"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს მადლიერების სიტყვებით დაემშვიდობა, რომელმაც მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

"თქვენდამი ჩემი მადლიერების გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რაც ამ სპორტის სახეობისთვის, ამ გუნდისთვის, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასოდეს არასოდეს არ იქნება დავიწყებული. ჩვენ მუდამ დავაფასებთ იმ 8 წელიწადს, რომლის მანძილზე ერთად ვიმუშავეთ და ისტორიაში საუკეთესო პერიოდად დარჩება. თქვენ მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით.

თქვენ ჩვენ ყოველივე საუკეთესო მოგვეცით და მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი დასრულდა, ჩვენი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ჩვენ თქვენ
გვიყვარხართ, პატივს გცემთ და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენს შესანიშნავ ოჯახს. ძალიან მიყვარხარ. შენი კაპიტანი და რაც მთავარია - შენი მეგობარი!", - გამოაქვეყნა შენგელიამ პოსტი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

altსაქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

altზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

altზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

altილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული

მკითხველის კომენტარები / 9 /
წესით ზუროსმა სხვა ნაკრებით ოლიმპიადა უნდა მოიგოს, ევროპა და მსოფლიო უკვე მოგებული აქვთ ჩვენს ყოფილ მწვრთნელებს:))))
აშკარად პოზიტიურად ფასდება მისი მოღვაწეობა, იმედია გაგვიგებს ჩვენც რომ მეტს ვითხოვდით, მადლობა ჩემგანაც!!!
ზურა
15 სექტემბერი 2023 11:55
1
ძალიან შეზღუდული რესურსების და ხშირი ტრავმიანობის ფონზე,ზუროსმა პრაქტიკულად მაქსიმუმი გამოწურა ჩვენი ნაკრებისაგან.რა თქმა უნდა, მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს მისი სანაკრებო მოღვაწეობა და დიდი მადლობაც დაიმსახურა,თუმცა ნაკრებისათვის ახალი ხედვების შეტანაც აუცილებელია,ალბათ ნაკრების შემადგენლობაშიც თაობების ცვლა დაიწყება და ახალი თვალია საჭირო,ამ პროცესის ჩასატარებლად.დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი და ზუროსის მემკვიდრესაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ
სოსო
14 სექტემბერი 2023 23:41
1
ზუროსი, ჩემი აზრით, ცალსახად პოზიტიური ეტაპია ქართულ კალათბურთში (ჩაგდებული ევტობასკეტის მიუხედავად)! თაობათა ცვლა, ძირითადი შემადგენლობიდან 3-4 კაცის წასვლა ადვილი არ არის და ეს ეტაპი ამ კაცის ხელში წარმატებით გაიარა ჩვენმა ნაკრებმა. Მადლობა მას ერთი გულშემატკივრისგან- ყოველთვის გულით ეკიდებოდა თავის საქმეს და ნაკრებს! თუმცა, ისიც მართალია, რომ ცვლილებების დროა. Წარმატება ზუროსსაც და ჩვენს ნაკრებსაც, ამჯერად უკვე ცალ-ცალკე!
მასტერს
14 სექტემბერი 2023 22:40
2
მადლობა ზუოსს ,კაცი რომელმაც მსოფლიო თასზე წარადგინა საქართველო .
რონა
14 სექტემბერი 2023 21:02
2
რა თქმა უნდა მადლობა ეკუთვნის ზუროსს და წარმატებები მომავალში... მაგრამ ძლივს რა ძლიივს! რა ნელი ერი ვართ ზოგადად 7-8-12 წელზე ნაკლები არცერთი მმართველი ორგანო არ რჩება სათავეში მიუხედავად შედეგებისა, მთავრობიდან დაწყებული და გაგრძელებული...!
რუსთავი
14 სექტემბერი 2023 20:47
10
ერთადერთი უცხოელი სპეციალისტია, რომელიც ძალიან განიცდიდა კარგსაც და ცუდსაც, თითქოს მისი სამშობლო იყო, მადლობაა!!!
აჩი**
14 სექტემბერი 2023 20:42
2
ამ დროს კოკოშკოვი ნუ დაგვავიწყდება
ემიგრანტი
14 სექტემბერი 2023 21:41
2
Ευχαριστούμε πολύ κύριε Ζουρόφ, μπλέξατε στην υπόθεση σαν Γεωργιανός, μας χαρήκατε και μας πονούσατε, ευχαριστώ
აჩი**
14 სექტემბერი 2023 20:40
0
დიდი მადლობა ბატონო ზუროსო, ქართველებისთვის გაწეული ამაგისთვისო( მეტი ვერ გავიგე, დაახლოებით ეს წერია )))))
გ.შ.
14 სექტემბერი 2023 21:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული