ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
აქამდე რა შედეგიც გვაქვს კვარას ინდივიდუალური გაბრწყინებების გამო გვაქ და არა შენს გამო ვილი!
ბიჭს თავის უძლიერესი ტკივილებით უთამაშია. გასაგებია, მის გამო მოდის ხალხი სტადიონზე მაგრამ ამხელა რისკი რატომ გასწიეს? იმედია ტვინის შერყევით არ ათამაშეს. რამე არ მოუვიდეს თორე დაგვრჩება ეგ დუბლი და ლამაზი თამაშები მოგონებად. ესპანეთთან თუ არ გარისკავენ კარგი იქნება, ეგ თამაში მაინც წაგებული და არაფრის მომცემია.
!!
17 ნოემბერი 2023 00:59
4
ფედერაციის და ფულის მონა რომ არის გასაგებია, მაგრამ პრობლემას აუტის მოწოდებაში და ხოჭოლავას დანაკლისში რომ ხედავს უკვე დაგვცინის კიდეც! ისწავლა ფედერაციისგან ირონია და ჩვენი დაკიდება.
რუსთავი
17 ნოემბერი 2023 00:50
4
რა? რომ შემთხვევით მოგვეგო დადებითი შეფასებები გვექნებოდაო? დაგვცინის? ასეთი უნიათო თამაშის მერე როგორ უბრუნდება ენა დადებითზე? მაგრამ დავანებოთ თავი ვილის, არ გვყავს ფეხბურთელები, დააკვირდით ეპიზოდებს, არ იციან კონკრეტულ სიტვაციაში რა უნდა ან არ უნდა გააკეთონ , მეორე მომენტია სწორედ იმოქმედო და არ გამოგივიდეს , კი ბატონო, მაგრამ უცოდინარობას რომ იჩენ? რამდენიმე პასის გადაბმას ნაკრები ვერ ახერხებს საკუთარ მოედანზეც კი, რისი იმედი გაქვთ? ვიღაცას გაუვარდება? მორჩა ,ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის შევეშვი, ქართული ფეხბურთი აღარ არის, მინიმუმ 5 წელი არც გვექნება, ბავშვებს მიხედეთ 12 წლამდე, მათზე უფროსები უკვე აღარ,ან ვეღარ გამოსწორდებიან....ვუქომაგებ ხვიჩას და ჩაკვეს, მამარდაც გაიყინა ერთ ადგილზე....
გუსანი
17 ნოემბერი 2023 01:09
15
ამ ბიჭს სერიოზული პრობლემა აქვს გამოსვლაზე, პირველი კარგი თუმცა ისიც ახლო კუთხეში გაგორებით გავიდა, ვერ დაინახა ეფარებოდნენ-მივიღებთ, მაგრამ მეორე ჩაწოდებული გადადგი რა ნაბიჯი და მოხსენი ბურთი. მანამდე კიდევ მსგავსი სახიფათო სიტუაცია რამოდენიმეჯერ შექმნეს სკოტებმა და ვერცერთხელ ივარგა. მამარდამ თუ ვერ აღმოფხვრა ეგ ხარვეზი N 1 მეკარის ძიება დაგვჭირდება. ნაკრებს უფრო მეტი კლასის მეკარე სჭირდება, რადგან მოწინააღმდეგეს ეცოდინება და საჯარიმოში სულ ასე სახიფათო სიტუაცია არ შეიქმნება ბურთის ჩაწოდებისას
suxumchanin
17 ნოემბერი 2023 11:08
1
სამწიხაროდ,აშკარაა,რომ სუსტი მწვრთნელი გვყავს...
მაო
17 ნოემბერი 2023 00:13
1
კვარაზე რა იპროფესორა ვერ გავიგე.. კვარას დამსახურებაა, რომ ეს თამაში არ წავაგეთ საერთოდ და ეს ახლა ადეკვატური კომენტარია მწვრთნელისგან?
გიზო
17 ნოემბერი 2023 00:06
3
მექვაბიშვილი ბოლოს მაკტომინეის რომ უღიმოდა , ელაპარაკებოდა და ის ყურადღებას არ აქცევდა ის სცენა გამახსენდა ადრე სულ პირველად ესპანეთთან თბილისის მატჩის შემდეგ თუ არ ვცდები ფორვარდი სირბილაძე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რო აღმოჩნდა კასილასის და რამოსის შუა და როგორი გაფართოებული თვალებით და აღტაცებით უყურებდა ესესაა ფეხებში ჩაუვარდება მეთქი ,აი რონალდოს დანახვაზე უზბეკები და არაბები რო გიჟდებიან .ასეთი მენტალიტეტით ვერაფერ მიაღწევ ანრი ,ფეხი უნდა წამოიღო სახლში თუ არადა მაქსიმუმ ალაშკერტი !
კონსერვატორი
17 ნოემბერი 2023 00:00
1
მექვაბიშვილი თუ ასე მოგწონს გააყოლეს ცოლად ვინმე შენი ფრანგი ნათესავი.კი კაი ბიჭია,ეროვნული ლიგისთვის საშუალოდ თამაშობს
Levani
17 ნოემბერი 2023 01:01
4
უეცდომო არც მესია არაა, საიდან მოიტანა.
რრრ
17 ნოემბერი 2023 00:55
2
ეს რეებს ბოდიალობს @ თურმე 60 წუთით კმაყოფილია @ ან რა სასარგებლო რამეები დაინახა მარტისთვის ? და შესაძლოა შეცდომებს მეც ვუშვებო (!!!) კიტეიშვილი კი არა მესი (რომელიც თურმე ღმერთივით უშეცდომოა)რონალდუ ბელინგემი და ჰოლანდიც რომ დაგვემატონ ამის ხელში მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ! გაიტანეთ ეს გრენლანდიაა @@@@
zura222
17 ნოემბერი 2023 00:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული