ვახანიას შეცვლილი გადაწყვეტილება - 22 წლის მცველი მზადაა, საქართველოს ნაკრებში თამაშის ვარიანტი განიხილოს

AutoSharing Option
"როსტოვის" 22 წლის მცველმა ილია ვახანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმის ვარიანტი განიხილოს.

"დამწუხრებული ვარ, რომ რუსეთის ფორმით ოფიციალურ ტურნირებზე არასდროს მითამაშია? - ნაკრებში უკვე გამომიძახეს, მაგრამ უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს უფრო რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები იყო.

ახლა სხვა ნაკრებში თამაში რომ შემომთავაზონ, ამაზე დავფიქრდები, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი წინადადება არაა, "როსტოვში" კარგ ასპარეზობაზე ვარ ორიენტირებული.

ქართული ფესვები მაქვს. დავთანხმდებოდი თუ არა, რომ საქართველოდან ოფიციალური შეთავაზება მივიღო? - არ ვიცი, თუ წინადადება
იქნება, ვიფიქრებ. წარმოდგენა არ მაქვს, როდის დაბრუნდებიან რუსული გუნდები ევროპულ შეჯიბრებებში. ოდნავი ვარაუდიც კი არ არსებობს", - ციტირებს ვახანიას RB სპორტი. 

საინტერესოა, რომ ვახანია 2 თვის წინ საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა და მაშინ ამავე გამოცემასთან ამბობდა:

"ოფიციალური წინადადება საქართველოდან არასდროს ყოფილა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ყალბი გვერდიდან მომწერეს და მითხრეს, რომ სფფ-იდან იყვნენ და ნაკრებში მეპატიჟებოდნენ.

მიფიქრია თუ არა ამაზე? - არა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული და აჟამად მხოლოდ "როსტოვზე" ვფიქრობ. ახლა ნაკრებში ვარ და რა თქმა უნდა, ეს კლუბში კარგმა ასპარეზობამ განაპირობა. ამიტომ, მთავარია, საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო", - თქვა მაშინ ვახანიამ.

ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, სანკტპეტერბურგელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა და ამ სეზონის დაწყების წინ "როსტოვში" ჩაირიცხა. 

alt"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 27 /
,,ყვარყვარე თუთაბერები" აქაც საკმარისად გვყავს! საქართველო და ეროვნული ნაკრები მარტო მაშინ რომ გახსენდებათ, როცა ტყავის გადარჩენა გინდათ! ....................!!!
რატი
13:29 16-11-2023
8
გარბიან რუსკი კარაბლიდან ვირთხები
5

სიახლეები პოპულარული