საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

Sportall.Ge

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

altგოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 62 /
გაათავისუფლეთ... გაუშვით რამდენი ანტირეკორდი უნდა მოხსნას კიდე რომ მოხვდეს ვინმე
912
13 სექტემბერი 2023 16:45
1
რჩევა ნაკრებს: გაიტანეთ სანიოლი, გაიტანეთ კობიაშვილი და მათ ნაცვლად გ ო ლ ე ბ ი გაიტანეთ!
გოჩა
13 სექტემბერი 2023 17:48
0
მამარდამ გრძელი პასების სიზუსტეზე და საერთოდ ფეხით თამაშზე უნდა იმუშაოს..
მამუჩა საზანოვი ლოჩოშვილი აზაროვი
ქოჩორაშვილი კიტე ჩაკვე
მიქაუტაძე კვარა
ბუდუ...
ასევე აუცილებელია ალთუნაშვილი,გელაშვილი,არაბიძე დავითაშვილი გაგნიძე და სხვებიც გამოვიყენოთ ცვლილებებზე..
5 მცველით შეუძლებელია პრესინგით მოედნის მეორე ნახევარზე თამაში და ამიტომ ჩავფლავდით პლუს დაცვის ხაზის კატასტროფული სტატისტიკა ნაკრების თამაშებში,
რაღაც კაპიტანი და მწვრთნელი ვერ სძენს განწყობას გუნდს და ეს აშკარად ეტყობა თამაშის ხარისხს, თითქოსდა რგოლებს შორის კავშირი უნდა იყოს მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ...
აიაქსი,ბორდო,ვალენსია,ლევანტე,ნაპოლი,შახტარი,შტურმი,უტფორდი,ტორინო და ასე შემდეგ ალბად ვერ გაუგია ბევრს რა პრეტენზია უნდა ქონდეს ჩვენს ნაკრებს და რა გვაქვს მოცემულ რეალობაში..
პრეტენზია მხოლოდ მწვრთნელზე და ფედერაციაზე თუ გვექნება...

შავი კაცი
13 სექტემბერი 2023 14:42
2
და რატო უნდა შეიცვალოს? ადამიანი თამაშებს აგებს ხო არ იგებს აი პირიქით რო იყოს კი ბატონო გასაშვებია :)
ნოდო
13 სექტემბერი 2023 14:23
4
დარწმუნიბელი ვარ როგორც გუნდი ყაზახეთი უკვე გვჯობია.
რომც გავიდეთ ამათ რა ესაქმებათ ევრო და მსოფლიო ტურნირზე
გურამა კაშია. კვირკველია. აბურჯანია მე ვერ წარმომიდგენია ევროპის ჩემპიონატზე :)
Las
13 სექტემბერი 2023 18:51
3
გაგვიყვანს და არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ პირველ საგალაქტიკო ტურნირზე.
ისე სტატიის ავტორს მინდა ვკითხო. მართლაც გჯერა რომ ამ ფეხბურთელებს შესწევთ უნარი თანამედროვე ფეხბურთის თამაში? ერთმა გასულ სეზონში სრლად ათიოდე მატჩი ჩაატარა და "გადაიღალა".მეორემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში სირბილი კი ისწავლა მაგრამ რად გინდა? დანარჩენი კი ჩემი აზრით მოედანზე გადიან იმიტომ რომ სხვა არაფერი იციან ( თუმცა არც ამ მოედანზე უქნია ღმერთს).
საერთოდ თუ სპორტის ამ სახეობაში რამის კეთება გვინდა, უნდა ავიღოთ ისლანდიის მაგალითი.
Walter White
13 სექტემბერი 2023 14:52
13
როდესმე ფედერაციის საქმეებით დაინტერესდება ვინც საჭიროა ის ???
?
13 სექტემბერი 2023 14:41
2
არაა კარგი მწვრთნელი!!!
beqa
13 სექტემბერი 2023 14:25
4
მე რა მაინტერესებს: ხიზანიშვილი და დვალიშვილი ჩვენ ჩავსვით სამწვრთნელო შტაბში, თუ სანიოლმა მოითხოვა? მესმის, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც :) არ მოგწყინდათ ერთ კაცზე,ყველაფრის შეტენვა? ქართული კლუბების 80 პროცენტს საკუთარი ვებ-საიტი არ აქვს, კერძო კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს ბიუჯეტიდან, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს შსს ატარებს, უკმაყოფილო გულშემატკივარს, ფედერაციის მაღალჩინოსნები ხელით ეხებიან და დედას აგინებენ. ჰოდა, ასეთი მიდგომებით, მერე გიკვირთ, რომ მწვრთვნელები არ გვივარგა, ფეხბურთელები არ გვყოფნის, მალტის და ალბანეთის გუნდები გვიგდებენ წიხლქვეშ.
ციციკორე
14 სექტემბერი 2023 10:14
0
ასეთი შეკითხვა მიჩნდება-რას მოგვცემს ამ ფინალურზე გასვლა?
ეგრევე ვიქცევით თუნდაც პოლონეთის ან დანიის დონის გუნდად?
ევროპაზე გასული მაკედონია არ იყო სტუმრად 3-0 რო დაადუღა საქართველომ?
არაფერი,ევროპაზე როცა გავიდეთ ერთი კვირა 3თამაში გავერთობით გულშემატკივრობით,სხვა არაფერი არ შეიცვლება.
მე წინააღმდეგი კი არა ვარ,მაგის ოცნებებში ვარ უკვე 1994 წლიდან თამაში არ გამომიტოვებია,
მაგრამ რა შეგვიძლია ვაჩვენოთ იმ ევროპაზე?არც არაფერი.
წარმოდგენაც არ მინდა რა ელის ამ გუნდს ფინალურზე-იქ გასვლა მე ჩემი ქვეყნის საამაყოდ მინდა და არა ჩემი ქვეყნის სახალხოდ შესარცხვენად.
Levani
13 სექტემბერი 2023 18:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული