ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ დაცვის ცენტრი არის ნაკრების სუსტი რგოლი. საზოგადოებამ ვერაფრით მივაღწიეთ, რომ თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში ამ პოზიციაზე გვენახა გველესიანის თამაში, რომელიც ირანის ჩემპიონატზე საუკეთესო ცენტრალურ მცველად აღიარეს. ჩემი აზრით, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებული კლანური მმართველობის გამო ხდება.
2023
17 ნოემბერი 2023 09:54
3
მაგ მიდგომით არც სლოვაკეთის და საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატები წარმოადგენენ ტოპ ლიგებს! ყველა შესაძლო კანდიდატი უნდა ვნახოთ თამაშში და ამოვარჩიოთ ის ვინც ამ მომენტში უკეთეს ფორმაშია.
2023
17 ნოემბერი 2023 11:51
0
:)))) iranis sauketeso pexburtelad tu agiares martlac daumsaxurebia tamashi:))))

Jer ise ra aris chveni dacva da iranis ligashi motamashes ro daayeneb mere ra iqneba
Martali
17 ნოემბერი 2023 10:22
8
შენს ოჯახს მიხედე, დავითასვილს თავი დაანებე, როგორც მოიქცა ცინებული იყო.
გია
17 ნოემბერი 2023 09:38
7
მწვრთნელის ბრალია, როგორ შეიძლებოდა მეორე გოლის შემდეგ მოედნის ცენტრის სრულიად უბრძოლველად დათმობა და თერთმეტი კაცით საკუთარ საჯარიმოსთან შეყუჟვა! ან ჩაკვეს გამოცვლა რა სისულელე იყო, ან ჟორჟის? ჩაკვეს გაყვანით კონტრთამაში ფაქტიურად მოსპო., რადგან მის გარდა კარგი პასი მხოლოდ კვეკვეს აქვს და ისიც გაიყვანა, გასაგებია კვეკვეს არ აქვს ის კლასი რაც საჭიროა, მაგრამ ორივე რომ გაგყავს, რისი იმედი გაქვს, მექვაბიშვილის? ჟორჟი კი შეძლება დღეს ისე არ ჩანდა, მაგრამ ის ფეხბურთელია რომლის მიმართაც დიდი ყურადღება იყო სკოტების მხრიდან და ეგ რომ გაიყვანა ხელფეხი მეტად გაეხსნათ. მოკლედ უმწვრთნელო გუნდია რა...
ტოტო
17 ნოემბერი 2023 09:03
1
ჩაკვე გაიყვანა. აქაოდა ზურიკო მამა გახდა და ხო უნდა ეთამაშებინა :)
las
17 ნოემბერი 2023 10:09
5
ერთ რამეში ვეთანხმები,ნაკრებს რაღაც ეტყობოდა და უფრო მობილიზებულები იყვნენ,თუმცა ახლა რაღად გვინდა?! ბავშობაში ფეხბურთზე დავდიოდი,7-0 ვიგებდით და ჩვენმა მეკარემ წაიბლატავა,7-0 ხომ გადაგარჩინეთო და იგივე ეთქმის ამ თამაშს,როგორც 7-0 სეივი არის არაფრის მომცემი,ისე არის ეს თამაშიც,არაფრად გვარგია. გინდ იქედან მოუარე,გინდ აქედან,0 არის ამ ნაკრების განვითარება და მწვრთნელის მუშაობა. სანამ შანსი გაქვს,მაშინ არის კარგი შემართებით თამაში,თორე ჯგუფში გინდ შოტლანდიას მოუგე და თუ გინდ ამხანაგური ესპანეთს. აგერ აზერბაიჯანმა შვედეთს მოუგო 3-0 და ჩვენ შოტლანდიასთან გვიხარია ფრე,ტაში კუკური,სანიოლი ცეკვავს. ხო მართლა,კაცი რო მშობიარე ცოლს საფრანგეთში მიატოვებს,შვილის დაბადებას არ დაესწრება,დარჩება არაფრის მომცემი თამაშის გამო და სასტარტოსაც ვერ ითამაშებს,ის კაცი არ არის. გამგები გაიგებს და ტყუილად აპრავებთ იმ ბიჭის ქმედებას,თითქოს ქვეყანა უყვარს და ნაკრები უპირველესია. ცოლს რო მიატოვებს,ის ქვეყანასაც იგივეს უზავს და ეს იყო ტრიპაჩული ქმედება. ფეხბურთი მნიშვნელოვანია,თუმცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები,უპირველესად შვილის დაბადება და ამ პროცესში ცოლთან ყოფნა.ის გოგო მეცოდება
სოსო ტიანშანი
17 ნოემბერი 2023 08:49
15
Და შენ რა გგონია 12 წლამდე ბავშვები მამიკოს ფულებით არ არიან ფეხბურთში?ეგენიც გაქაჩავენ 19 წლამდე მამიკოს ფულებით და მერე?
Გუსანი-ს
17 ნოემბერი 2023 07:17
4
წადი მანდარინის კრეფაზე იმუშავე.არ არი ფეხბურთი შენი საქმე ხო უნდა შეიგნო
zura 222-ს
17 ნოემბერი 2023 07:14
2
შესაძლოა მეც ვცდებოდეო.
შესაძლოაო :)
აბსოლიტურად ყველა შეცვლა გააკეთა უაზრო და ამის გამო ვერ მოვიგეთ.
რავიცი მე გოჩოლეიშვილი მეჩვენება ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშეთ.
ბიჭი ბარსამ ვერ გააჩერა და ამას რით ვერ მოაწონა თავი.
მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტია ჩვენს გუნდში და შედეგს მიიღებ თუ ამ მცირე რესურს გამოიყენებ მაქსიმალურად.
თამაშს არაუშავდა. მე მომეწონა.
შოტლანდია არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები
Las
17 ნოემბერი 2023 06:53
3
აბ ქეძბაიას რაუნდა ექნა 11 დან 7 უთამაშებელი ყავდა.შენ ამ ხრივ მაგრად გვაბოლებენ.ვინ არ თამშობს?კვარა ზურიკო აზრაივო ქოჩორეიშვილი მიქაუტაძე 90 თუარა საკმაოდ რო აქ ფირმა რო შეინარჩუნოს.ნარდს ხოარ თამაშობს გუნდში ვარჯიშობს უთამშებლიბას თუ ამბობ არაბიძე არი კარგ ფორმაში.იდალურად შეცვლიდა ჩაკვეს.გაგყავს ბურთის დამჭერი და მერე ცდილიბ დრო გაიყვანო ლოგიკა არ მესმის.და ერთხელ იქნებ აზაროვი და ქოჩორაშვილი საყრდენად მოსინჯო 30 თამში გაქ ჩატარებული და ბირთვი ვერ ჩამოაყალიბე.არ მესმი როცა ფეხბურთელს 60 პროცენტი შეტევით პოტენციალი აქ და 40 დაცვის.რატო არ იყენებ საყრდენად??და ათამშებ მცველებად?როცა საყრდენზე გიჭირს?
მოსეხონელი
17 ნოემბერი 2023 05:18
3
Როდის მიხვდებით რომ ეს კაცი აზრზე არაა მწვრთნელობის და მინიმუმ სიბრალულს იმსახურებს ისე სლეა მაგარი.ხიზანა ბოროტებააა
Პედერაციას
17 ნოემბერი 2023 01:18
11
Mogebis xelidan gashveba mcvrtvnelis bralia.chakvetadzis shecvlis shemdeg centri moishala
Anzor
17 ნოემბერი 2023 01:16
3
ჩაკვეტაძის შეცვლამდე იყო უკვე ბურთი დაკარგული, მე-60 წუთიდან ბურთი აღარ გვინახავს, ჩაკვე 75-ზე შეცვალა დაახლოებით,მაგიტომაც შემოიყვანა ჯერ მექვაბიშვილი და შემდეგ ზურიკო,რომ დასვენებულ ბიჭებს მაინც დაეჭირათ ბურთი,მაგრამ ვერ შევძელით,რადგან ძალიან აგრესიულად თამაშობდა შოტლანდია და ფსიქოლოგიური მომენტიცაა,როცა იგებ,მითუმეტეს მაღალი დონის გუნდთან,დაცვაში ჯდები,თუმცა პერიოდულად ბურთიც უნდა გქონდეს,რომ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეს გუნდს.ჩვენ ბურთი ვერ ავიღეთ სანამ არ გაგვიტანეს, მხოლოდ გოლის გაშვების შემდეგ შევუტიეთ
საქართველო
17 ნოემბერი 2023 08:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული