ვილი სანიოლი: კვარაცხელიასთან რამდენიმე ეპიზოდი განვიხილე, მეტს არ დავაკონკრეტებ - კვიპროსთან დილემა მაქვს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ტაილანდის 8:0 დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მიქაუტაძის საკლუბო მდგომარეობა ახლა რთულია, თუმცა ფეხბურთელები ამას არ უნდა გაექცნენ. იმედია, "აიაქსში" დარჩება და თუკი მუშაობას გააგრძელებს, თავის შანსს აუცილებლად მიიღებს და გამოიყენებს.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან რამდენიმე სათამაშო ეპიზოდი განვიხილე. მეტს არ დავაკონკრეტებ. ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ეს დეტალები იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს. მას რთული სეზონი ელოდება "ნაპოლიში" და ასეთ დეტალებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს. ისე კი, ახლაც შესანიშნავი
ფეხბურთელია.

ევროპულ ჩემპიონატებში ფიზიკურ მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობა და გუშინ ეს აღვნიშნე. შეამჩნევდით, ჩაკვეტაძე ბურთს უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. დღეს ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტი შრომაა საჭირო.

მიხარია, რომ ამდენი გავიტანეთ. მეტიც შეგვეძლო. დავალებებს სწორად და პროფესიულად მივუდექით. ზივზივაძე შეხვედრაში კარგად ჩაერთო. მიქაუტაძის მსგავსად, კლუბში ისიც ცოტას თამაშობს. კვირას, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე ერთ-ერთი მათგანი იქნება და ეს დილემა მაქვს.

გუშინ ასე მქონდა დაგეგმილი, რომ სიგუა დაიწყებდა და 45 წუთს ითამაშებდა. ბოლო ვარჯიშზე კმაყოფილი არ დავრჩი და გადაწყვეტილება შევცვალე. ის ახალგაზრდაა და დიდი დრო აქვს, ისწავლოს და ჩვენს ტაქტიკურ სქემას მოერგოს. ამ ეტაპზე ჯობია, მის განვითარებას მეტი სიფრთხილით მივუდგეთ. დღეს 35 წუთი ითამაშა და მისით კმაყოფილი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
Ლაშა 30 წელია ფეხბურთ ვუყურებო იძახი და გგონია უკვე ყველაფერი იცი ფეხბურთში?
Რაც შენ ფეხბურთს უყურებ(30 წელი) ხალხი წყალში ჩაყვინთული სძლებს.
Რა მოიგო რა წაგო ვიცით,როდის კარგად თამაშობდა ნაკრები ეგეც ვიცით,მაგრამ ნაკრებს მწვრთნელის ხელი რო არ ეტყობა ეგეც ვიცით.რამე ტაქტიკა გინახია ამის ხელში,რამე თამაშის დროს ცვლილება ტაქტიკაში შეგიმჩნევია?ეს სამმცველიანი ტაქტიკა გავიგეთ,რამე თამაშის დროს კარდინალური ცვლილება თამაშში შეგიმჩნევია?
Ასე რო ჯერ კიდევ ბევრი გაქ საყურებელი ლაშა.
Ლაშას
13 ოქტომბერი 2023 15:29
1
თვითონ ამბობ, რომ 3 მცველიანი ტაქტიკა სანიოლმა დაამკვიდრა. ესპანეთტან ათამაშა 4.4.2 შვეციასთან ვითამაშეთ 4.5.1 ეს ზოგადად. არავინ ამბობს სანიოლი მაგარი ტრენერიაო. მაგრამ მარტო მაგის ბრალიც არ არი. ფეხბურთელებიც არ გვივარგა, ფედერაციაც უვარგისია და ფეხბურთში მოღვაწე ხალხი კიდე უვიცი. ჰოდა, ეხლა გულშემატკივარი ვერ გადავა მოედანზე, წაგება ჩაგვეთვლება.
იგორკიო
13 ოქტომბერი 2023 16:49
0
რეკორდები კი დაირტყა და რას ერჩი! ესპანეთი 7-1 რეკორდი, ტაილანდი 8-0 რეკორდი! სტატისტიკის რეკორდებიც, რომ მიუმატო ამან უნდა თქვას რეკორდსმენი ვარო!
მწვრთნელი
13 ოქტომბერი 2023 14:36
0
სად მოიყარეთ ამდენმა "ლუზერმა" თავი. სანიოლს ასწავლით ფეხბურთს :))))))))
ჯარჯი
13 ოქტომბერი 2023 13:40
8
ასე იცის ცხოვრებაზე რომ გამწარებული ხარ კაცი :))))
გიგი
13 ოქტომბერი 2023 14:03
2
ეს უვიცი მეგონა და აფერისტი ყოფილა. გვაბოლებს, რომ ხელფასი შეინარჩუნოს. ფედერაციას რამდენს უბრუნებ, ვილი?
გიორგი
13 ოქტომბერი 2023 13:09
6
კაი რა სანიოლი რაის მწვრთნელი ხარ შენ ისე ლაპარაკობ კვარაცხელიასაც არ გამეიძახებ ნაკრებში რა ექსპერიმენტა ხარ წადი შენი რა მოცილდი ნაკრებს
ბუხუტი
13 ოქტომბერი 2023 13:05
6
ვილი შენამდეც ლაპარაკობდნენ ქართველი ფეხბურთელების ფიზმომზადების არასაკმარის დონეზე და ამ კომპონენტს არაფერი ეშველა და შენ მაინც ნუ დაკარგავ დროს ამ თემაზე მსჯელობით და ეცადე იქნებ ტაქტიკურად მაინც განავითარო ნაკრები
1.2.3.4.5.6.
13 ოქტომბერი 2023 12:57
1
Შენ ეტყობა დილიდან წნევა გარე ქვს.კუამლესა მიიღე ყოველდღიურად სანამ ექიმს ეჩვენები.მერე ისე მოიქეცი როგორც ექიმი გეტყვის.
Ეს ზედმეტი ქება დიდება რო ღუპავს ადამიანს საერთოდ თუ გაგიგია? აღიარეს და გადააღიარეს ეგ იყო გუშინდელი დღე.იცი რამდენი მინახია რო აღიარეს?
მე ვიძახი კვარას არა აქვს დარტყმა(უდარი).წელში მოხრილი და გაშლილი ფეხით რაღაცნაირად ურტყავს და მაჩვენეთ ერთი ძლიერი დარტყმა თუნდაც ისეთი ჩაკვემ ყაზახებს რო დაურტყა.ანანიძეს,იმ სიფრიფანა კაცს უფრო ჰქონდა დარტყმა.
Რაც შეეხება დრიბლინგს და ფაფხურს-რომელ ტაილანდენ ფეხბურთელს გასცდა დრიბლინგით?რაღაც რო ვერ გამოსდის და აჭრილი დარბის თუ ატყობ?
წნევა-ს
13 ოქტომბერი 2023 12:46
6
მაგარი წამყვანები გყავს სად ნახეს სანიოლი სირბალა მოუგეს ტაილანდს პროფესიულად მივუდექიო მაფია
dddd
13 ოქტომბერი 2023 12:11
0
ეხლა ლიხტენსტაინს ვხდებიტ და მერე ნახეტ სანიოლი რას იზამს კვირკველია ვერ ხვდება რომ წავიდეს და ვერც კასია
dddd
13 ოქტომბერი 2023 12:02
2
კვარა ერთი ჩვეულებრივი მენტალობის ქართველი აღმოჩნდა რომელიც ნიჭს არ იყენებს.სხვა ახსნას ვერ ვხედავ როდესაც ვადარებ შარშანდელ კაშკაშა ხვიჩას და ახლანდელ უსახო ფეხბურთელს.თუმცა იშვიათად ამ ნიჭს გამოაჩენს ხოლმე.ნუთუ მშობლები ან ის გაბღენძილი ჯუღელი ვერ ურჩევენ თავდადებით დაიწყოს ვარჯიში.არადა მეგონა საქართველოში ფეხბურთის სიხარული დაგვიბრუნა.
ამაშია საქმე
13 ოქტომბერი 2023 11:59
7
ერთი "ჩვეულებრივი მენტალობის ქართველი" ხარ შენ, და შენნაირები კიდე, რომლებიც ვერ ქაჩავთ და არც მიგასუნინებენ ნაპოლიში და ევროპულ ორგანიზაციებში არასდროს. ხვიჩამ ეგ მთელი "აზროვნება" უკვე თავზე გადაგახიათ წინა სეზონში და მაინც ბუყბუყებთ. ცოტა ნამუსი იქონიეთ, მთელ თქვენ ჩასვრილ თაობას რომ არ ღირსებია იმას გაღირსათ და რაც აქამდე არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია. უმადურებო, და კიდე "ჩვეულებრივ ქართველს" ეძახი იმიტომ რომ თქვენნაირი არ არი და თქვენნაირად არ ჩაისვარა. მაგდენი აზროვნებაც ვერ გიჭრით ვერაფერს ვერ ამჩნევთ და ვერც ხვდებით რას ლაპარაკობთ და რას არა
Bidzia.
14 ოქტომბერი 2023 00:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული