El Nacional: "ბარსელონა" ხვიჩას 100 მილიონად შეძენას შეეცდება, ოღონდ მის თამაშს კიდევ დააკვირდება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა და ჩვენი გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა, მისი სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა. ამის თაობაზე კატალონიური El Nacional-ი იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოდან" იჯარით აყვანილ ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის, რადგან ეს ძალიან ძვირი დაუჯდება და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

აღნიშნულია, რომ "ბარსა" ადვილად ქართველის გადაბირებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფინანსური პრობლემები თითქმის მოაგვარა, ტრანსფერის განსახორციელებელი თანხის გადასახდელად მზად იქნება და "ნაპოლის"
100 მილიონ ევროს შესთავაზებს.

"ბარსელონა" ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშს დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული.

გავრცელებულ ინფორმაციას Forbes-ი და ნეაპოლური სპორტული საიტები ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაცია. Ბარსელონას აკადემია ავეჯის წარმოებაზე გადავიდა ნეტა? 16 წლის ბავშვმა რა გვიქნა კი ვნახეთ. Მასეთი არა ერთი ირბენს ლამასიაში. 100 მილიონს ბარსელონა შემდგარ ვარსკვლავებში არ იხდის და ხვიჩას ჯერ 2 3 მაგარი სეზონი უნდა ამხელა გრანდი რომ დაინტერესდეს. Ნეტა გადავიდეს მაგრამ ძაან საეჭვოა.
Mesi
22:06 10-09-2023
1
ბარსა არვიციდა ჯერ შოკიდან უნდა გამოვიდეს 1:7 წაგების მერე, კიდე ერთი ორი ასეთი წაგება და წლის ბოლოს ზუგდიდს ბაიაში მოუწევს გადასვლა ისიც მეორე დივიზიონშია, ბათუმიც არ დაიბრუნებს..
XDDIILL
20:16 10-09-2023
7

სიახლეები პოპულარული