goal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

AutoSharing Option
goal.com/it-მა საქართველოს ნაკრების ესპანეთთან განადგურებას წერილი მიუძღვნა და ძირითადი აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

კვარაცხელია ტემპდაკარგული საქართველოს სიმბოლო: ოცნებიდან კოშმარამდე  - 1:7

"სერია A-ს ბოლო ნაწილის ჩაგდების შემდეგ "კვარას" იმედგაცრუება ნაკრებშიც ელოდა: მან თავი ვერ წარმოაჩინა, საქართველომ კი კატასტროფული მარცხი განიცადა.

საქართველო საკუთარ მოედანზე ესპანეთთან განადგურდა და კვარაცხელია და კომპანია მეტოქის ცეცხლოვანი ლავის ქვეშ აღმოჩნდა. დიახ, "კვარა".

2022/23-ის სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ უდავოდ აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველ ტალანტს სირთულეები შეექმნა. სერია A-ში მეტოქეებმა მისი სვლები შეისწავლეს და შესაჩერებლად მოქმედებები
დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხებით დაიწყეს.

ჩემპიონატის ბოლო 30 დღეში "კვარამ" მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს მაშინ, როდესაც მარტამდე გოლებისა და გადამწყვეტი გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელს უწია. შემდეგ ან გამარჯვების განაღდების, ან მოწინააღმდეგეთა ზემოთ ნახსენები მოქმედებებიდან გამომდინარე, ის უკვე აღარ არ იყო ისეთი, როგორც მანამდე. ინვოლუცია სანაკრებო შეხვედრებშიც გამოვლინდა: აბსოლუტური ბომბარდირი გადაიქცა მნიშვნელოვან თავდამსხმელად, რომელიც მაჩვენებლებით გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი არ იყო.

კვარაცხელია - ქართული გუნდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, წარმომადგენელი ქვეყნისა,  რომელიც როგორც იქნა, პირველ პლანზე გამოდის. "მილანის" შემადგენლობაში კახა კალაძე (თბილისის ამჟამინდელი მერი) მრავალი წლის მანძილზე ერთადერთი ქართველი გახლდათ, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო.

თუმცა ახლა, "კვარას" გარდა, ჰყავთ მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და უპირველეს ყოვლისა, ცხადია, პირველი სიდიადის ვარსკვლავი მამარდაშვილი - ევროპის ახალგაზრდა მეკარეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორების კლასი ეჭვს არ იწვევს, თუ "კვარა" თავის სიმაღლეზე არ იქნა, ნაკრებს შეიძლება არაფერი გამოუვიდეს. თუ ის გოლს ვერ გაიტანს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება.

ბოლო 4 მატჩში საქართველომ 4 გოლი გაიტანა, 11 გაუშვა და თავის ჯგუფში ტემპს სახიფათოდ მოუკლო - ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლის შანსის მქონე გუნდს იმედის დასაბრუნებლად რაც შეიძლება მალე მართებს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, რათა მომავალში დიდ იმედგაცრუებას დააღწიოს თავი".

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრები პარასკევს ესპანეთთან უძლური აღმოჩნდა, ერთადერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა, როდესაც სიმონმა მის მიერ დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია და ისევ კვარაცხელიას ფაქტორს უბრუნდება და აღნიშნავს, რომ ადრე ეროვნულ გუნდში ბრწყინავდა, ერთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა, ახლა მოუკლო და ძველი კონდიციების დაბრუნება სჭირდება:

"ესპანეთთან დამარცხებული საქართველო ოსლოში, "ულევიზე", ჰოლანის ნორვეგიასთან სათამაშოდ გაემგზავრება. ეს მატჩი მეორე ადგილისათვის შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თავისი ვარსკვლავის სათანადო დახმარების გარეშე გაუჭირდება მომავალ ევროპირველობაზე მოხვედრა. რა სჭირდება "კვარას"? ნაპერწკალი. ისეთი, რაც თავისი შესაძლებლობების რწმენას განუახლებს - რომელმაც "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვედრა დაიმსახურა და თავისი ქვეყანა (და არამხოლოდ ნაკრები) ევროპულ და მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. ნორვეგია პირველი შანსია. შემდეგაა სერია A, ჩემპიონთა ლიგა და კი არ შეყოვნდება, არამედ უბრალოდ გაფრინდება".

მკითხველის კომენტარები / 26 /
მხოლოდ უცოდინრები და ცხოვრების გარტყმაში არ მყოფი ხალხი აბრალებს Xვიჩას ყველაფერს. ტროლებიც ალბათ
Pretenziebi.
11:00 12-09-2023
0
თევზი თავიდან ყარს! ფედერაციაა ძირეულად შესაცვლელი! და მერე სანიოლი და შტაბი მიაყოლეთ მაგათ და ნახავთ თუ არ ათამაშდება ნაკრები!
ერი
08:15 12-09-2023
3

სიახლეები პოპულარული