ხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი გამეორება აღარ უნდა დავუშვათ!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების განვლილი მატჩების ანალიზი ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესოა, თუმცა, ისეთი ამბავი გახმაურდა, ამის ხალისი ბევრმა დაკარგა. შესარჩევი ეტაპი დავასრულეთ და მთელი ყურადღება ახლა მარტისკენ უნდა მივმართოთ, ევროპირველობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს - პირველ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია გარეშე...

მომხდარი ამბავის შეფასება ძალიან მარტივია, "კვარას" შესაბამისი ადამიანებიდან მატჩამდე უნდა სცოდნოდა შესაძლო საფრთხის შესახებ, ეს მიღებული და გამართლებული პრაქტიკაა. რომ არ იცოდა, ამ ამბავს ვერავინ "გააპრავებს". შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სადღაც დაწერეს, კვარაცხელია ტოვებს ესპანეთთანო. წესი გადავამოწმეთ, ფედერაციის წარმომდგენელთანაც დავაზუსტეთ, რომ დისკვალიფიკაცია სამ გაფრთხილებაზე
ხდებოდა. ალბათ, ჟურნალისტებსაც მეტი უნდა მოგვეძიებინა, გადადიოდა თუ არა პლეი-ოფში ეს ამბავი და განგაშის სიგნალი ჩაგვერთო, იქნებ შესაბამისს ხალხს ასე მაინც მიეღო პრევენციული ზომები. ისე, მუდმივად ვწერთ რომ ესაა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეო-ოფი, ანუ ევროპის ჩემპიონატის. თავად "ერთა ლიგას" პლეი-ოფი არ აქვს.

Sportall.Ge

მოთქმის დრო მართლა არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და იქ ითამაშებს ხვიჩა!.. ისე, მსგავსი ამბები საკმაოდ ხშირად გვემართება. შემთხვევა გვქონდა ვილი სანიოლთან მიმართებაში, რომელიც შვედეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია, ამის შესახებ კი ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გაიგო. უფრო ადრე სხვებიც გვახსოვს - კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ და ტყუილად დაისვენა; ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრულში ისე ითამაშა, ამის უფლება არ ჰქონდა და დავისაჯეთ; უჩა ლობჟანიძემ ალბანელებს უცნაური გოლი რომ გაუტანა, ზედმეტი ცვლილების გამო უეფამ ამხანაგურის სტაუსითაც არ მიიღო. ბოლო-ბოლო ის ქვეყნის წარმადგენლები ვართ, ოლიმპიურ ჩემპიონს აწონვაზე რომ დაააგვიანებინეს...

ყურადღების გამახვილება სხვა საქმეზე გვსურს. ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციასა და თავად მატჩს რამდენიმე ჟურნალისტი დავეწარით. კვარაცხელიას დანაკლისზე რომ გავიგეთ, ვლადიმირ ვაისს ისეთი თვალები ჰქონდა, მას აღარაფრის სჯეროდა. იმავე განწყობა სუფევდა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ფეხბურთელებს ისედაც არ აქვთ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ახლა იმაზე ხაზგასმა, რომ "კვარას" გარეშე შეუძლებელია ლუქსემბურგს ვაჯობოთ, კარგს არაფერს მოგვიტანს. სხვა ეპოქაა, ბიჭები სოციალურ ქსელებს აქტიურად ეცნობიან და კომენტარებსაც კითხულობენ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" მოტივაცია ამაღლდეს და თქვან, ლიდერის გარეშეც შეგვიძლია!..

რაც შეეხება ლუქსემბურგს, რომელსაც მარტში ვუმასპინძლებთ. ერთ დროს მაჩანჩალა ნაკრები დღეს საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გამოდიან. შესარჩევ ეტაპზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, ისლანდიასა და ბოსნიას აჯობეს. დანაკლისი მეტოქეებსაც ექნებათ, გერმანიაში მოასპარეზე, ერთ დროს ჩემპიონშიპში მყოფი დანიელ სინანი არ ეყოლებათ. ლუქსემბურთან ერთხელ უგოლო ფრე ვითამაშეთ, რომლის შემდეგაც კლაუს ტომპმიორელმა რამდენიმე მოთამაშეს უდისციპლინობა დასწამა და ნაკრებიდან დაითხოვა...

შევხვდებით მარტში და იმედია, ევროპის ჩემპიონატზეც!..

altარაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 74 /
იმედია მოვუგებთ ლუქსემბურგს,მოვიგებთ ფინალს და გავალთ ევროპაზე.აღარ მინდა ამნაირი კეთილი სურვილები.კეთილი ინებონ ჩვენმა ფეხბურთის მამებმა, გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადონ:თუ საქართველო ვერ გავა ევროპის ჩემპიონატზე დავტოვებთ თანამდებობას!...ამოვიდა ყელში ეს თავის მართლებები(სულ ცოტა დაგვაკლდა,ფეხი რომ არ დაცურებოდა,ძელს რომ არ მოხვედრილიყო,კოვიდი რომ არ ყოფილიყო,წვიმა რომ არ ყოფილიყო,მიწისძვრა რომ არ მომხდარიყო,ლავას რომ არ ამოეფრქვია და ა.შ...) აღარ გაგივათ!
გოჩა
14:58 21-11-2023
1
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის 2015 წლის კომენტარი იმდროინდელი ფედერაციის შეცდომაზე, რომელსაც ჯაბა კანკავას მიერ პოლონეთთან მატჩის გამოტოვება მოჰყვა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.

თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში.

ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - წერდა კობიაშვილი ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ.
llcl
14:27 21-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული