"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"კიტეიშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს, ასეთ დროს სიფრთხილე და დასვენებაა საჭირო, დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღიდგენს და მოედანს მალე დაუბრუნდება, ხოჭოლავაც ტრავმირებულია, მას მუხლის პრობლემა შეექმნა და კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, დამატებითი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მივიჩნიე, რომ მოახლოებული მატჩებისთვის ფიზიკურად გადაღლილი იქნებოდა და
მისი დასვენება გადავწყვიტე. საბა შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

სამწუხაროდ ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვს საკუთარ კლუბებში თამაში ხშირად არ უწევთ, აუცილებელია, რომ ეს პრობლემა გამოასწორონ, რათა პროგრესი გააგრძელონ. იმედი მაქვს არ დანებდებიან და მათი სიტუაცია შეიცვლება.

წიტაიშვილის პოზიციაზე დიდი არჩევანი გვაქვს. აზაროვმა და შენგელიამ კარგად ითამაშეს, ნაკრებში ლევანმა ბოლო ორ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგისთვის ნაკრების კარი ღიაა.

გაბრიელ სიგუასთან მიმართებაში შესაძლოა შეცდომა დავუშვი, რადგან ვთქვი, რომ ტაილანდთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, თუმცა ვარჯიშზე ტაქტიკური გეგმა შევცვალეთ და გაბრიელი ტაქტიკაში ვერ ჩაჯდა. ცხადია, სიგუა ნაკრების მომავალია, თუმცა უნდა გაიზარდოს და გარკვეულ ასპექტებში თამაში გააუმჯობესოს, მას განსხვავებული თვისებები აქვს.

უკვე დიდი ხანია, რაც ნაკრებში ხვიჩა ცენტრიდან მოქმედებს, ეს მის შედეგიანობაზეც მეტყველებს, ბოლო პერიოდში "ნაპოლიშიც" ამ პოზიდიიდან თამაშობდა, ამიტომ გასაკვირი არაფერია. ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებისთვის, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელია. შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომლის წყალობითაც "კვარას" დაცვითი სამუშაოს შესრულება და დიდი ენერგიის დახარჯვა არ მოუწევდა. ხვიჩა თავს საუკეთესოდ იმ პოზიციაზე წარმოაჩენს, სადაც ჩვენ დავაყენებთ.

ქართულ საკლუბო ფეხბურთს თვალს ვადევნებ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა. თუ ქართული კლუბები წარმატებას მიაღწევენ და ევროთასებზე იასპარეზებენ, ეს უპირველესად ნაკრებს წაადგება. ქართული გუნდები ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ, თუმცა ეს მარტივი არაა", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ევკრიტე, ჩივაძე ცოვხალია, რა ძვლებზეა საუბარი?
შალვა
30 მაისი 2024 16:19
0
ამ ორ, „ამხანაგურ“ თამაშში მაინც უნდა ეცადა, რომ დაცვის ცენტრი შეეეცვალა - ესპანეთთან, ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და თუნდაც იმავე კვიპროსთან „ძველები“ სავალალოდ გამოიყურებოდნენ - ამ დაცვის ცენტრით (რატომ საფლავში არ ტრიალებენ იამანიძის, ხურცილავას, ხინჩაგაშვილის, ჩივაძის და თუნდაც ცხადაძის „ძვლები“?) „ერთა ლიგაზე“ ჩვენი შანსები განწირულია - მაგრამ ეტყობა, რომ ვერ ელევა „ინერციას“ ვილი და ფედერაციასაც იმდენი აქვს „ნაჭამი“, რომ 1-7_ის შემდეგაც არ რეაგირებს, საერთოდ!

ძირს - ფედერაცია, ძირს - სანიოლი და რაც მალე, უკეთესი!
ევკრიტე
16 ნოემბერი 2023 03:44
2
დაცვაში ხო ან კარში დააყენე. შე შტერო.
ნოდარი
14 ნოემბერი 2023 19:03
3
როგორი საქმიანი და ჩაფიქრებული სახეები აქვთ))))
არლეკინო))
14 ნოემბერი 2023 16:28
1
ლორია კასო კვირველია კობახიზე კვეკვე აბურჯანია ყაზა ვოლკოვი მამუჰა მექვაბა და ლადო დვალისვილი დავიმატოტ და ვერავინ ვერ მოგვიგებს
dddd
14 ნოემბერი 2023 16:14
2
ეს და გარსია ერთ ნავშია ვატყობ...კაკულია ვიყო
bujanga
14 ნოემბერი 2023 12:13
2
სანამ ასეთი უჯიგრო, უმარილო, უსისხლო, ჯიბრიანი ხალხი იქნება ფედერაციაში, მანამდე ქართულ ფეხბურთს განვითარება არ უწერია, და მითუმეტეს ნაკრებს! აშკარაა რო სანიოლი ვერ ერკვევა ქართველ ფეხბურთელებში ან რანაირად უნდა ერკვეოდეს ეხლა ჩვენც არ ვიყოთ ხორვატია ან ბელგია, ასეულის ბოლოში მოჩანჩალე ქვეყნის ფეხბურთელები საიდან უნდა იცოდეს ფრანგმა კაცმა? სიას უდებენ და ეგაა! ზოგს პირადი ინტერესების გამო არ იძახებენ, ზოგს იმიტო იძახებენ რომ სატრანსფერო სივი გაუკეთონ ნაკრებში გამოძახებით , პრივილეგილებული ახალგაზრდები, რომლებიც ფეხბურთის თამაშით ვერა და ნაცნობობით აშკარად წინ არიან წამოწეულები! 25 წელია რაც ვუყურებ ჩვენ ნაკრებს და რა და როგორ იყო ეგ ყველამ ვიცით, უბრალოდ ყოველთვის მქონდა შეგრძნება ისეთი რომ , ოპტიმისტური! თამაშის წინ ვისაც არ უნდა შევხვედროდით მაინც ჯიუტად მჯეროდა რო დღეს აუცილებლად მოვიგებდით , ანუ ყველა მარცხის შემდეგ , ახალ თამაშის წინ მქონდა იმედი რომ სასწაულს გავაკეთებდით და მოვიგებდით, მაგრამ რა ხდება ეხლა ? უკვე კაი ხანია აღარ ვიტყუებ თავს , ამ ფეხბურთელების სიას რომ ვუყურებ ყოველ ჯერზე უკმარისობის და უსამართლობის განცდა მაქ! ეს ის შემთხვევა არ არის , “რა ვქნა ძმაო , ნაკრები რეზინის ხომ არაა, ყველა რომ გამოვიძახობდა ვათამაშო” ანუ აქ სხვა ამბავია, არასპორტული მიზეზებია და ესაა პრობლემა! კომენტარებს თუ გადახედავთ 80% ყველა გულშემატკივარი ერთიდაიგივეს წერს, მაგრამ მერე ტელევიზიით გამოჯდება ვიღაცა ვეტერანი ან რომელიმე პროლიცრნზიის მწვრთვნრლი და მოყვება დაწყნარებული სახით რომ აი გულშემატკივარო რო ესე ფიქრობს და არაპროფესიონალი როა ვერ ხვდება და ჩვენ როცა მთელი ცხოვრება ამ საქმეს შევალიეთ გვაცალეთ , შიგნიდან სხვანარად ჩანს და ასეთები!/ მე გეტვით ერთ რამეს! თქვენ რო მართლა პროფესიონალები იყოთ ქართული ფეხბურთი ასეთ ჭაობში ბოლო 30 წელი უბრალოდ ვერ იქნებოდა და პროლიცენზია და ვეტერანობა არაა საჭირო იმ პრობლემების დასანახავად რაც დღეს ხდება!/ მე ამ ფედერაციას ვერასოდეს ვაპატიებ საქართველო-მაკედონის დროს რაც იკადრეს! მაგ თამაშის მერე ფედერაციიდან უნდა გამოგვეყარა სუყველა!
Vasili
14 ნოემბერი 2023 10:47
2
სანიოლიმ არა, სანიოლმა. გვარის ორიგინალია Sagnol, ი სახელობითი ბრუნვის სუფიქსია, ქართულის, შესაბამისად ბრუნვისას იკვეცება.
დათო
14 ნოემბერი 2023 08:16
0
Sagnol merde
გიორგი
14 ნოემბერი 2023 00:35
4
მეკარე გვყავს, ფლანგებზე გვყავს, კვარა გვყავს, აბა ვინ არ გვყავს ხომ ვერ გვეტყვით? სფფ და მწვრთნელი მგონი
თენგო
14 ნოემბერი 2023 00:02
6

სიახლეები პოპულარული