კლასმა თავისი გაიტანა - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 1:3 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას დიდებული პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა,
მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეიცვალა, ესპანელები ბურთს მუდმივად ფლობდნენ. როდრის თავური მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია, ხოლო ფერან ტორესმა მალე წინ გაიყვანა მასპინძლები. მერე ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ვერ უწია მიზანს. სანიოლმა კვეკვესკირი და მიქაუტაძე მექვაბიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა. ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას ჩაკვეტაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა - და შეცვლაზე შესული იამალის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

A ჯგუფში ესპანეთმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და მარტში ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“

ესპანეთი - საქართველო 1:3
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (72, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (მამუჩაშვილი 89), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (გოჩოლეიშვილი 78), კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 60), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 89), კვარაცხელია, მიქაუტაძე (დავითაშვილი 60)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ვალიადოლოდის სტადიონზე გულშემატკივრებში მარტო ქართველებს ეკეთა მზის სათვალე . სანამ მოძველბიჭო მეტადონშიკური დვიჟენია არ იქნება სამარცხვინო და ციგნებივით ქურდობა კაი საქმე ,არსად არ გავალთ .არც მსოფლიოზე არც ევროპაზე .ნუ რასტოვის ან ნაბერეჟნიე ჩელნის პირველობაზე კი .
აე გურამ აეე
04:01 20-11-2023
6
და ამ ნაკრებით და ფეხბურთით გვინდა ევროპაზე გასვლა რომ ჯგუფში სამივე თამაში ჩავისვაროთ და ყველას სასაცილო და მასხრად ასაგდები გავხდეთ!? კვარას,ჩაკვესა და მამარდას გარდა დანარჩენები ნულია!მარტო ეს 3 ბრძოლას ვერ მოიგებენ. მიქაუტაძე საერთოდ არაა ნაკრების ღირსი!ტყუილად კი არ ყვირიან აიაქსში არაა ეს აიაქსის დონის ფეხბურთელიო.დაცვას ბურთი ვერ ამოაქვს მეტოქის პრესინგის დროს ნახევარდაცვისთვის. ნახევარდაცვა კი საერთოდ ჩახსნილია თავდასხმისაგან.რა ჯანდაბა გვჭირს.ნახეთ რა პროგრესი აქვთ აზერბაიჯანის,ყაზახეთის ნაკრებებს.ჩვენ ხომ კლასით ამათზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს?სანიოლი უკვე ვეღარ ახერხებს ფეხბურთელების მოტივირებასა და საბრძოლო სულით დამუხტვას.მე მგონი აღარ ააქვს მეტი კრეატიული იდეები,ფეხბურთელებს ალალბედზე და ვარაუდით უშვებს შეცვლებზე, იქნებ რაღაცა მოხდეს...დისციპლინა მოშლილია.კვარას გამოხტომებიც საკმარისი მაგალითია.ყაზახებმა 18 ქულა მოაგროვეს შესარჩევში.დიდებული შედეგია.მოუგეს დანიას, ირლანდიას, ფინეთს....ჩვენ?!ყაზახებმა დანიას წაგებული თამაში შემოუტრიალეს და 3:2 მოუგეს ამა წლის მარტში.და იცით რატომ მოუგეს?შესვენებაზე ყაზახთა მწვრთნელი ავდიევი, გასახდელში თავის ფეხბურთელებს უყვიროდა:რა დაგემართათ,რა ფეხბურთს თამაშობთ! რაც მე დაგავალეთ ის გააკეთეთ და ითამაშეთ და თუ ჩემი დავალების მაქსიმუს შეასრულებთ და თუ მაინც წავაგებთ, ესე იგი მეცოდინება რომ დამნაშავე მე ვარ, თქვენ ყველაფერი 5-ზე გააკეთეთ,მაგრამ ჩემი ტაქტიკა და სქემა შეცდომა იყოო.მეორე ტაიმში ყაზახებმა თამაში მოიგეს.აი მწვრთნელი!რა გახდა ნაკრებისათვის ერთი მაღალკვალიფიცირებული, ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ყველას თავის ადგილზე მოსვამს, ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული და ჩვენი უჯიგრო,უპასუხისმგებლო ფეხბურთელებით დამთავრებული!
KOSTAKURTA
03:41 20-11-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული