გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან. ნორვეგიელებს სორლოტი აკლიათ, რომელმაც ბათუმში გაგვიტანა. ის შეხვედრა ჰოლანმა გამოტოვა და ამას რამენაირად აიტანენ. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირება (1:1)
ნორვეგიელებს თუ სურთ, ევროპირველობისთვის ბრძოლაში დარჩნენ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. თავის მხრივ, თეორიული შანსები ჯერ არც ჩვენს ნაკრებს დაუკარგავს. ვაღიაროთ, შოტლანდილებთან ერთად, გასვლის ყველაზე კარგი შანსი ესპანელებს აქვთ.
4 მატჩის შემდეგ (უკვე მეექვსე ტური მიმდინარეობს) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცოტას გამტანი და ბევრის გამშვებია (4:11). სამწუხაროდ, ამ სტატისტიკას ესპანელებს უნდა "ვუმადლოდეთ". ჩვენ მსგავსად, საკუთარ კარში 11 გოლი მიიღეს თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა, ესტონეთმა და აზერბაიჯანმა. ჩვენზე მეტი გოლი გაუშვეს - ლუქსემბურგმა - 16, 12 - ჩრდ. მაკედონიამ (4 ქულა აქვთ და იტალიასთან ფრეს მიაღწიეს) და ლატვიამ -13. სამ ნაკრებს საშინელი ბალანსი აქვს - გიბრალტარი 0:17, სან-მარინო 0:21 და ლიხტენშტაინი 1:19.
ხსენებულ ფრემდე საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან სამჯერ დამარცხდა და მათ მოედანზე გოლის გატანასაც ვერ ვახერხებთ. ეს სტატისტიკა უნდა შეიცვალოს!.. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 6 მოიგო, მაგრამ ვიცით, რომ ეს "ერთა ლიგის" დამსახურებაა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბოლო 10 გასვლით მატჩში შვიდში დავმარცხდით.
იმედია, დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ. არსებობს ისეთი დღეებიც, როცა ერლინ ჰოლანს ბევრი არაფერი გამოსდის და ვისურვოთ, ეს 12 სექტემბერს იყოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჩვენს შემტევებს ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიუვიდეთ.
და მაინც, ეს კვლავ ევროპის მასშტაბით საინტერესო დუელია - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია "ა"-ს რჩეული ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ "მონსტრის", ჩემპიონთა ლიგის და პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ!..
საქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?
ადმინ ნუ დაბლოკავ