შოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

AutoSharing Option
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ესპანეთთან განადგურებას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და გულშემატკივრების თანადგომას გაუსვა ხაზი:

"მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. "დინამო არენაზე" მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ, წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები
ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.

განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს. ამიტომ წარმოუდგენელია, ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს. შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის, მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.

P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ხო გვყავს რა ექსპერტი ,ყველგან გამოკვეხებული. სლავაუკრაინოვიჩი
ვალერი
03:31 11-09-2023
76
"არარეალური მოლოდინებიო" - ეს არის საშინელი ფრაზა! ანუ, მაშინ როდესაც გულშემატკივარი თამაშზე დადიოდა, და იმედი ჰქონდა რომ ევროპაზე ან მსოფლიოზე გავიდოდნენ, ეს იყო ტურმე "არარეალური მოლოდინები"? ეს არის უარყოფითი თვითრწმენა, რომელიც ხასიათში ჰქონდა შოთას თაობას გამჯდარი. ეს არის წაგებულის მენტალიტეტი, რომელიც არ არის ჩვენი ნამდვილი ქართული მენტალიტეტი, თორემ ვერ მოვაღწევდით აქამდე ცოცხლები. ამ მეტასტაზების აღმოფხვრას სჭირდება დიდი შრომა, სითამამე, გამბედაობა, თვითრწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დიახ, შეგვიძლია გამარჯვება ნებისმიერ გუნდთან! ვინც თვლის რომ "არარეალური მოლოდინი" არის საქართველოს გამარჯვება, საერთოდ ნუ უყურებს თამაშებს, არათუ ნაკრებას უნდა გაეკაროს!

და კიდე ვიღაც ამბობდა "შოთი ნაკრების მწვრთნელადო" - ასეთი მწვრთნელი რას გამოგვადგება, ნაკრებს რომ ეტყვის, "ახლა მაინც ვერ მოიგებთ, არარეალური მოლოდინები ნუ გექნებათო"...
ქუთაისელი
14:18 11-09-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული