1:7 მოტივაციაა თუ წნეხი? - სანიოლისა და ლოჩოშვილის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ, ვალიადოლიდის „ხოსე ზორილიას“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხეს:

- როგორია ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომრეობა? შოტლანდიასთან შენგელიამ ხელი დაიშავა, ახლა როგორ არის?
- ლევანის გარდა, ყველა კარგად გრძნობს თავს და მზად არიან სათამაშოდ. მეორე შეხვედრა ყოველთვის რთულია, თუმცა, ვეცდებით კარგად ვითამაშოთ და ჩვენი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ.

- შოტლანდიამდე თქვით, რომ კაკაბაძე არის ძალიან საიმედო ფეხბურთელი . რას იტყვით მასზე და ასევე, როგორ შეაფასებთ ქოჩორაშვილის თამაშს? მეორე კითხვა: კვარცხელიას უკვე დიდი
რეპუტაცია აქვს, მათ შორის - მსაჯებთანაც. თუ ფიქრობთ მის შესაძლო კაპიტნობაზე, თუნდაც მომავალი წლისთვის ხომ არ უნდა ველოდოთ ხვიჩას თუნდაც სამ კაპიტანს შორის ერთ-ერთ ვარიანტად?

კაკაბაძე ძალიან საიმედო იყო წინა მატჩში. ფაქტობრივად, არ ჰქონია შეცდომა, ფანტასტიკური იყო შოტლანდიასთან შეხვედრაში. ტრავმის შემდეგ ის ძალიან კარგად დაბრუნდა. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს, განსხვავებული მენტალობის და შესაძლებლობების ფეხბურთელია, ძლიერია ბურთით და უბურთოდ და ძალიან მომწონს. შოტლანდიასთან ქოჩორაშვილი ძალიან დაგვეხმარა იმ სივრცეში, სადაც გვჭირდებოდა. რაც შეეხება ხვიჩას, აჟამად კაშიაა კაპიტანი და ყველა ბედნიერია ამ ფაქტით. გურამს ბევრი კარგი თვისება აქვს თამაშის დროსაც, ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთერთობაშიც და ა.შ. დიახ, ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, არის ძალიან პოპულარული მოთამაშე, მაგრამ კაპიტნისთვის კიდევ სხვა თვისებებიც არის საჭირო და ამ ეტაპზე, გურამი სრულად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.

- თბილისში 1:7 წაგებული მატჩის გახსენება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის მოტივაციაა იმ კოშმარის დასავიწყებლად, თუ პირიქით - წნეხი იქნება?
ის მატჩი ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხრივ, დაგვეხმარა იმ მხრივ, რომ ბევრი საფიქრალი მოგვცა, ბევრი რამის გაანალიზების საჭიროება. ასე რომ, დღეს აქ რევანშთვის არ ვართ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ვაჩვენოთ ის პოზიტიური ძვრები, რაც გვაქვს. დღეს აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.

ლოჩოშვილი: რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, მაგრამ ასეთი წაგებები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია... ყველამ გაანალიზა ამ წაგების მიზეზები, იმ მარცხს გამოვიყენებთ მოტივაციისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ წარმატებით ვითამაშოთ. იმისთვის, რომ მარტის თამაშებში მსგავსი შეცდომები აღარ იყოს.

- რას იტყვით შოტლანდიასთან მატჩზე?
- სანიოლი: მე-60 წუთამდე კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ მერე რაც მოხდა, ამაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლო წუთები, განსაკუთრებით მეორე გოლი იყო ბევრი პატარა შეცდომის ბრალი... თუმცა, მთავარია, ვიმუშაოთ ამ შეცომების გამოსწორებაზე და გავაგრძელოთ წინსვლა.
- ლოჩოშივილი: პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ შოტლანდიასთან, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმართა ძალიან ძლიერი გუნდი გააქტიურდა, გაგვიჭირდა, ალბათ, ცოტათი იღბალიც დაგვაკლდა ბოლო წუთებში და... მაგრამ მთლიანობაში, ჩემი აზრით, კარგი მატჩი გვქონდა.

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვის რა უნდა ეწყინოს,ყველა საკუთარ საქციელზე აგებს პასუხს!
1
19 ნოემბერი 2023 21:30
0
თავისუფლება კატალონიაას
Levani
19 ნოემბერი 2023 13:50
2
ესპანეთის ეს ნაკრები არგენტინასაც მოუგებს დიდი ანგარიშით, წესით დღეს 3:0-ით უნდა დამთავრდეს თამაში, მაგრამ შეიძლება "გატყდეს" ეს თამაში და საქართველომ 1:2 ან 0:1-ით მოიგოს. "გატეხვის" შემთხვევაში იქნება წითელი ბარათი ესპანეთის მხარეს. მოკლედ საქართველოს მოგებას 26 კუში აქვს და უნდა დავსვა დღეს და არ გეწყინოთ!!! წარმატებები ყველას!!!
ყურადღება!!!
19 ნოემბერი 2023 10:10
2
თუ არ გამწარდით ბიძია 7-1 კი არა 70-0 ს წააგებთ. არასდროს არ მინახია გამწარებული და აზრზე მოსული ქართველი ფეხბურთელი, ერთადერთი გამონაკლისი იყო 1-0 რუსეთთან
Bidzia babua
19 ნოემბერი 2023 09:36
0
ვერასოდეს ვერსად ვერ გავალთ ვიდრე ცისარტყელა კაპიტანი გვეყოლება ქართველებს! ეხლა მოლიბერასტოები არ გამოხტეთ და არ დაიწყოთ რაც გურამს გაუკეთებია და ნეტავ რა გააკეთა? ბოლომდე იხარჯებაო, ბოლომდე დაიხარჯა და ღირსეულად შესწირა სიცოცხლე ანწუხელიძემ, ამიტომ მოკლეს რუს-მონღოლმა ღორებმა, მაგრამ გლდანის მაჟორითარ დეპუტატს და მის ცისარტყელა საძმოს ნახმარი ნაკრები და კლუბები ძალიან მოსწონს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის
llcl
19 ნოემბერი 2023 08:30
13
Loria daayene karshi vili da ar wavaget. Lorias kai tamashi gamodis espanelebtan.
Gia
19 ნოემბერი 2023 00:51
3
ტარიელ ალაგ-ალაგ გახსოვს?! სწორედ ესპანელები გადარია ლორიამ თავისი საუკეთესო თამაშით (გოლი ვერ გაუტანეს) და იმაზეც კი იყო ლაპარაკი რომ რეალში გადასულიყო თუ ბარსელონაში! https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/38978-giorgi-lorias-gamo-madridis-qrealiq-da-qbarselonaq-oms-itsyeben.html
aburjga
19 ნოემბერი 2023 09:25
1
მაგარი გამოსდის , განსაკუთრებით ოლმო თუ ყავთ ესპანელებს . ამნეზია გჭირთ ხალხო თუ რა გჭირთ ?
ტარიელი
19 ნოემბერი 2023 01:18
0
ისა და ქართულ არხზე თამაშს არ აჩვენებენ არსად?
გეგი
18 ნოემბერი 2023 23:44
5
მადლობა მეგობარო.
გეგი
19 ნოემბერი 2023 16:01
0
საზოგადოებრივ არხზე(ანუ პირველი არხი)
.
19 ნოემბერი 2023 02:17
0
ძაან კაი ბიჭია ლოჩოშვილი, რომ არ გაეყვანა ირლაინდიასთან ალბათ აჯობებდა,
იკა
18 ნოემბერი 2023 23:18
3
აბა შენ იცი სანიოლ! ძიელ არ ჩაისვაროთ! ისე ძლიერადაც, რომ იყოს, არა უშავს, მიჩვეულები ვართ უკვე!
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 23:10
8
ვაი დედასაა! რა თაობას ამუხრუჭებს ეს ხეპრე!
გია_544
18 ნოემბერი 2023 23:50
1
ვილი მამარდაშვილი არ ჩააყენო კარში!!! იმიტომ კი არა რომ ცუდი მეკარეა, არა გაუფრთხილდი მაგ ბიჭს. თუ ნესპანეთმა ამოგვტენა რაც ძალიან მოსალოდნელია მამარდაშვილი საბოლოოდ შეგვიძლია ჩამოვწეროთ! ამიტომ ვენდოთ ლორიას, რომელიც მამარდაშვილზე მაგარი ყოველთვის იყო და არის ახლაც!
aburjga
18 ნოემბერი 2023 22:28
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული