ხვიჩა კვარაცხელია: უკვე მარტის საპლეიოფო მატჩებისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
კვიპროსთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პირველ არხთან" ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა:

"სასიამოვნოა, როცა შენს ქვეყანაში თამაშობ და გოლი გაგაქვს. ვეცდები, გულშემატკივრების გულები მუდამ გავახარო. მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეში ცუდი სანაკრებო მატჩები გვქონდა, მაინც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს

ტაილანდთან ამხანაგური მატჩი კვიპროსისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ვაპირებთ, შემდეგშიც ასე გავაგრძელოთ, უკვე მარტის საპლეიოფო მატჩევისთვის ვემზადებით".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო, აქტიური მონაწილეობა კი ოთარ კიტეიშვილის გოლშიც მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩას ვენაცვალე, მარტამდე ნოემბერი არ გვიწევს?!...
დდდ
15 ოქტომბერი 2023 21:35
4
ძველი ხვიჩას აჩრდილი ხარ..... რა დაგემართა ალბათ ვერავინ ხსნის. ეს რასაც თამაშობ ეს არაა ის რის გამოც ხალხმა შეგიყვარა.. მოძრაობაზეც გეტყობა რომ სულ სხვაგან ხარ.. დაიკელი წონაში და მიხედე თავს
რონი
15 ოქტომბერი 2023 21:30
25
მხედველობა შეიმოწმე და მის წონაზე მერე ისაუბრე კლავიატურის ლომო. მსოფლიო პრესა წერს მასზე და გამომიხვედი აქ ექსპერტი. თურმე ვერ თამაშობს კარგად. ოქროს ბურთის ნომინანტებშიც პროფესიონალებმა მოახვედრეს, შენნაირებს კი არ მოუხვედრებიათ. სამივე გოლი მან შექმნა გუშინ და მეტი რა უნდა ექნა ჩვენნაირი ნაკრებით?
წონა კი არა პირიქით ბევრად გამხდარია, კიდე ჭირდება კუნთის მასა. არაფერი გესმით არც ფეხბურთის არც ფეხბურთელების, უბრალოდ ჩასაფრებულები ხართ. გოლს რომ გაიტანს და კარგად ითამაშებს აღარ გაქვთ ჩასაფრების საბაბი და მერე სისულელეებზე და აბსურდებზე გადადიხართ მაგალითად წონა აქვს, ვინმე ბავშვს არ გაუღიმა, გოლი ასე არ უნდა აღენიშნა და ეგეთ პრიმიტივიზმზე გადადიხართ რადგან თავად ხართ პრიმიტიულები.
?
16 ოქტომბერი 2023 09:45
5
მეც მასე მგონია, უმეტესობას თამაში არ უნახიენ და პროსტო მწერლობენ, რაც მმეხასიათებენ გუნებაში იმას გადმოარაკრაკებენ! როის აწონეთ ბიჯო ხვიჩა, რაის წონა აქ მომატებული, რას ბოდავთ? ფეხბურთს უყურეთ ჩემო ბიძიებო, ფეხბურთს!
გურიიდან
16 ოქტომბერი 2023 08:29
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული