ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
წადი მანდარინის კრეფაზე იმუშავე.არ არი ფეხბურთი შენი საქმე ხო უნდა შეიგნო
zura 222-ს
17 ნოემბერი 2023 07:14
2
ლუკას:ნაწილობრივ გეთანხმებით,რაშიც არ გეთანხმებით, მოდი,იმაზე დავწერ.1.საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებიანო.აბა სად უდა დახვდნენ,როცა ოდნავ მაინც თავისუფალ სივრცეში უშანსოდ აგებენ ყველა ორთაბრძოლას?2.სად გაგონილა თამაში შეტევის გარეშეო,ქართული ფეხბურთის ხიბლი და ძალა მუდამ შეტევა იყოო.თან ამბობ ხუთჯერ შევუტიეთ და ორი გოლი გავიტანეთო.ე.ი.ცოდნიათ ხომ შეტევა,მაგრამ შენზე კლასით ბევრად მაღლა მდგომმა მეტოქემ მეტის საშუალება თუ არ მოგცა რაუნდა ქნა? იმასაც ვიტყვი რომ ჩვენს ფეხბურთში იყო პერიოდები როცა მაღალი კლასის თავდამსხმელები არ გვყავდა და მცველები კი.[ხურცილავა ,ძოძუაშვილის დრო].შეტევა იცოცხლე კარგი რამ არის ,მაგრამ თუ შესაბამისი შემსრულებლები არ გყავს და მაინც შეეცდები მიიღებ იმ შედეგს რაც მივიღეთ ესპანეთთან.3.ჰაუტის მოწოდებისას გახსნას კარგი მოძრაობა და ჯანიც ჭირდება,რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ გააჩნიათ.ზოგადად კი სტანდარტულ მდგომარეობებში ჩვენი უსუსურობა და უნიათობა ცალსახად მწვრთნელის კისერზეა.4. უადგილოდ მეჩვენა შედარება ლომების პრაიდთან.მე ასე ვიტყოდი მოედანზე ჩვენ კი გვყავს ლომი მეთაურად,მაგრამ კატა არ გვყავს მწვრთნელად მის უკან მიმყოლი კურდღლებისათვის ხეზე ასვლა რომ ესწავლებინა. რაც შეეხება მენტალიტეტს ,ის მოდის საკუთარი თავის რწმენიდან და დამაჯერებლობიდან ,რწმენა და დამაჯერებლობა კი სიძლიერიდან.სუსტს,უნიათოს და უსუსურს რა მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს?
არგუტი
18 ნოემბერი 2023 01:35
0
მეორე გოლის დროს სამი შოტლანდიელი უტევდა ერთი წერტილიდან და მხოლოდ ერთი მცველი იდგა მათთან,თანაც არასწორ პოზიციაში...დანარჩენები კი საჯარიმოს ცენტრში და ხაზისკენ იყვნენ ამოწეული,თანაც იმ სამმა შოტლანდიელმა რამოდენიმეჯერ ანიშნა პარტნიორს რომ ბურთი მათი კვადრატისკენ ჩაეწოდებია.
ეს ტაქტიკურ უსწავლელობაზე მიუთითებს...პოზიციას ვერ ირჩევდნენ,თანაც შოტლანდიელები დიდად ტექნიკურები არ არიან...სწრაფი გარღვევა-ჩარბენა ფლანგზე და ჩაწოდება საჯარიმოში,ძირითადად ახლო ან შორეულ ძელთან...მოკლედ ბრიტანულ სტილში.
თუმცა ბიჭბს რაც შეეძლოთ გააკეთეს. მწვრთნელი კი შესაცვლელია,რამეთუ ამ დროში გუნდს გამართული ტაქტიკით ვერ ათამაშებს...პროგრესი არ არის.
რა ჩვენები,აზერბაიჯანელ ან ყაზახებზე ნაკლები ფეხბურთელები არიან.
პავლოვიჩი
17 ნოემბერი 2023 23:50
0
სამშობლო ახლა არ გვაქვს,თორემ მაშინ უძლიერესი კავშირის ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა ვიყავით. მსოფლიო დონეზეც ერთ-ერთი წარმატებული ყველა მიმართულებით.ახლა კი მომაკვდავ ერთა სიაში ვართ შეტანილები,იმათ მიერ ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო და შენ ტვინი გამოგირეცხა.გუცაევი არ გაუშვესო ,...მაშინ თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები და საკმაო წარმატებებს აღწევდა თხუთმეტ ქვეყანას შორის გამართულ პირველობაზე.დღევანდელი ჩვენი გუნდი კი თითქმის ვერცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნის ნაკრებს ვეღარ უგებს.გუცაევი და ყიფიანი რომ გაეშვათ ჩვენ ვიამაყებდით იმ პერიოდის დინამოთი? საბჭოთა კავშირი იყო დამყაყებული და ეს ფსევდო დამოუკიდებელი საქართველოა გდასარევად წარმატებული? კვარაცხელია რომ დინამოში თამაშობდეს და დინამო ეროპული გრანდების ტოლ-სწორი იყოს[მაშინ იყო] უკეთესი არ იქნებოდა? ერთი სიტყვით ბოდიშს ვიხდი წინასწარ,თუ ამ ჩემი კომენტარით ისეთ ვინმეს დავუპირისპირდი რომლის დონეც არ შეესაბამება იმ კატეგორიას რომელთანაც ჭეშმარიტებაზე საუბარი შეიძლება.
!!-ს
18 ნოემბერი 2023 00:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული