როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

AutoSharing Option
ნორვეგიასთან ოსლოში წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში შეაფასა:

მამარდაშვილი 6.2, აზაროვი 7.5, კაშია 6.7, კვირკველია 6.7, კალანდაძე 6.6, გოჩოლეიშვილი 6.5, ქოჩორაშვილი 6.5, დავითაშვილი 6.1, კიტეიშვილი 7.3, კვარაცხელია 6.7, მიქაუტაძე 6.1, მამუჩაშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 6.5, ზივზივაძე 6.8, მექვაბიშვილი 6.2.

მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება ნუსამ და ედეგორმა დაიმსახურეს (8.5), ჰოლანმა 7.1, ხოლო ყველაზე დაბალი, 6.5, მეკარე ნილანდმა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კი ბატონო დილეტანტი ვარ და ფეხბურთში არაფერი გამეგება, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნას აზაროვს და კიტეს რატომ აქვთ უფრო დიდი შეფასება ვიდრე ნორვეგიელებს, ორი ტაიმი ბურთი არ დაანახეს საერთოდ, კიდევ,ჰალანდი კი, რომელმაც ბურთი სულ რამდენჯერმე მიიღო,ისეთი გოლი გაგვიტანა გაოგნებული უყურებდნენ ქვემოდან ჩვენი ნაქები მცველები, ამასთან მთელი ორი ტაიმი ისე ყავდა ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა მიბმული ჩვენს კართან, შიშით შეტევაში წასვლას კი არა ფიქსაც ვერ ბედავდნენ,მაგრამ შეფასება-აზაროვი-7,5. ჰალანდი-6.5......
კარგით რააა!!!
14 სექტემბერი 2023 09:24
1
ესენი უკვე მაყუთს თვლიან ყაზახეთთან ყომარში რამდენი დარჩებათ.
დარწმუნებული ვარ ჩრ. მაკედონიასთანაც იყომარეს.
მაყურებლის არ შეშვება
კვარას და შენგელიას საეჭვო კოვიდი (ნაკრები დატოვეს შეტევითი პოტენციალის გარეშე)
დარწმუნებული ვარ პირდაპირ კრემლდანაც იყო ზარი რომ სსაქართველო არ უნდა გასულიყო ჩემპიონატზე.
ყაზახეთთანაც იგივეს იზამენ.
აგერ მე და აგერ თქვენ
ნუ ვინ მაყუთობს ეხლა თავად გამოიცანით
las
14 სექტემბერი 2023 08:06
2
რომელიღაც ფეხბურთელებს გვარებს არ ვიტყვი თავში არ აგივარდეთ მოედანზე ხელების შლას და მსაჯებთან კამათს ფეხბურთს მიხედეთ თორე საქართველოს ბევრი ჩამქრალი ვარსკვლავი ახსოვს მათ რიგებს ნუ მიემატებით ჯერ არაფრისთვის მიგიღწევიათ დაიმახსოვრეთ კარგად.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 20:49
5
აზაროვსააქვს 7,5- და ჰაალანდს 7,1. რავარი შემფასებელია. ვაი თქვენს პატრონს.
ლევან მაღლაკელიძე
13 სექტემბერი 2023 17:51
1
ესენი ამ ცრუ შეფასებებით არ ვიცი რის მიღწევას ცდილობენ მაგრამ რეალურად მამარდაშვილის გარდა რბილად რომ ვთქვათ, არცერთი არ იყო ფეხბურთელი!..
სამწუხარო რეალობა ეს არის!
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 12:57
6
მეტ-ნაკლებად სამართლიანია, თამაში მთლიანად ჩააგდო გოჩოლეიშვილმა, ძალიან სუსტები იყვნენ მიქაუტაძე და დავითაშვილი, აზაროვი კი ხშირად მირბოდა წინ კვარას გახსნილ ზონებში მაგრამ შეფასება ცოტა გადამეტებულია, კვირკველიასაც ნაკლები უნდა ჰქონდეს, ამ კვარასაც რა სჭირს, ვაკვირდები და ნაკრებშიც და კლუბშიც ბოლო 50 კარში დარტყმიდან 49 მეტოქეს მოარტყა...
ვენეციის კომისია
13 სექტემბერი 2023 12:10
2
ნუსას თამაშს რომ ვუყურებდი,შარშანდელი ხვიჩა მედგა თვალწინ.გოჩოლეიშვილი ვითომ სწრაფია,მაგრამ ესპანელებიც სჯობდნენ,მოკლე მანძილზე და ახლა,ნუსაც.ალბათ არასწორია,დაცვაში მის იმედზე დარჩენა,დაზღვევა კი,სათანადოდ ვერ აზღვევდა,ტექნიკურ ნუსას წინააღმდეგ.რაც შეეხება ხვიჩას დარტყმებს,ადრე,სირბილში,მოულოდნელად ურტყამდა ხოლმე კარში,დრიბლინგის დროს,ახლა კი,იციან,რომ დაარტყამს და ფეხს როგორც კი მოიქნევს,იქვე უბლოკავენ.მარცხენა ფეხითაც შეუძლია დარტყმა,მაგრამ რატომღაც არ ცდილობს.მოულოდნელობის ფაქტორმა შესაძლოა უფრო გასჭრას.
სოსო
13 სექტემბერი 2023 19:55
0
გოჩოლეიშვილმა ან სხვა დამცველებმა 6.5 რანაირად?
ლმ
13 სექტემბერი 2023 10:26
0
ხალხო გადაახვიეთ თამაში რა სისულელეებს წერთ ამ სტატიაში :D
ცალ-კარა იყოო! ( ბურთს არ გავკარებივართ ) :D
იკა
13 სექტემბერი 2023 10:07
1
გუნდი პრესინგს რომ ვერაფერს უპირისპირებს, იმან წესით ფეხბურთი აღარ უნდა ითამაშოს.
გიორგი
13 სექტემბერი 2023 10:03
0
პრესინგი არ გამოდის ისინი დარბიან, ესენი დაგორაობენ
სვანსკი
13 სექტემბერი 2023 14:37
0
კვერკველია 0-ს ქვემოთ, გოჩოლეიშვილი 0-ს ქვემოთ, აზაროვი 0 (ორივე თამაშის შეფასება).

R.M.
13 სექტემბერი 2023 09:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული