საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 47 /
დავიჯერო საზანოვი კვირკველიაზე მეტს გააფუჭებს? ტიპს პასს ვერ აძლევს ვერც მამარდა და ვერც კაშია, იციან რო რაღაც საოცრებას იზამს. ამას ვერ ხედავს ვილი?
nedved
11 სექტემბერი 2023 20:33
1
ლობჟანიძეს რა მაგარი ფეხები აქვს, ეტყობა ტრენაჟორებთან ახლოსაც არ ჩაუვლია.
გია
11 სექტემბერი 2023 20:18
2
ვერ შეელივნენ ამ ვეტერან მცველებს და ფეხბურთელებს.მადლობლები ვართ კაშიასი და კვირკველიასი.მაგრამ 7-1 ს საზონოვით და გელაშვილით ან კალანდაძეთი წავება ჯობდა.ჭკუას მაინც ისწავლიდნენ ახალგაზრდები და გამოცდილებას მიიღებდნენ.აღარაა სარგებელი ვეტერანებით,მაგრამ ბევრი აქვთ გაკეთებული ნაკრებში.უდავოდ
ქომაგი
11 სექტემბერი 2023 19:52
2
კვირკველია კაშია აბურჯანია რატო თამაშობენ ? თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ რომ წავიდნენ? კვირკველია კაშიას ლოჩოშვილი საზონოვი არ ჯობია ? აბურჯანია ნაცვლად გაგნიძე ან მექვაბიშვილი. მართლა კარგი თაობაა და ამ ზოგ ზოგიერთებს რატო ვაყოლებთ ნაკრებს ?
ლაშა
11 სექტემბერი 2023 19:46
1
გველესიანს რატომ არ ათამაშებთ ნაკრებში????
Maximus
11 სექტემბერი 2023 18:53
1
Დავწერეთ ბევრჯერ ფედერაციის სასტავს არ ევასებათ ეგ არაბიძე ლოჩოშვილი გადრანი ..ნაკრებში სტაბილურად იძახებენ ჯუღელის გახოკიძის ამისულაშვილის ფეხბურთელებს..რომ მერე სარფიანად გაყიდონ ნაკრებში თამაშები სტატისტიკააა..თან ტოტალიზატორის ამბავში დემე უბერავს მაზებს ცქიტო წამალს კობი იაშკა მუჯირი და ხიზანა მაყუთს ..რავი მგონი ავხსენი გასაგებად.უფრო ზუსტად ქეცბას ძველი ჩანაწერები ნახე ვისზედაც მაშინ საუბრობს და აგინებს დღეს ყველა ფედერაციაშია
maximuss
12 სექტემბერი 2023 05:03
2
ჰაალანდს ვინ ამოკეტავს კვირკველია თუ კაშია ? :D:D:D
ნიკა
11 სექტემბერი 2023 17:27
2
Ხიზანა და მერე თავით აუტზე ან კუთხურზე გადააგდებს გააჩნია მეტი კუთხური თუ აუტი აქვს დაწერილი..
Ვახტანგ კაპანაძე
11 სექტემბერი 2023 17:55
0
გელაშვილს რატო არ იძახებენ ნაკრებში?? ახალი თაობით უნდა მოხდეს ჩანაცვლება დაცვა არ გვყავს შუა ხაზი არ გვყავს!
Tora
11 სექტემბერი 2023 16:57
0
კაი თუ ძმახარ რა სულის და გულის დადებას სთხოვ არ შეუძლიათ მეტი და რა ქნან, რაც არ უნდა დავდადებული და თავგანწირული იყო საკითარ თავს ვერ გადაახტები, აზაროვს ან გოჩოლეიშვილს თავდადება აკლდა ბიჭებს სახე შეშლილი ჰქონდათ, მარა ვერ გააჩერენ ეს დე--და აფეთქებულები, არც სხვებს დაუზოგავთ დარწმუნებული ვარ თავი მარა იმ დღეს ესპანეთს ვერავი გააჩერებდა.
ზურას
11 სექტემბერი 2023 16:10
2
ცხადაძემ რომ გააკეთა კომენტარი კვერკველიაზე წონა აქვს მომატებულიო.
ერტი ამბავი ატეხა მაგან.
ვერ უნდა მიხვდეს ვინმე ან ფედერაციაში, ან სამწვრთნელო შტაბში,
რომ ნაკრებში არიან მოთმააშეები რომელბმაც სრულად ამოწურეს პოტენციალი და პროგრესის არანაირი შანსი არ აქვთ.
ნუთუ როცა სატურნირო მდგომარეობას ჯგუფში არანაირი მმსნიშვნელობა აღარ აქვს მაშინ მაინც არ უნდა დააყენო პერსპექტიული ახალი სახეები?
las
11 სექტემბერი 2023 15:28
1
ნუ გვამადლით ისეთ რამეს რაც ვლდებულებაა, ამათ რაც გაუკეთებიათ იმდენი რომელმა გააკეთეთო, რას გვემადლებით, რას გვავალდებულებთ, რომ რამდენჯერაც ჩაისვრით იმდენი ტაში დაგიკრათ, ერთი გევალებათ, ითამაშოთ ჯიგრით, მონდომებულად, თავი არ დაზოგო, ხან მოიგებ და ხან წააგებ, მაგრამ დადე სული და გული, ეგ არის შენი პროფესია, ჩვენც გვაქვს ჩვენი პროფესიები და თუ ცუდად გავაკეთებთ რამეს, იმ სამსახურში არავინ გაგვაჩერებს, იგივე ეხება ფედერაციას, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, თუ ვერ ან ცუდად ასრულებ შენ მოვალეობას წადი სახლსში, ამათ წასვლაც არ უნდათ და თან ნუ აკრიტიკებ, ეწყინებათ, ამ სიტუაციაში ამათი დამცველები ან შტერები ხართ, ან ფულს გიხდიან ამ პოსტებში, ან ძალით იშტერებთ თავს
ზურას
11 სექტემბერი 2023 15:11
5
ჩვენც ბოლომდე ვქომაგობთ ჩვენ ნაკრებს სტადიონზე მისული ხალხი ამის დასტურია. ვინც სტადიონზე ვერ ხვდება არარსებობს კორპუსი ხმები არ გამოდიოდეს საგუშემატკივრო. უბრალოდ როცა პრობლემაა პრობლემას მოგვარება უნდა. არ მოაგვარო და მაინც ვიძახოთ ბოლომდე უწომაგოდ ამით არც ნაკრები წავა წინ და ჩვენც ესე ვიქნებით გულდაწყვეტილი. გინდა არ გინდა ფულის თემასაც ვერ აუვლი ადამიანი გვერდს. ხალხი რო მოდის ფულს იხდის ყვირის იხარჯება მოედანზე რო რამით დაგეხმაროს შენც ხო უნდა დაიხარჯო ბოლომდე.
ლაშა
11 სექტემბერი 2023 19:55
1
კი კაცო! პაჩკა, პაჩკა მილიონები გადამიხადეს, რო კომენტარი დამეწერა. ეხლა საქმეზე, ვისაც კიდევ ადამიანობა შეგვრჩა და მართლა გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი გვქვია (დარწმუნებული ვარ, ასეთები ბევრნი ვართ) ბოლომდე ვუქომაგებთ ჩვენს ნაკრებს! თქვენ კი ილანძღეთ, იგინეთ, იღადავეთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუ გგონიათ ამით ამტკიცებთ, რო ხართ მაგრები, მაგრად იშტერებთ თავებს!
პარივისცემით ზურა.
11 სექტემბერი 2023 16:15
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული