ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
რა? რომ შემთხვევით მოგვეგო დადებითი შეფასებები გვექნებოდაო? დაგვცინის? ასეთი უნიათო თამაშის მერე როგორ უბრუნდება ენა დადებითზე? მაგრამ დავანებოთ თავი ვილის, არ გვყავს ფეხბურთელები, დააკვირდით ეპიზოდებს, არ იციან კონკრეტულ სიტვაციაში რა უნდა ან არ უნდა გააკეთონ , მეორე მომენტია სწორედ იმოქმედო და არ გამოგივიდეს , კი ბატონო, მაგრამ უცოდინარობას რომ იჩენ? რამდენიმე პასის გადაბმას ნაკრები ვერ ახერხებს საკუთარ მოედანზეც კი, რისი იმედი გაქვთ? ვიღაცას გაუვარდება? მორჩა ,ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის შევეშვი, ქართული ფეხბურთი აღარ არის, მინიმუმ 5 წელი არც გვექნება, ბავშვებს მიხედეთ 12 წლამდე, მათზე უფროსები უკვე აღარ,ან ვეღარ გამოსწორდებიან....ვუქომაგებ ხვიჩას და ჩაკვეს, მამარდაც გაიყინა ერთ ადგილზე....
გუსანი
17 ნოემბერი 2023 01:09
15
გოჩოლეიშვილი უნდა შემოეყვანა 87-90 წუთზე 1) დროს გავიყვანდით 2) გუნდი ამოისუნთქებდა 3) დაცვა გაძლიერდებოდა 4) დაუფასებდი კაცს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლას. მარა არ გამოყვანა და მაგ ფლანგიდან გაკეთებულ პასს მოყვა მეორე გოლი. კარგად გამოჩნდა რა დონის მწვრთნელიცაა
III
17 ნოემბერი 2023 01:04
2
მხოლოდ აუტები კი არა,სტანდარტულები საერთოდ არ გვიჩანს,დამუშავებული.კუთხური,ჯარიმა,შეტევაში თუ დაცვაში,აუტი.ვერც მეტოქეს ვუწევთ წინააღმდეგობას და ვერც თვითონ ვქმნით,რაიმეს.ყოველ შეკრებაზე,თითო სტანდარტი მაინც რომ დაგემუშავებინა,ახლა უკვე განსწავლული ნაკრები გვეყოლებოდა.
სოსო
17 ნოემბერი 2023 01:03
0
მექვაბიშვილი თუ ასე მოგწონს გააყოლეს ცოლად ვინმე შენი ფრანგი ნათესავი.კი კაი ბიჭია,ეროვნული ლიგისთვის საშუალოდ თამაშობს
Levani
17 ნოემბერი 2023 01:01
4
აქამდე რა შედეგიც გვაქვს კვარას ინდივიდუალური გაბრწყინებების გამო გვაქ და არა შენს გამო ვილი!
ბიჭს თავის უძლიერესი ტკივილებით უთამაშია. გასაგებია, მის გამო მოდის ხალხი სტადიონზე მაგრამ ამხელა რისკი რატომ გასწიეს? იმედია ტვინის შერყევით არ ათამაშეს. რამე არ მოუვიდეს თორე დაგვრჩება ეგ დუბლი და ლამაზი თამაშები მოგონებად. ესპანეთთან თუ არ გარისკავენ კარგი იქნება, ეგ თამაში მაინც წაგებული და არაფრის მომცემია.
!!
17 ნოემბერი 2023 00:59
4
უეცდომო არც მესია არაა, საიდან მოიტანა.
რრრ
17 ნოემბერი 2023 00:55
2
ფედერაციის და ფულის მონა რომ არის გასაგებია, მაგრამ პრობლემას აუტის მოწოდებაში და ხოჭოლავას დანაკლისში რომ ხედავს უკვე დაგვცინის კიდეც! ისწავლა ფედერაციისგან ირონია და ჩვენი დაკიდება.
რუსთავი
17 ნოემბერი 2023 00:50
4
ეს რეებს ბოდიალობს @ თურმე 60 წუთით კმაყოფილია @ ან რა სასარგებლო რამეები დაინახა მარტისთვის ? და შესაძლოა შეცდომებს მეც ვუშვებო (!!!) კიტეიშვილი კი არა მესი (რომელიც თურმე ღმერთივით უშეცდომოა)რონალდუ ბელინგემი და ჰოლანდიც რომ დაგვემატონ ამის ხელში მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ! გაიტანეთ ეს გრენლანდიაა @@@@
zura222
17 ნოემბერი 2023 00:28
4
სამწიხაროდ,აშკარაა,რომ სუსტი მწვრთნელი გვყავს...
მაო
17 ნოემბერი 2023 00:13
1
შეცვლების აზრზე არა ხარ! დავითაშვილი რა ფეხბურთს თამაშობდა აზრზე არ იყო რა! ჩაკვეტაძე რამ შეგაცვლევინა კაცი ბურთს მაინც იჭერდა და შეტევის საშუალებას არ აძლევდა შორლანდიელებს!
მწვრთნელი
17 ნოემბერი 2023 00:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული