ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ფეხბურთელები დღეს ფოკუსირებული იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. გვქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, თუმცა ცვლილების შედეგად მეორე ნახევარი უკეთესი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება, არა მხოლოდ უახლოეს თამაშებში, არამედ ჩვენი დიდი მიზნის მისაღწევად მარტში
გასამართ პლეი-ოფში. ასეთ თამაშებში ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 109 /
დაცვაში ჯდომა რაში დაგეხმარება პლეი ოფში? რას ბოდავს ეს? რა კარგი თამაში?
Jemali
14:16 13-09-2023
0
ვინც სანიოლს კარგ მწვრთნელად მიიჩნევს ვეკითხები: 1.რატომ ვერ იცნობს ეს ადამიანი სასტარტო შემადგენლობას? 2.რატომ თამაშობს ცოტას ჩაკვეტაძე? 3.რატომ დააყენა გოჩოლეიშვილი? აშკარად ფორმაში არ არის ეს ბიჭი წინა თამაშიც საშინლად ითამაშა. 4.რატომ არ ენდობა ზივზივაძეს? აშკარად მეტ სათამაშო დროს იმსახურებს 5.რატომ არ გამოიძახა არაბიძე და ლოჩოშვილი? 6.რატომ ვერ ათამაშებენ ჩვენები კომბინაციებს?(გადამბულად 3-4 პასს ვერ აკეთებენ) 7.რატომ არის ამდენი უკან პასი და ნელი ტემპი? 8.რატომ არის იმათი სტანდარტულები მუდამ სახიფათო და ჩვენების უაზროდ გათამაშებული?...
Givi
14:15 13-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული