ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ეროვნულმა გუნდმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო.

13 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე საწვრთნელ პროცესს 14 ნოემბერს შეუერთდებიან. ტრავმის გამო შეკრებას გიორგი სიგუა გამოტოვებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს ვალიადოლიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ეროვნულ გუნდში
ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა ხვალ ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით, მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის".

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის პლეი-ოფამდე".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიგუამ დაადო ვილის))))
ტრამვაის მძღოლი
14 ნოემბერი 2023 16:24
2
დამალეთ მაინც ეს კვირკველია და კაშია, ფოტოზე ნუ აყენებთ წინა რიგში. გულშემატკივარს ნუ აღიზიანებთ!
ერთმა თავის კარში გაიტანა ბურთი. მეორეს საბედისწერო შეცდომის მერე კლუბმა გოლი გაუშვა. ამას ეძახის საკლუბო პრაქტიკას ეს ფრანგი ხეპრე (აქამდე არ მოიხადა ბოდიში 1:7) !
გია_544
14 ნოემბერი 2023 15:23
5
სანიოლმა კაი საქმე გაწია, ამოწია და შემოიკრიბა პერსპექტიული ფეხბურთელები.
სხვა ახალი არაფერი გაუკეთებია,
ჯერ ერთი კომბინაცია მაგისგან მოხაზული, არ არსებობს, ვერც ტაქტიკა, შეცვლები, საერთოდ ფეხბურთი ვერ ვნახე მაგის ხელში
თენგო
14 ნოემბერი 2023 10:55
1
გაუშვით სანიოლი. გარსია უკვე საფრანგეთშია.
ქ. გ.
14 ნოემბერი 2023 00:53
8
არველაძე გამახსენდა))) ეჰ,,,,,
ტრავმიანი ჯანმრთელი
13 ნოემბერი 2023 23:23
2
არაბიძე დაიმატეთ! არაბიძეეეეეეეეე!
მწვრთნელი
13 ნოემბერი 2023 22:20
3
საოცარია 18 წუთი ითამაშა და გააგდეს ტრავმის მიღება სად მოასწრო?
Givi
13 ნოემბერი 2023 22:14
0
მეც დავფიქრდი სად მოასწრო მეთქი. ალბათ გასახდელში. კლუბი არ უშვებს ფაქტია.
თაზო
14 ნოემბერი 2023 01:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული