საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

Sportall.Ge

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

altგოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 62 /
სერიოზული მწვრთნელია მოსაყვანი ეხლავე და ხიზანიშვილიდან დაწყებული შოთი არველაძე მამუკა კობახიძე ფიფიათი დამთავრებული აღარავინ არ უნდა მიაკარო ქართულ ფეხბურთს! სვანაძე არა კვახი! ისევე როგორც პარლამენტარები, რომ ამოიჩემეს ხვიჩა და ვინც კი წარმატებას აღწევს ეგრევე თავისი შვილების და ახლობლების ძმაკაცად რომ აქცევენ. დაანებეთ თავი უბრალო ბიჭებს და სერიოზული სელექციაა საჭირი მთელ საქართველოში, დიდი ეჭვია რომ კორუფციის გამოა, ნაკრებს გამთამაშებელი რომ არ ჰყავს კარგი! როგორ დავიჯერო ამხელა ქვეყანაში 1 მენტალურად გამართული კაცი ვერ ვიპოვნოთ. ხვიჩა არაფერ შუაშია, გააგიჟეს ეს ბიჭი, აკიდეს ყველაფერი. კიდევ ერთი ლორია სანამ თამაშობს გაუფრთხილდით! გამოჩნდა გადამწყვეტ მატჩებში რაცაა თქვენი მამარდაშვილი. მომავალში იმედია დაიხვეწება და ჯერ ჯერობით მეორე ლიგის დონეა. დაცვას ვერ ალაგებს და უაზროდ ისვრის ამ ბურთებს სადღაც ჯანდაბაში. ეს არაა მეკარეობა , უკან რომ სიწყნარე არაა და ბურთს სულ არასწორად იგერიებს, დაცვა ირევა
Axali mwvrtneli
13 სექტემბერი 2023 16:08
2
რამაზ სვანაძეს მოიყვანენ და იჯექით დს უყურეთ მერე თქვენ. ამდენი წელი გვაყურებინებთ ამ მარაზმს, უტიფრები ხართ.
მოკლედ რა
13 სექტემბერი 2023 15:41
2
Ვუყურე მატჩის წინ ტელე და იუთუბ მიმოხილვებს და მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა რომ სვანაძის ამოწევა უნდათ
თემო
13 სექტემბერი 2023 17:50
0
როგორი კარგი მშენებელუც არ უნდა იყო თუ უხარისხო ცემენტი მოგიტანეს მყარ სახლს ვერ ააშენებ
მამუკა
13 სექტემბერი 2023 15:28
5
გაგვიყვანს და არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ პირველ საგალაქტიკო ტურნირზე.
ისე სტატიის ავტორს მინდა ვკითხო. მართლაც გჯერა რომ ამ ფეხბურთელებს შესწევთ უნარი თანამედროვე ფეხბურთის თამაში? ერთმა გასულ სეზონში სრლად ათიოდე მატჩი ჩაატარა და "გადაიღალა".მეორემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში სირბილი კი ისწავლა მაგრამ რად გინდა? დანარჩენი კი ჩემი აზრით მოედანზე გადიან იმიტომ რომ სხვა არაფერი იციან ( თუმცა არც ამ მოედანზე უქნია ღმერთს).
საერთოდ თუ სპორტის ამ სახეობაში რამის კეთება გვინდა, უნდა ავიღოთ ისლანდიის მაგალითი.
Walter White
13 სექტემბერი 2023 14:52
13
სვანაძე მგონია რომ კარგი კანდიდატურაა, ცხადაძეზე რა აზრის ხართ, ძალიან ცოტა ხნით იყო ნაკრების მწვრთვნელი ალბათ ხასოვთ, კობიაშვილმა გაუშვა ნაკრებიდან, იმ კობიაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტობას და პარლამენტარობას ორივეს ერთად რომ ითავსებს, პარლამენტში პულტის ფუნქცია აქვს და ფედერაციაში საკუთარი საძმაკაცო
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 14:49
25
ირაკლი-ს
სვანაძე რით გგონია კარგი კანდიდატურა ? კაცი მეორე ნომრად ათამაშებს თავის ნაკრებს( გიბრალტარს და მოლდოვას არ ვგულისხმობ , ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებებს ვგულისხმობ ) ყოველთვის , რაც ისრაელთან მარცხის მიზეზი იყო . ახალგაზრდული ასაკიდან ,,მშიშარა" ფეხბურთელებად აყალიბებს ბიჭებს - ეს ესპანეთია , ის გერმანიაა, ბელგიაა და ა.შ. ანუ ამბიციას უკლავს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშისას . სპორცმენი ამბიციური და მეომარი უნდა გაზარდო , მებძოლი და არაფრის დამთმობი სპორტულად . ესენი კიდევ , ჩასვრილი მენტალიოტეტით ათამაშებენ ახალგაზრდობიდანვე და რაც გამოდის ვხედავთ. ცხადაძე მარტო იმით მირჩევნია ამათ , რომ ამბიციურია და ნაკლებად თმობს რაიმესწ . შეტევას ათამაქშებს . ქართული ფეხბურთი შეტევის გარეშე არ არსებობდა და არც იარსებებს . ამაში ვინც უნდა მედავოს . მითამაშია , მიფიქრია , ვფიქრობ ( ნეტავ შემეძლოს არ ვიფიქრო -გასკდა გული ) და ასეთ აზრზე ვარ .
gpi
13 სექტემბერი 2023 16:47
2
ყველაზე საოცარი ის არის, რომ ისეთი ხალხი აკრიტიკებს და თან თავიანთ ნეაპოლში გულაობას ამადლის ვინც ხვიჩამდე ფეხბურთი საერთოდ რა იყოს არ იცოდა და პირველად სტადიონზე ნაპოლი-სამპდორიას თამაშზე იყო. ზუსტად მაგ ხალხს გონია, რომ ხვიჩამ 11 კაცს მარტომ უნდა სდიოს, ბურთი წაართვას და შემდეგ ეს 11 კაცი მარტომ მოატყუოს და ცარიელ კარში გაიტანოს გოლი. ან ეს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გამაერთიანებლის და აღმშენებელის ტვირთი რატომ აჰკიდეთ 22 წლის ფეხბურთელს ??? რუბინში თამაშის დრო მოღალატე იყო და ეხლა გახდა მთავარსარდალიი ????? იქნებ იმის ძახილით, რომ "შენ ხარ ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენს ცხოვრებაში" და "მთელი ერი შენ შემოგყურებს თვალებში" ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ამ ბიჭს და ხელს უშლის თამაშში. არ დაფიქრებულხართ მის ხასითზე, ის ხომ რონალდუს ან იბრაჰიმოვიჩის ფსიქოტიპი არ არის და იქნებ ვერ უძლებს ამ ყველაფერს?! ან იმაზე, რომ აკრიტიკებთ ხელფასის მომატებას რატომ ითხოვსო და ფულზე დახამდა და მაგიტო ვერ თამაშობსო და მაგალითებად ძველი თბილისის დინამოს ფეხბურთელები მოგყავთ. თუ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არაბეთში გარბიან სწორედ ფულის გამო, თუ გუნდში თითქმის ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, თუ დიეგო დემე რომელსაც აღარც ახსოვს ბოლოს როდის ითამაშა მასზე 3 ჯერ მეტი ხელფასი აქვს, კვარამ მეტი რატომ არ უნდა მოითხოვოს??? სხვის ფულს რატომ ითვლით???
H
13 სექტემბერი 2023 14:47
1
მამარდამ გრძელი პასების სიზუსტეზე და საერთოდ ფეხით თამაშზე უნდა იმუშაოს..
მამუჩა საზანოვი ლოჩოშვილი აზაროვი
ქოჩორაშვილი კიტე ჩაკვე
მიქაუტაძე კვარა
ბუდუ...
ასევე აუცილებელია ალთუნაშვილი,გელაშვილი,არაბიძე დავითაშვილი გაგნიძე და სხვებიც გამოვიყენოთ ცვლილებებზე..
5 მცველით შეუძლებელია პრესინგით მოედნის მეორე ნახევარზე თამაში და ამიტომ ჩავფლავდით პლუს დაცვის ხაზის კატასტროფული სტატისტიკა ნაკრების თამაშებში,
რაღაც კაპიტანი და მწვრთნელი ვერ სძენს განწყობას გუნდს და ეს აშკარად ეტყობა თამაშის ხარისხს, თითქოსდა რგოლებს შორის კავშირი უნდა იყოს მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ...
აიაქსი,ბორდო,ვალენსია,ლევანტე,ნაპოლი,შახტარი,შტურმი,უტფორდი,ტორინო და ასე შემდეგ ალბად ვერ გაუგია ბევრს რა პრეტენზია უნდა ქონდეს ჩვენს ნაკრებს და რა გვაქვს მოცემულ რეალობაში..
პრეტენზია მხოლოდ მწვრთნელზე და ფედერაციაზე თუ გვექნება...

შავი კაცი
13 სექტემბერი 2023 14:42
2
როდესმე ფედერაციის საქმეებით დაინტერესდება ვინც საჭიროა ის ???
?
13 სექტემბერი 2023 14:41
2
უმწვრთნელოდ უკეთ ითამაშებენ თუ ფედერაცია არ ჩაერევა თან
ზურა
13 სექტემბერი 2023 14:37
2
არაა კარგი მწვრთნელი!!!
beqa
13 სექტემბერი 2023 14:25
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული