საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

Sportall.Ge

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

altგოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 62 /
Არის კი ჩვენი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე?
Ვახტანგ კაპანაძე
13 სექტემბერი 2023 18:44
0
რამაზ სვანაძეს მოიყვანენ და იჯექით დს უყურეთ მერე თქვენ. ამდენი წელი გვაყურებინებთ ამ მარაზმს, უტიფრები ხართ.
მოკლედ რა
13 სექტემბერი 2023 15:41
2
Ვუყურე მატჩის წინ ტელე და იუთუბ მიმოხილვებს და მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა რომ სვანაძის ამოწევა უნდათ
თემო
13 სექტემბერი 2023 17:50
0
არანაირი გამართლება არ აქვს სანიოლის დატოვებას. ახალი მწვრთნელით ყველა თამაში რომც წავაგოთ, მომავალში შეიძლება რაღაც გამოგვივიდეს. ფედერაციიდან ყველა გასაყრელია და ქეცბაიას უნდა ჩააბარონ ეს ორგანიზაცია.
გიორგი
14 სექტემბერი 2023 10:43
0
სანიოლი უდაოდ დიდი ფეხბურთელი იყო,სამწუხაროდ მწვრთნელობა არ ყოფილა მისი საქმე. ამ 30 წლის მანძილზე გვყავდა 1-2 კარგი მწვრთნელი, არ გვყავდა კარგი თაობა, ეხლა პირიქითაა. მოკლედ ერთმანეთს ვერადავერ დავამთხვიეთ. გვყავდა მცველები, არ გვყავდა მეკარე,ვიპოვეთ და შემტევები აღარ ვარგოდნენ, ეხლა ისევ მცველები დაგვიბერდნენ. საერთო ჯამში ალბათ ფეხბურთის მესვეურები გვყავდა უხეირო. სხვა ვინ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრობა, საქმის კვალში ჩადგომა, თაობებს შორის ურთიერთგაგება, რომ ერთ კონკრეტულ დროს რაღაც შედეგი დავდოთ.ვაღიაროთ რომ ჩვენ არ ვთამაშობთ თანამედროვე ფეხბურთს. როცა თითქოს მივაგენით სქემას სამ ცენტრალურ მცველზე, ფლანგებზე გამოჩნდნენ ბიჭები, გაგვეზარდა კვარა, ახალგაზრდები წამოვიდნენ... დაიწყო ისევ, ვიღაცეების ჩასმა სასტავში, ეს მეგობრის ვიღაცაა, ეს კარგად გაიყიდება...და მივედით ოსევ იქ. უცებ აღმოჩნდა რომ აღარც დაცვა გვყავს, თამაშის ორგანიზება, სინქრონი, ბალანსი მოშლილი.. ანუ ჩვენ დავბრუნდით! მივაწექით ისევ ნაცნობ ავტობუსს, სიტყვების ბრახაბრუხი, მომავალი გვაჩვენებს...მოკლედ, არა ხალხო, კი გვინდა, მაგრამ თავისით რომ დაწყვეს შანსი არაა.
ამატაკი
13 სექტემბერი 2023 21:45
2
ფედერაციის საფიქრალი ის არის რისი ღირსები არიან და რა ელოდებათ.
Xalxi.
13 სექტემბერი 2023 21:29
0
მწვრთნელი კრიტიკას ვერ უძლებს ატყობს რო საყრდენი ზონა კატასტროფა გვყავს და იქ მაინც არაფერს ცვლის ასევე ეს ეხება მობერებულ ცენტრალურ დაცვის ხაზზსაც. მწვრთნელი რომ უფრო მაღალი კლასის გვყავდეს ის სქემას აუცილებლად შეცვლიდა და 3-4-2-1 ფორმაციით გავიდოდა მოედანზე. მეკარე; მამარდაშვილი- ცენტრ: მცვ: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- ამ მცველების წინ 2 მუშა საყრდ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი; ამათ წინ 2 პლეიმეიქერი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გარემარბებად, კვარაცხელია, დავითაშვილი, და ფორვარდათ მიქაუტაძე ან ზივზივაძე. გოჩოლეიშვილი და აზაროვი გადავლენ როტაციაში. ისენი დაცვაში აიკლეს ამ ორივე თამაშში და წინაც არაფერი ღირებული უქნიათ და ამიტომ მათი შეკვეცით კრიტიკული წერტილი საყრდენი ზონა გაძლიერდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, ისენი კი უფრო შემტევი ტიპის მცველები არიან და შეცვლიან გარემარბებს დავითაშვილს გოჩოლეიშვილი ხოლო მეორე ტაიმში კვარა შეიწევა ცენტრში ჩაკვეტაძის/კიტეიშვილის მაგივრად და მის ადგილს აზაროვი დაიკავებს. მე ამ ყველა პრობლემების გათვალისწინებით ეს სქემა მგონია ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო მოდელად როცა შენ ცენტრს ასე იოლად ვერ გაივლიან 2 საყრდენის პირობებში და ის 2 პლეიმეიქერი უფრო მეტ ფანტაზიას შეძენს შეტევებს და უფრო მეტად მივა ბურთი ასეთ შემთხვევაში კვარა, ზურიკო, მიქაუტაძის ტრიომდე ვიდრე ეს ამ ზარალ ტაქტიკაში 3 ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში ხერხდებოდა.
Charley
13 სექტემბერი 2023 18:14
1
დინამო ბათუმის მწვრთნელი,რომელმაც ორი თუ სამი მკვდარი ანგარიში (მატჩი)შემოატრიალა,ვინ ელოდა ამას? არავინ, ის უფრო პროფესიონალია ვიდრე სანიოლი.სად იპოვეთ ეს კაცი ან რა დამსახურებით დანიშნეთ, ფედერაციას ააქვს პასუხი? გამობრძანდით და გვიპასუხეთ რას იმალებით თორემ მოვალთ მანდა და სანამ დროა კიდევ პაიკი (სანიოლი) შესწირეთ თორემ მერე გვიან იქნება
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 10:58
1

ქართული ფეხბურთის 10-წლეულეის კრიზისის 3 მიზეზები;
1-ლი,როცა მწვრთნელები ბავშვობს-ბავავობიდან შეშინებულის მენტალიტეტი-ფსიქიკით ზრდიან,ინდივიდუალს უკლავენ; ,,პასი მოეცი,,- ,,პასით მოიშორე-თავი დაიზღვევე,,',,პასებით თამაში ააწყვე,, მით ფიზიკურადაც თრგუნავს,მით ფიზიკურად არასწორად აყალიბებენ,...შედეგად ძლიერ-კონკუტებტულ ჩემპიონატებში წასულები ტრამვებებს სწრაფად იღებენ,ხშირად ნიჭი იკარგება(!),როცა ევროპაში ბავშვს ჯერ ინდივიდუალიზმს უვითარებენ, ბურთის ტარება- შენარჩუნება- წაღებას... თუნდაც მთელ მოედანზე-გოლის გატანამდე,და როცა შეხედავენ მენტალურად,ფიზიკურად მყარად ჩამოყალიბდა,მერე გადადიან გუნდურ თამაშის შესწავლა,მოედნის კარგად ხედვა,პასის საჭირო დროს...
2-ვერ ვითარდება შიდა ჩემპიონატი,ვერ ხდება სტიმულირებადი,კონკურნტული, პასუხისმგელობითი,მისი მიზეზი-
არა-ადეკვატური ფედერაცია,რეალურად სახელისუფლო ფინანსური კლანი- ხელისუფლების ნაწილი,რომელსაც უარყოფითი შედეგების მიუხედავად-ვერ გადაირჩევ, ცვლილებებს,ძალიან ხშირად საჭირო სრულფასოვანს-ვერ ახორციელებ,
მით ვერ მოგყავს გაცილებით განათლებული, პროფესიონალი,პასუხისმგებლობის მქონე- მენეჯერები,მისი მიზეზიც-არსებული ავტორიტარული,თუ ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობა-რეჟიმი,რომელიც უარეს- კასტურ- კლანურში გადადის,სადავ- პასუხუსმგებლობა-0-ლი მტკიცდება!
3-მიუხედავად ყოველივეს-გამონათებები იყო და არის,რაც ნიჭიერებაზე მეტყველებს,მით პოტენციაზე,მაგრამ ნიჭიერი ბიჭები თამაშობენ სხვადსხვა სახელმწიფოების ჩემპიონატებში, აბსოლუტურად სხვადასვა სტილის მქონეთ ...და შედეგად ნაკრებში სტაბილური,მყარი და განგრძობითი შედეგი არ აქვთ და არც ექნებათ (ძალიან მცირე ერმა შეძლო ამდაგვარად- შედეგიც დადება,მაგრამ არ იყო მყარი, განგრძობითი, მყარია იმ ერების შედეგები,ვისაც შიდა ჩემპიონატები მაღალ დონეზე აქვს)
ე.ი. გვჭირდება შიდა ჩემპიონატებში ბავშვობიდან მებრძოლი და გარჯვების ფსოქოლოგია- მენტალიტეტით აღზრდა, ინდივიდუალიზმის,მით ფიზიკურად განმტკუცებით...+ ფედერაციების ჯანსაღი არჩევნებით მუდმივი ცვლილებებით შიდა ჩემპიონატის განვითარება,კონკურენცია, სტიმულირება,პასუხისმგებლობის დამკვიდრება და შედეგები აუცილებლად დადგება!
გლახუნა
13 სექტემბერი 2023 20:30
1
სვანიძე ნაკრების მწვრთნელი? ეს რა უბედურებაა? კაცი ერთ-ორ თამაშს მოიგებს და მაშინვე ნაკრების მწვრთნელად? ნაკრების მწვრთნელი ბრძოლებში გამობრძმედილი უნდა იყოს და არა ახალგაზრდების ყოფილი დამრიგებელი.
გიგო
14 სექტემბერი 2023 11:00
1
ცოტა უკეთესად რომ წავიკითხოთ, არა? ტექსტში წერია, ფრე რომ გვეთამაშა, სანიოლი ნაცარს შეგვაყრიდაო და თქვენ უკუღმა კითხულობთ? ღმერთო
Martali-ს
13 სექტემბერი 2023 23:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული