"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.
შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...
არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.
არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.
არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".
ეს ტაქტიკურ უსწავლელობაზე მიუთითებს...პოზიციას ვერ ირჩევდნენ,თანაც შოტლანდიელები დიდად ტექნიკურები არ არიან...სწრაფი გარღვევა-ჩარბენა ფლანგზე და ჩაწოდება საჯარიმოში,ძირითადად ახლო ან შორეულ ძელთან...მოკლედ ბრიტანულ სტილში.
თუმცა ბიჭბს რაც შეეძლოთ გააკეთეს. მწვრთნელი კი შესაცვლელია,რამეთუ ამ დროში გუნდს გამართული ტაქტიკით ვერ ათამაშებს...პროგრესი არ არის.
რა ჩვენები,აზერბაიჯანელ ან ყაზახებზე ნაკლები ფეხბურთელები არიან.
იქნებ ამ ჩამყაყებულ მჟავანაძეს ვინმემ გააგებინოს, რო მისნაირი გულშემატკივარი არ გვჭირდება და ეს თაობა ყოველთვის გვერდით დავუდგებით საკუთარი დროშის ქვეშ მოთამაშე ბიჭებს, რამდენიც არ უნდა მოინატროთ სსსრ ს მაისური :)))
როცა გულზე საქართველო გაწერია, რანაირად უნდა გენატრებოდეს ის დრო როცა ქვეყანა არ გქონდა და ეგენი ჩვენ გვასწავლიან ქვეყნის სიყვარულს?
"მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ." ეხლა კითხვა მაქვს, გჯერა რომ ბანდამ გუნდს დაავალა საჯარიმოსთან მარტივად მიაღებიოს ბურთი და თან დაუმატა ყველა საჰაერო ბრძოლა წააგეთო?.
მეც მიყვარს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ როცა არ გაქვს თავი? მაგალითად მეორე ტაიმი გუნდმა კარგად დაიწყო შეტევებით. გამიხარდა. მაგრამ ეგრევე მამარდამ გაგორებული ახლო კუთხეში გაუშვა. არ მჯერა რომ ბანდამ დაავალა. არც ის მჯერა რომ ძალით გააკეთა. უბრალოდ დონე გვაქვს დაბალი. განსაკუთრებით დაცვაში. იმიტომ ათამაშებს 5 მცველს. იგივეს აკEტებდა ქეცბა და სხვა ქართველი მწვრთნელებიც. ესპანეთთან რომ შემტევი სასტავი იდგა, იმიტომაც წავაგეთ 7:1.
უკაცრავად. მეც მიყვარს შეტევის ყურება, მაგრამ რა უნდა ქნა????
Shecvlaze shenosulebma unda moumaton tamashis xarisxs