ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
Როდის მიხვდებით რომ ეს კაცი აზრზე არაა მწვრთნელობის და მინიმუმ სიბრალულს იმსახურებს ისე სლეა მაგარი.ხიზანა ბოროტებააა
Პედერაციას
17 ნოემბერი 2023 01:18
11
Kvaram mogiyvana aqamde vili.kvaras gareshe kviprosac ver mougebdit.exla iloce kvara martshi jamrtelad da formashi iyos.
Gia
16 ნოემბერი 2023 23:53
4
ღრმა ანალიზია
dato
17 ნოემბერი 2023 01:16
1
სანიოლს ვინ კითხავს შეცვლებს იაშვილი რეკავს და მერე ხდება შეცვლები,ფეხბურთელების სიაც იაშვილი უდებს..სწორედ ეს არის პრობლემა ენაბლუ იაშვილი რომ წყვეტს ნაკრების ფუნქციონირებას და არა მწვრთნელი
ფედერაცი
16 ნოემბერი 2023 23:58
44
შეგიძლია ფაქტი დადო? თუ არ გაქვს ფაქტები სოფლის დედაკაცივით ნუ ჭორაობ თუ კაცი ხარ. არც იაშვილია ჩემი ბიძაშვილი და არც სანიოლი, უბრალოდ ამაზრზენია როცა კაცი ქალივით ჭორაობს
მამუკა
17 ნოემბერი 2023 00:03
8
მთავარი დამნაშავე ნეხვდერაციაა!
რატი
17 ნოემბერი 2023 00:09
1
Mogebis xelidan gashveba mcvrtvnelis bralia.chakvetadzis shecvlis shemdeg centri moishala
Anzor
17 ნოემბერი 2023 01:16
3
ჩაკვეტაძის შეცვლამდე იყო უკვე ბურთი დაკარგული, მე-60 წუთიდან ბურთი აღარ გვინახავს, ჩაკვე 75-ზე შეცვალა დაახლოებით,მაგიტომაც შემოიყვანა ჯერ მექვაბიშვილი და შემდეგ ზურიკო,რომ დასვენებულ ბიჭებს მაინც დაეჭირათ ბურთი,მაგრამ ვერ შევძელით,რადგან ძალიან აგრესიულად თამაშობდა შოტლანდია და ფსიქოლოგიური მომენტიცაა,როცა იგებ,მითუმეტეს მაღალი დონის გუნდთან,დაცვაში ჯდები,თუმცა პერიოდულად ბურთიც უნდა გქონდეს,რომ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეს გუნდს.ჩვენ ბურთი ვერ ავიღეთ სანამ არ გაგვიტანეს, მხოლოდ გოლის გაშვების შემდეგ შევუტიეთ
საქართველო
17 ნოემბერი 2023 08:21
1
არც მამარდაშვილია დინო ძოფი და კაშია-კვირკველიაზე რა ვთქვა არ ვიცი ...მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა, მართლა ძოფი ან ბუფონი რომ იდგეს კარში და ბარეზი-მალდინის წყვილი დაცვის ცენტრში , ისენიც კი ვერ გაუძლებენ ყველა თამაშში ყრუ დაცვაში დგომას . მეორე ნომრად თამაში არ ნიშნავს , რომ საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებოდე მოწინააღმდეგეს . რას გავს საერთოდ , რა ტაქტიკა ქვია ამას არ ვიცი . ვინ თამაშობს ასეთ რაიმეს , ვისაც რაიმეზე პრეტენზია აქვს ? კარგი , დავეთანხმე ვთქვათ სანიოლის და მის ბანდას ( აბა სამწვრთნელო შტაბი ქვია ამათ ?) და ვთამაშობთ მეორე ნომრად , მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ . იმიტომაც გვიჭირს ბურთის ამოტანა . შეტევის გარეშე თამაში სად გაგონილა და ვინ თამაშობს ? ქართული ფეხბურთიუს ხიბლი და ძალა იყო შემტევი ფეხბურთი ! ხიზანიშვილის მენტალიტეტის ფეხბურთელს რო არ ესმოდეს ეს , არ ნიშნავს , რომ მართალი არ ვარ . 5-ჯერ შევუტიეთ და 2 გოლი გავიტანეთ . აქედან გამომდინარე ვერ უნდა მიხვდე რომელი მხარე გაქვს უკეთესი , ძლიერი ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამოვიდეს ?ჰაუტის მოწოდებისას გახსნა და ბურთის მიღება ვერ უნდა ასწავლონ მეტი მონახაზი თუ არ აქვთ ? 1-2 -ის გარდა ყველა ჰაუტი შოტლანდიელებს ჩავაბარეთ .მოკლედ , მითქვამს ათასჯერ და ვიმეორებ, სანამ ასეთი ჩასვრილი მენტალიტეტით ვართ , მანამ არაა ჩვენი საშველი . ლომების პრაიდს , რომელსაც სატავეში ყავს კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი თუ სათავეში ყავთ ლომი . ჩვენ გუნდა სხვა ,,სიკეთესთან" ერთად სათავეში კურდღლები უდგანან და ,, წვრთნიან" . არასწორ თამაშს ათამაშებენ და 98% -ითაც რო შეასრულონ , მაინც ვერ მოვიგებთ . დღეს დავალება გუნდმა დაახლოებით ასეთი პროცენტით შეასრულა . ბიჭების ბრალი არაფერია . თუ ვინმე არ უნდა მდგარიყო მოედანზე , ეს სხვაა , მაგრამ ისინი თვითნებურად არ შესულან სათამაშოდ .ამაშია მთელი საქმე .
Luka
17 ნოემბერი 2023 11:18
4
არა ვარ მომხრე ადამიანი თავისი აზრის გამო გავაკრიტიკო. არ გაკრიტიკებ, არც სანიოლს ვიცავ. უბრალოდ გადაიკითხე შენივე ნაწერი.
"მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ." ეხლა კითხვა მაქვს, გჯერა რომ ბანდამ გუნდს დაავალა საჯარიმოსთან მარტივად მიაღებიოს ბურთი და თან დაუმატა ყველა საჰაერო ბრძოლა წააგეთო?.
მეც მიყვარს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ როცა არ გაქვს თავი? მაგალითად მეორე ტაიმი გუნდმა კარგად დაიწყო შეტევებით. გამიხარდა. მაგრამ ეგრევე მამარდამ გაგორებული ახლო კუთხეში გაუშვა. არ მჯერა რომ ბანდამ დაავალა. არც ის მჯერა რომ ძალით გააკეთა. უბრალოდ დონე გვაქვს დაბალი. განსაკუთრებით დაცვაში. იმიტომ ათამაშებს 5 მცველს. იგივეს აკEტებდა ქეცბა და სხვა ქართველი მწვრთნელებიც. ესპანეთთან რომ შემტევი სასტავი იდგა, იმიტომაც წავაგეთ 7:1.
უკაცრავად. მეც მიყვარს შეტევის ყურება, მაგრამ რა უნდა ქნა????
კაირა
17 ნოემბერი 2023 12:01
3
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ დაცვის ცენტრი არის ნაკრების სუსტი რგოლი. საზოგადოებამ ვერაფრით მივაღწიეთ, რომ თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში ამ პოზიციაზე გვენახა გველესიანის თამაში, რომელიც ირანის ჩემპიონატზე საუკეთესო ცენტრალურ მცველად აღიარეს. ჩემი აზრით, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებული კლანური მმართველობის გამო ხდება.
2023
17 ნოემბერი 2023 09:54
3
მაგ მიდგომით არც სლოვაკეთის და საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატები წარმოადგენენ ტოპ ლიგებს! ყველა შესაძლო კანდიდატი უნდა ვნახოთ თამაშში და ამოვარჩიოთ ის ვინც ამ მომენტში უკეთეს ფორმაშია.
2023
17 ნოემბერი 2023 11:51
0
:)))) iranis sauketeso pexburtelad tu agiares martlac daumsaxurebia tamashi:))))

Jer ise ra aris chveni dacva da iranis ligashi motamashes ro daayeneb mere ra iqneba
Martali
17 ნოემბერი 2023 10:22
8
მწვრთნელის ბრალია, როგორ შეიძლებოდა მეორე გოლის შემდეგ მოედნის ცენტრის სრულიად უბრძოლველად დათმობა და თერთმეტი კაცით საკუთარ საჯარიმოსთან შეყუჟვა! ან ჩაკვეს გამოცვლა რა სისულელე იყო, ან ჟორჟის? ჩაკვეს გაყვანით კონტრთამაში ფაქტიურად მოსპო., რადგან მის გარდა კარგი პასი მხოლოდ კვეკვეს აქვს და ისიც გაიყვანა, გასაგებია კვეკვეს არ აქვს ის კლასი რაც საჭიროა, მაგრამ ორივე რომ გაგყავს, რისი იმედი გაქვს, მექვაბიშვილის? ჟორჟი კი შეძლება დღეს ისე არ ჩანდა, მაგრამ ის ფეხბურთელია რომლის მიმართაც დიდი ყურადღება იყო სკოტების მხრიდან და ეგ რომ გაიყვანა ხელფეხი მეტად გაეხსნათ. მოკლედ უმწვრთნელო გუნდია რა...
ტოტო
17 ნოემბერი 2023 09:03
1
ჩაკვე გაიყვანა. აქაოდა ზურიკო მამა გახდა და ხო უნდა ეთამაშებინა :)
las
17 ნოემბერი 2023 10:09
5
მხოლოდ აუტები კი არა,სტანდარტულები საერთოდ არ გვიჩანს,დამუშავებული.კუთხური,ჯარიმა,შეტევაში თუ დაცვაში,აუტი.ვერც მეტოქეს ვუწევთ წინააღმდეგობას და ვერც თვითონ ვქმნით,რაიმეს.ყოველ შეკრებაზე,თითო სტანდარტი მაინც რომ დაგემუშავებინა,ახლა უკვე განსწავლული ნაკრები გვეყოლებოდა.
სოსო
17 ნოემბერი 2023 01:03
0
შეცვლების აზრზე არა ხარ! დავითაშვილი რა ფეხბურთს თამაშობდა აზრზე არ იყო რა! ჩაკვეტაძე რამ შეგაცვლევინა კაცი ბურთს მაინც იჭერდა და შეტევის საშუალებას არ აძლევდა შორლანდიელებს!
მწვრთნელი
17 ნოემბერი 2023 00:07
1
გოჩოლეიშვილი უნდა შემოეყვანა 87-90 წუთზე 1) დროს გავიყვანდით 2) გუნდი ამოისუნთქებდა 3) დაცვა გაძლიერდებოდა 4) დაუფასებდი კაცს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლას. მარა არ გამოყვანა და მაგ ფლანგიდან გაკეთებულ პასს მოყვა მეორე გოლი. კარგად გამოჩნდა რა დონის მწვრთნელიცაა
III
17 ნოემბერი 2023 01:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული