავისი ქვეყანა (და არამხოლოდ ნაკრები) ევროპულ და მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. ნორვეგია პირველი შანსია. შემდეგაა სერია A, ჩემპიონთა ლიგა და კი არ შეყოვნდება, არამედ უბრალოდ გაფრინდება".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ასეთი ბოღმა ხალხი ჩვენ რომ ვართ, ალბათ მსოფლიოში არ არის. რას ვერჩით ამ ბიჭს? რამოდენა სიხარული მოგვანიჭა წინა სეზონში და გაგვიხარა გულები. რატომ გავიწყდებათ, რომ ერთი პატარა ბიჭია, ყველაფერი წინაა აქვს, წარმატებებიც და ჩავარდნებიც. ამ ხნის კაცი ვარ და ვაღიარებ , რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლია. მესხის და მეტრეველის თამაშები მაქვს სტადიონზე ნანახი. მხარი დავუჭიროთ ამ კაცს, ის კიდევ ბევრჯერ გაგავახარებს. ხვიჩა კვარაცხელიას გაუმარჯოოს!!!!!
ფეოლა
12:16 11-09-2023
13
არ დამეზარა და იუთუბზე ვნახე თემურ ქეცბაიას დროს მომზადებული სიუჟეტები ქართველი სპორტული ჟურნალისტებისა. სრულიად გასაგებია ვინ და რატომ ღუპავს ქართულ ფეხბურთს. ფაქტია, ქეცბაიამ დააპირა ნაკრების გაახალგაზრდავება. ამის გამო მას მოუწია დაპირისპიპრება მაშინდელ ავტორიტეტებთან ნაკრებში, როგორც ახლა გურამ კაშია არის "ხელშეუხები" და 36 წლის ასაკში ნაკრებიდან ძვრას ვერავინ უშვება და თავისი ნებით არაფრით არ მიდის, ზუსტად მასე იყო მაშინ აბა ვინ? ხიზანიშვილი, იაშვილი, კობიაშვილი... და დღეს ვინ არიან ფედერაიაში "მომჯდრები"? კობიაშვილი პრეზიდენტი, იაშვილი მოადგილე, ხიზანიშვილი ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე. აი, როდის და რატომ დაიბოღმნენ ბიჭები! მერე დაასრულეს კარიერა უცხოეთის კლუბებში, ჩამოვიდნენ, გასაგებია ვისი მეშვეობითაც ჩაიგდეს ხელში ფეხბურთის ფედერაცია და დაბოღმილებმა აუგორეს ქეცბაიას მედიაში შავი პიარი! სპორტული ჟურნალისტების ნაწილს ამაში მოზრდილი მაყუთიც ექნება აღებული! პოლონეთთან 0-4 წაგება უკვე ეფექტური საბაბი იყო და ქეცბაია უსამართლოდ ჩამოაშორეს ნაკრებს. მერე დაიწყო ასევე დიდი მაყუთის ხარჯვით პირიქით დადებითი პიარი და ყაზახეთთან გაჭირვებით მოგება უცებ გააფორმა მედიამ - "ისტორიის დაწერად!". საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო ვაისმა აბსოლუტურად ვერ გაამართლა და ეს ჯიუტი და ხეპრე "სასტავი" გადავიდა სანიოლის პროექტზე. კაშია ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ამათ არ ესმით, რომ ხელოვნური, ფასადური აჟიოტაჟით არ კეთდება საქმე. სადამდეც მივედით ნახეთ ქეცბაია პოლონეთთან 0-4-ს შეეწირა და აგერ მივიღეთ ესპანეთთან 1-7. თან ქეცბაიას დროც არ მისცეს ახალი გუნდის ფორმირებისთვის (პირველი 4 წელი "ძველი" გუნდით სცადეს. მერე მოხდა შეთანხმება გუნდის გაახალგაზრდავებაზე, მარა 1 წელიც აღარ აცალეს. სულ 5 წელი მუშაობდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად). ახლა კი "კვარაცხელიებით,მიქაუტაძეებით, მამარდაშვილებით" გადაპენტილი "ვარსკვლავური" ნაკრები ჰყავთ და რა ქნეს? რეკორდულად ჩაისვარეს. ქართული ფეხბურთის თითქმის მუდმივი პრობლემა! ეს არ ნიშნავს ცუდ ფეხბურთელობას, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მაგარ ფეხბურთელებსაც სჭირთ ხოლმე ეს ჯერ კიდევ მესხიდან დაწყებული, მანუჩარ მაჩაიძით გაგრძელებული. წასვლის დროს ვერ ხვდება ხალხი და თუ შეეცდება ვინმე რომ გაუშვას ძალიან ცუდ დღეში ვარდება. ამიტომ არის უკანალში დღემდე ქართული ფეხბურთი და იქნება კიდევ დიდი ხანი ზუსტად! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! ზუსტად მიხვდებით, რატომ არ მიეთრევა კაშია ნაკრებიდან! ზუსტად დაინახავთ რა დონეზე ნარცის და ამპარტავან ადამიანებს აბარიათ ფდერაცია და როგორი ჯიგრები არიან ნაღდი ფეხბურთელები, თუნდაც კანკავა და თუნდაც თავად ქეცბაია, რომლებიც 35 წლის ასაკამდე, საკუთარი ნებით წავიდნენ ნაკრებიდან ახალგაზრდებს დაუთმეს! და თვით ყველაზე დიდი ლეგენდა ქართული ფეხბურთისა დავით ყიფიანი მიხვდა, რომ იმ საშინელი ტრავმის მერე ფორმა დაკარგა, ასაკიც გაითვალისწინა და თავისი ნებით წავიდა!
lond
08:40 11-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული