შედგება ყაზახების გმირობა? - ასეთ შემთხვევაში თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქედ აზერბაიჯანს ვიხილავთ...

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ოფიციალურად გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, თბილისს ლუქსემბურგი უნდა ეწვიოს, საბერძნეთი კი ყაზახეთს დაუპირისპირდეს, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია.  ამ ჯგუფში ახლა
დანიასა და სლოვენიას 19 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - 15.

ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ გასვლა გვინდა და შნო გვაქვს ვინც არ უნდა იყოს ყველას უნდა მოუგონ ჩვენმა ბიჭებმა. აბა მაშინ იქ რა გვინდა ან ამ შეჯიბრებაში რატომ ვღებულობთ მონაწილეობას.
მარჩიელობა არ არის საჭირო
მამუკა
15:44 16-11-2023
2
ჩვენ ევროზე მაშინ თუ გავალთ თუ არავინ შეგვხვდება
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული