სავარაუდო შემადგენლობა შოტლანდიასთან - როგორ ხასიათზეა "მამარდა", რას ცვლის ხვიჩას ფორვარდობა და რა როლი ექნება კვეკვესკირს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით ორ შეხვედრას ჩაატარებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, მატჩები არაფერს ცვლის, მაგრამ ეს ეროვნული გუნდია, რომლის მაისურით თამაში ნებისმიერ შემთხვევაში საპატიოა; გარდა ამისა, გვსურს, შოტლანდიის ნაკრები თბილისში კიდევ ერთხელ დავამწუხროთ, "წყალბურთში" ბოლო დაპირისპირებისთვისაც ავიღოთ რევანში; ესპანეთთან განადგურებაც (1:7) "ჩამოსარეცხი" გვაქვს, ამავდროულად კი, მარტისთვის უნდა ვიფიქროთ, სადაც დიდი ალბათობით, ლუქსემბურგელებს ევროპირველობის საგზურისთვის (პირველ ეტაპზე) შევეცილებით...

Sportall.Ge

ვილი სანიოლის არჩევანის პროგნოზირება რთული კატეგორიი
დან არაა და როცა ჩვენ სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ, ის, ფაქტობრივად, მთლიანად ემთხვევა სასტარტო თერთმეტეულს. ამ საკითხზე კამათი და მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავია. საბოლოოდ, ყველაფრის განმსაზღვრელი შედეგებია. ყველამ ვცადეთ, მაგრამ თავის მოტყუებას არ ვაპირებთ - სანიოლი კონტინენტის პირველობაზე გასვლას "ძველი გვარდიის" გავლით აპირებს. თუკი უახლოეს შეხვედრებს გაზაფხულის გენერალურ რეპეტიციად განვიხილავთ, მაშინ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ საშინაო მატჩში (შოტლანდიასთან) უფრო შეტევაზე ვიფიქრებთ, ვიდრე სტუმრად (ესპანეთთან). შემადგენლობაც აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს. ჯერ 16 ნოემბრის შეხვედრაზე ვთქვათ...

მეკარე

გიორგი მამარდაშვილს უნარი აქვს, წარუმატებელი შეხვედრები მალე დაივიწყოს და უკეთესი დაბრუნდეს. მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების შემდეგ მას კვლავ ამის გაკეთება მოუწევს. შემადგენლობაზე მსჯელობისას მუდმივად ვუთითებთ, რომ მნიშვნელოვანია, გუნდის შიგნით რა ატმოსფეროა. თუკი ფრანგი სპეციალისტი ჩათვლის, რომ "მამარდას" ახლა დასვენება უფრო სჭირდება, მაშინ არც ლუკა გუგეშაშვილისთვის შანსის მიცემას გამივრიცხავთ, რომელიც იერარქიით მესამე მეკარეა.

დაცვა

რა თქმა უნდა, სანიოლი 3-მცველიან ტატქიკას არცერთ მოცემულობაში არ შეცვლის. ახლა მსჯელობა იმაზე შეიძლება, მიეცემათ თუ არა დრო ივა გელაშვილსა და სანდრო კალანდაძეს. იმ ფონზე, როცა საზონოვი 21-წლამდელთა ნაკრებშია, ხოჭოლავა კი ტრავმირებულია, კვირკველია-კაშია-ლოჩოშვილის ტრიო ამ ეტაპზეც და გაზაფხულზეც სასტარტოში ყველაზე რეალურ კანდიდატად იკვეთება.

ფლანგები

ოთარ კაკაბაძე გასულ თვეში გუნდს ძალიან დააკლდა, რადგან სხვა კვალიფიციური მარჯვენა მცველი, რომელიც დაცვით ფაზაში წარმატებული იქნება, სიაში არ იყო. ეს გვაფიქრებინებს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ახლა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ამავდროულად, ნაკრებში დაბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც "ბარსელონას" წინააღმდეგ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მშვენიერი იყო. სანიოლს, წესით, მოაზრებული უნდა ჰქონდეს, ამ ორი ფეხბურთელის დროს როგორ გადაანაწილებს.

რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ვილის ლევან შენგელიას თამაში მოსწონს, გასულ სანაკრებო შეხვედრებში მან გაიტანა კიდეც. იმ ფონზე, როცა კარგ სათამაშო ფორმაში მყოფ აზაროვს ბოლოს ტრავმის გამო ცოტა გაუცდა, წინ კი ესპანეთთან სტუმრობაცაა, სქოთებთან შენგელია რომ ვიხილოთ, სავსებით რეალურია.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა

კიტეიშვილი ტრავმირებულია. ბოლო მომენტში სიგუას თამაშიც გამოირიცხა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კვეკვესკირს ახლა ძირითად შემადგენლობაში ვნახავთ. ნიკას აქვს უნარები, რაც ჩვენ ნაკრებს სჭირდება, თუმცა მისი საუკეთესო წლები უკვე გავლილია, ფაქტია. თუკი "კვეკვე" ითამაშებს, სათამაშო კომპონენტებიდან გამომდინარე, მასთან შეწყვილების შანსი ალთუნაშვილს უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე ქოჩორაშვილს. ეს დეტალები სავარჯიშო პროცესში გამოჩნდება.

შეტევა

გიორგი ჩაკვეტაძე ტაილანდსა და კვიპროსთან ახალ ამპლუაში ვნახეთ, რამაც გაამართლა - ის ნახევარდაცვასა და შეტევას შორის მოძრაობდა. წესით და რიგით, ახლაც 3-4-1-2 ტაქტიკა უნდა ვიხილოთ, შეტევაში კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად რომელიმე ცენტრფორვარდი ითამაშებს. ფორმის მიხედვით, ეს დავით ვოლკოვი უნდა იყოს, თუმცა ვიცით, რომ გიორგი მიქაუტაძესა და ბუდუ ზივზივაძეს ცუდი საკლუბო პერიოდის დროს "ჯვაროსნებში" მაქსიმალურად ეხმარებიან. სანიოლმა კი თქვა, რომ "კვარა" წინა ხაზზე უკეთესია, თუმცა ტაილანდელებთან ამ პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილი მოგვეწონა, რომელიც ამ რეალობაში ძირითად თერთმეტეულში ვერ ითამაშებს, კვარაცხელიას კი მინდვრის სიღრმეში თამაშის, დრიბლინგებისა და სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის საშუალება ნაკლებად ექნება!..

altტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ეროვნულმა გუნდმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

alt"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპირველობის გზაზე - მეტოქეები შეიცვალა, ბერძნებს კვარაცხელიას გოლი ისევ ახსოვთ...

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნუ გეწყინებათ და ამ ფორმაციის ნაკრებს არაფერი ესაქმება ევროპზე.
უნიჭიერესი თაობა არისო თავს იმშვიდებთ, მაგრამ ეს არის ბლეფი.
ნარკებში თამასობს ერთი ნიჭიერი და ტოპ კლასის მოთამაშე კვარაცხელია. შეიზლება მამარდაზეც იგივე ვთქვათ.
ყველა დანარჩენი არის უმდაბლესი კლასის.
თამაშობენ მეორე ლიგებში, არაბეთში, ამერიკაში თუ სლოვენიაში.
ამათი იმედი როგორ გაქვთ ხალხო.
გამოჩნდა რაოდენიმე მოთამაშე, პერსპექტიული, კვარას ხათრით კარგ გუნდებში გადავიდენ.
მაგრამ ჯერ არ არიან მზად. ნაკრები რომ კაშიას და კვერკველიას შემცვლელს ვერ მოძებნის. რა უმედი უნდა გქონდეს.
გადახედეთ ქვეყანას. ფეხბურთის ფედერაციას. კორპფცია, მარტო ფულზე დაპრაწული ჩინოვნიკები.
ეროვული ჩემპიონატი უბრალოდ ყანა. არა სტადიონები, არა ბაზები, არა პროგრამები.
კარგით რა
6
მოდი რეალურად შევაფასოთ ჩვენი ნაკრები, მამარდაშვილი- ჯერ კიდევ არასტაბილურია, პრობლემები აქვს ფეხით თამაშით და გამოსვლებზე, რაც მეკარისთვის უმნიშვნელოვანესია დღევნდლ ფეხბურთში, დაცვა- კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი - ერთ წინადადებაში დავახასიათებ სამივეს: მკვდარი, მკვდარს აეკიდაო, ნახევარდაცვა- კვეკვესკვირი როცა საკვანძო ფიგურად მოიაზრება, მანდ დამთავრებულია უკვე ყველაფერი, კიტეიშვილი კარგია, მაგრამ ბევრს ტრამვიანობს, რეალურად ბურთის დამჭერი ფეხბურთელი არგვყვავს, შედარებით უკეთესი სუუაცია გვაქვს თავდასხმაში, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, მაგრამ აქაც უთამაშებლობის პრობლემა აქვს ორს. კითხვა-ამ დონის ნაკრებით როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და თანაბრდ ვეთამაშოთ წამყვან საფეხბურთო ნაკრებებს?
მამუკა
22:08 14-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული